ამომავალი მზის ქვეყანაში დაგეგმილ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის მონაწილეობას საფრთხე ელის. მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასრულებელმა საბჭომ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსთვის სტატუსის ჩამორთმევის პროცედურა წამოიწყო. ამ გადაწყვეტილების მიზეზი, WADA-ს შესაბამისობის კომიტეტის მოხსენება გახდა, სადაც საუბარია მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიიდან იანვარში მიღებულ მონაცემებთან და ინფორმაციებთან შეუსაბამობაზე. WADA-ს შესაბამისობის კომიტეტის ხელმძღვანელის ჯონატან ტეილორის განმარტებით, საუბარია რუსეთისგან მიღებულ მონაცემთა ბაზასთან...
არაფერი!
10:45 – ეს ანგარიში ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ ქართველ მორაგბეებსა და მათ ქომაგებს. კი ბატონო, ვიცოდით, რომ ფიჯის ნაკრებს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა და ქართველებთან მატჩს კუნძულელები უკიდურესად მოტივირებულები შეხვდებოდნენ. ვიცოდით და ველოდით, მაგრამ რა დავუპირისპირეთ? არაფერი! ეს იყო ტოტალური შეცდომების მატჩი – სტრატეგიული, ტაქტიკური, ტექნიკური… სად იყო სარაგბო უნარები, მწვრთნელის სათამაშო გეგმა და სხვა...
დინამო ბათუმში საბურთალომ გაუშვა
67-ე წუთზე, მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა, საბურთალოელ ნიკა სანდოხაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან დაითხოვა. ეს ეპიზოდი გადამწყვეტი აღმოჩნდა მატჩში. მატჩში, რომლის პირველ ნახევარში მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ სჯობდა მეტოქეს და კოხრეიძის ეფექტური გოლით უგებდა კიდეც. მეორე ტაიმში სცენარი დიდად არ შეცვლილა, ეგ არის, მასპინძელი „დინამო“ უფრო გააქტიურდა და მეტოქე მეტად შეავიწროვა. 67-ე წუთი ვახსენეთ. სანდოხაძის...
იაპონიამ რუსეთთან დააგვიანა
გახსოვთ, შარშან ბუენო-აირესში გამართული ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები? არგენტინის დედაქალაქში უსიამოვნო ამბავი ქართველ სპორსტმენებს, კერძოს 3X3-ზე საკალათბურთო ნაკრებსაც შეემთხვა, რომლებმაც ოლიმპიური სოფლიდან სპორტულ ობიექტამდე თავის დროზე ვერ მიაღწიეს და მკაცრადაც დაისაჯნენ. ქართველ კალათბურთელებს სლოვენიასთან სასტარტო მატჩში წაგება ჩაეთვალათ. მატჩზე დაგვიანების უმთავრეს მიზეზად კი ქართული დელეგაციის მხრიდან გადატვირთული მოძრაობა დასახელდა, რაც არგენტინის დედაქალაქში სამუშაო დღეებში განსაკუთრებით იგრძნობოდა....
ბაიერნმა სისხლის სუნი აიღო
ხშირად ამბობენ, გრანდების ჩამოწერა არ შეიძლება, ისინი ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალა არიანო. სწორედ ეს მგონია მიზეზი, რამაც „რეალს“ ჩემპიონთა ლიგა მიყოლებით 3-ჯერ მოაგებინა. იცოდნენ სადაც თამაშობდნენ და გამარჯვებულის მენტალიტეტიც ჰქონდათ. ეს დიდი გუნდების დამახასიათებელი ნიშანია… „ბაიერნის“ გულშემატკივრები კი ნიკო კოვაჩს ხშირად აკრიტიკებენ. მიზეზი გასაგებია, ეს ხალხი ყოველთვის რეკორდმაისტერის უპირობო დომინაციას მოითხოვს. მიუნხენური გრანდი იმიტომაც არის „რეკორდმაისტერი“,...
ყველა დარტყმა გოლი იყო
ასეთი რაღაც რომელიმე ქართულ გუნდს რომ დამართნოდა… წარმოდგენაც არ გვინდა. ჩემპიონთა ლიგაში, „ტოტენჰემ ჰოთსპური” შინ დამარცხდა „ბაიერნთან” – 2:7. მატჩის შემდეგ „სფურზის” არგენტინელმა თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ თქვა, რომ ერთიანობა გუნდში ახალა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. არადა, ყველაფერი რა იმედისმომცემად დაიწყო, სონმა ანგარიში გახსნა და ჩრდილო ლონდონელები დაწინაურდნენ. შემდეგ კი ყველაფერი ყირაზე დადგა. ჯოშუა კიმიხმა გაქვითა,...
ლა ლიგის ქურდები
ესპანეთში, ლა ლიგის ფეხბურთელების სახლებს თითქმის ყოველდღე ძარცვავენ. რამდენიმე დღის წინ, მადრიდული დერბის მიმდინარეობისას კაზემიროს სახლი მაშინ გაქურდეს, როდესაც მისი ცოლ-შვილი შინ იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, ბრაზილიელის ოჯახს არაფერი დაშავებია. ამჯერად, მძარცველები მეორე მადრიდული გრანდის, „ატლეტიკოს“ ფეხბურთელის თომას პარტეიისს სახლს ესტუმრნენ. ეს მაშინ, როდესაც ფეხბურთელი „ლოკომოტივთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის მოსკოვშია წასული. უპატრონოდ სახლი არც ახლა იყო, მასში განელი...
ზიდანს ახსოვს, აზარმა იცის
„რეალს“ „ატლეტიკოსთან“ ქულის მოსაპოვებლად თამაშის ჩაკეტვა დასჭირდა. ეს „ბლანკოსის“ ფეხბურთის დამახასიათებელი სტილი არ არის… ზინედინ ზიდანს დათხოვნა ჯერ არ ემუქრება, თუმცა, მაინც გასახსენებელია, რომ კაპელო, შედეგის მიუხედავად, მადრიდიდან უსახური ფეხბურთის ჩვენების გამო გაუშვეს. ზიდანმა ეს იცის, ახსოვს და აზარის იმედი აქვს „ვიცი, რომ აზარი „რეალში“ წარმატებას მიაღწევს. რჩევის მიცემაც კი არ მჭირდება, თუ როგორ უნდა ითამაშოს....
დავუშვათ მიწაზე მფრინავი ფიჯი!
… და გადამწყვეტი დღეც მოახლოვდა. 3 ოქტომბერს, საქართველო – ფიჯი შედგება. ეს იქნება ამ გუნდების მესამე მატჩი ამომავალი მზის ქვეყანაში მიმდინარე მსოფლიოს მეცხრე თასზე. გადავავლოთ თვალი განვლილ გზას: ფიჯელებმა ტურნირის სასტარტო მატჩში ავსტრალიის ნაკრებს დიდი ბრძოლა გაუმართეს, მაგრამ 21:39 დამარცხდნენ, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ უდიდესი სირცხვილი ჭამეს, როცა მათზე ობიექტურად სუსტ ურუგვაისთან 27:30 წააგეს. ამ...
პიკეს აღვირი სჭირდება
„ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ და ერთ-ერთი კაპიტანი ჟერარდ პიკე ამ დღეებში ერთმანეთს შეხვდებიან. კატალონიური „სპორტი” წერს, რომ ბოლო დროს პიკე, საჯაროდ, ისეთ თემებს შეეხო, რომ პოზიციებს გარკვევა და ვითარებას განმუხტვა სჭირდება. კერძოდ, ვეტერანმა გასულ კვირაში ორჯერ ახსენა „ბარსას” დირექტორატი და საყვედური გამოთქვა იმის გამო, რომ გუნდი სეზონისწინა შეკრებებს აშშ-სა და იაპონიაში გადის. „ზაფხულობით ჩვენ...









