ყველაფერი ბილ იეზიმ გვიამბო, ბილი ფილადელფიელია და იმ იშვიათ ამერიკელთა გუნდის წევრია, ჰავანა რომ ვერაფრით დაივიწყეს. ჩვენ შორის ატეხილი დავის მიუხედავად, მან ბოლო ოცდაათ წელიწადში ოთხჯერ მოახერხა კუბაზე ჩასვლა და იქედან შთაბეჭდილებებით სავსე რვეულები, ჯერაც გაუმჟავნებელი ფოტოფირები და „კინტეროს“ სიგარები, ნამდვილი კუბური სიგარების კოლოფები ჩამოიტანა. ბილისთვის არასოდეს მიკითხავს, რამ შეაყვარა ასე ჰავანა და კუბელები. მასში...
ზიდანის კაცი
ამბობენ, რომ ზინედინ ზიდანი „რელის” შემადგენლობაში თამაშის შანსს უმალ მის ფავორიტ ფეხბურთელებს აძლევს, ვიდრე ახლებს. ლაპარაკია იმ მოთამაშეებზე, რომლებიც „თეთრების” მთავარ გუნდში ჯერ კიდევ ფრანგის პირველი მადრიდული პერიოდის დროს ხვდებოდნენ, მაგრამ, მათ შორისაც არის განსხვავება. თუკი ეგრეთწოდებულ ზიდანის ფეხბურთელთაგან ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ის მწვრთნელის ბურჯი და საყრდენია, ეს ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო გახლავთ. ამ ეტაპზე...
ოლეს კვერი ცხვაო
ოლე გუნარ სულშერს უნდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებმა დიდების წლები დაივიწყონ და აღიარონ, რომ მათი გუნდი ის აღარ არის, რაც იყო. ოთხივე მწვრთნელს, რომლებიც „ოლდ ტრეფორდზე” სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ მივიდნენ, მხრებზე „იუნაიტედის” ბრწყინვალე წარსულის სიმძიმე აწვა. დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედი” ცხრილის შუაშია და უჭირს დაამტკიცოს, რომ ის გუნდია, რომელიც ზედა ოთხეულისთვის იბრძოლებს. სულშერმა თქვა: „ჩვენ 90-იან...
კრივს ტოკიო აუკრძალეს
კრივის მსოფლიო საბჭო პროფესიონალ მოკრივეებს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას უკრძალავს WBC-ის პრეზიდენტი მაურისიო სულეიმანი ამავე გაერთიანებაში მყოფ პროფესიონალ მოკრივეებს აფრთხილებს, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შემთხვევაში ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასჯის. აღსანიშნავია, რომ WBC-ს, რომელიც ოთხიდან ერთერთ პრესტიჟულ საჩემპიონო ქამარს ათამაშებს, იგივე წესი ჰქონდა 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშებისთვის, სადაც თავის მხრივ ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში პირველად დაუშვეს პროფესიონალი...
ბარსას მომავალი მწვრთნელი
არგენტინაში არსებობს TNT Sports, რომელსაც აქვს გადაცემა Primera Tapa სადაც თქვეს, რომ ლეო მესის სამშობლოში გავრცეელებული აზრის თანახმად „ბარსელონას” შემდეგი მწვრთნელი მარსელო გალიარდო იქნება. ფაქტია, რომ „ბლაუგრანას” საუკეთესო პერიოდი არ უდგას. მართალია, მწვრთნელის ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში დიდებული ფეხბურთელები არიან, მაგრამ ბასკი მათ ძველებურად ვერ ათამაშებს. გუნდმა რაღაც დაკარგა და ეს ოკეანის გადაღმიდანაც კარგად ჩანს. არგენტინელები ფიქრობენ,...
არივედერჩი მარკი
ბოლოს მას სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მაისურა ჰქონდა მორგებული, თუმცა თამაშობდაო, ვერ დავიჩემებთ. ნევისპირა გუნდში შარშან გადაბარგდა და მოედანზე ოდენ 9 -ჯერ გავიდა, 2 გოლი გაიტანა და რუსულ პრემიერლიგას დაემშვიდობა. ისე გამოვიდა, რომ საერთოდ ფეხბურთსაც… როდესაც კლაუდიო მარკიზიოზე ვსაუბრობთ ან მის სახელს ვწერთ, გონებას უსათუოდ „იუვენტუსისკენ“ მიჰყავხარ და ტურინულ კლუბს კითხულობ. 33 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა საფეხბურთო კარიერა...
ცხრა ლახვრის შემდეგ…
ბავშვობაში, როცა თბილისის „დინამო“ საბჭოეთის სახელით თამაშობდა, უფროს გულშემატკივრებს უხაროდათ ბრიტანული გუნდი თუ შეგვხვდებოდა. გამეფებული იყო აზრი, რომ ჩრდილოელებთან თამაში კარგად გამოგვდიოდა. მართლაც, არა მხოლოდ აზრი, ეს იყო ფაქტიც: გამონაკლისი მხოლოდ „ტოტენჰემი“, თორემ სხვა ვინ დაუდგა გვერდში? „კარდიფ სიტიზე“ და „უოტერფორდზე“ ლაპარაკიც ზედმეტია, „ვესტ ჰემი“ და მრისხანე „ლივერპულიც“ კი გაანადგურეს ოქროს ბიჭებმა. მართალია, ირლანდია ბრიტანეთი...
კარში არ დაურტყამთ, პენალტი არ მისცეს
ევროპა ლიგის შეხვედრაში, სტუმრად, „ალკმაარის” წინააღმდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედმა” კარში ერთხელაც ვერ დაარტყა. თამაში დამთავრდა ფრედ, 0:0. მანჩესტერელებმა ინგლისურ პრესაში დიდი კრიტიკა მოიმკეს. ბრიტანელი ჟურნალისტები წერენ, რომ გუნდის კრიზისი გრძელდება, მაგრამ ოლე გუნარ სულშერმა თავისი ფეხბურთელები პრეს-კონფერენციაზე მაინც დაინდო. აუგი არავისზე უთქვამს. „ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ სტუმრად, მოედნის რთულ საფარზე, რთულ მეტოქესთან ქულა მოვიპოვეთ, —...
ბასილაშვილის პეკინი ციციპასთან დამთავრდა
პეკინის მასტერსს ახალი გამარჯვებული ეყოლება, რადგანაც ეს შეჯიბრი ნიკოლოს ბასილაშვილისთვის ნაადრევად დასრულდა. შარშან ქართველი მეჩოგნე ჩინეთში შეუჩერებელი გახლდათ, მაღალი დონის მოთამაშეები ერთი-მეორეს მიყოლებით დაამარცხა, ხოლო ფინალში თვით ხუან მარტინ დელ-პოტროს აჯობა, რომელიც მაშინ მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი იყო. იმ ტრიუმფის შემდეგ ბასილაშვილმა, კარიერაში პირველად ტოპ-ოცეულში შეაღწია და ამ სიმაღლეზე აქამდე იმყოფებოდა. მომავალი კვირიდან კი ქართველი ჩოგბურთელი...
23 !!!
ზუსტად ათი წლის წინათ, მისი უკალათბურთესობა, მაიკლ ჯორდანი, დიდების დარბაზში შეიყვანეს და მაშინ მან ლეგენდარული სიტყვა წარმოთქვა, რომელიც დღემდე ძალიან აქტუალურია და ამერიკაში ხშირად უკითხავენ მოსწავლეებსა თუ სტუდენტებს. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ის ყოველთვის იყო დიდების დარბაზში. მილიონების, შეიძლება მილიარდების კერპი, ჯორდანი – სიტყვა კალათბურთის სინონიმი, მისი სახე და ღმერთი. ვინც კი კალათბურთში მიდის, ყველას უნდა...









