ჟერარდ პიკემ თქვა, რომ „ბარსელონას” ფეხბურთელები მზად იყვნენ ხელფასის აღების ფორმულა შეეცვალათ, ოღონდ კი კლუბს ნეიმარის „პარი სენ ჟერმენისგან” გამოსასყიდი ფული გასჩენოდა. როგორც ცნობილია, ესპანეთის ჩემპიონი „კამპ ნოუდან” „პარკ დე პრენსზე” ორი წლის წინ გადაბარგებული ბრაზილიელის დაბრუნებას გასულ ზაფხულს აპირებდა. თავად 27 წლის ვარსკვლავსაც არ დაუმალავს „ბლაუგრანაში” დაბრუნების სურვილი, მაგრამ გეგმა ჩაიშალა. პიკემ Cadena Ser-ისთვის მიცემულ...
სტამი წავიდა, დიკი მოვიდა
იაპ სტამი „ფეინოორდის“ მწვრთნელი აღარ არის. ჰოლანდიური გუნდის ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგებით უკმაყოფილოა. როტერდამელები ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე აშკარად ვერ ბრწყინავენ. შვეიცარიული „იანგ ბოიზის“, შოტლანდიური „რეინჯერსის“ და პორტუგალიური „პორტუს“ კომპანიაში 3 ტურის შემდეგ ერთი გამარჯვებით ბოლო ადგილზე არიან. „ფეიენოორდი“ ვერც ჰოლანდიის ჩემპიონატში იწონებს თავს და 11 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზე იმყოფება. როტერდამელთა...
ქვა აღმართში
კარგი დღეები არ უდგას „გოლდენ სტეიტს“. გუნდი, რომელიც არც ისე შორეულ წარსულში ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ყველას შიშის ზარს სცემდა და ობიექტურ მიზეზთა გამო ქომაგები ჩვენს ქვეყანაშიც მრავლად გაიჩინა… საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ყველაზე წარმატებული მოთამაშე ზაზა ფაჩულია ხომ სწორედ სან-ფრანცისკოს კლუბის შემადგენლობაში ირიცხებოდა და ზედიზედ ორჯერ ოქროს ბეჭედიც მოიგო. ამ სეზონში...
პრემიერლიგის ჩინოვნიკები არსენალს ქომაგობდნენო
„ლივერპულმა” და „არსენალმა” ლიგის ანუ კარაბაოს თასზე ინგლისური შოუ მოაწყვეს: თავიდან „მეთოფეებმა” თავიანთ კარში შეაგდეს, მაგრამ ძალა მოიკრიბეს და სამი გაიტანეს. პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა პენალტით შეამცირეს სხვაობა. შესვენების შემდეგ ისევ ჩრდილოლონდონელებმა გაიტანეს, რასაც „ლივერპულმა” ორით უპასუხა. ამას კვლავ სტუმართა გოლი მოჰყვა, მაგრამ მსაჯის მეოთხე წამატებულ წუთზე ორიჯიმ მაინც შეაგდო და შეხვედრა დასრულდა 5:5. პენალტებში...
ქალო გნახე ტელეფონით…
ბრაზილიისა და ისრაელის ვეტერანთა ნაკრებებმა ჰაიფაში საქველმოქმედო მატჩი გამართეს, რომელიც სამხრეთამერიკელებმა 4:2 მოიგეს. ბრაზილიელთა რიგებში რონალდინიომ, რივალდომ, რობერტო კარლოსმა და კაფუმ ითამაშეს, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, უჩვეულო ეპიზოდის გამო, კაკა მოექცა. საქმე ისაა, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში როცა ბრაზილიელები 3:2 იგებდნენ, ქალმა არბიტრმა ლილა ასულინმა, თამაში გააჩერა და ყოველგვარი მიზეზის გამო კაკას ყვითელი ბარათი უჩვენა....
ჩვენი გოგოები ევროპაში
საქართველოს ნაკრების ხელბურთელი 20 წლის მედეა ჩოხელი მაკედონიურ კლუბ „კუმანოვოში” წარმატებით გამოდის. ის ხაზის მოთამაშე ანუ ეგრეთწოდებული პივოტია. მიმდინარე სეზონში მედეა კარგ ფორმაშია და როგორც ქვეყნის ჩემპიონატში, ასევე ბალკანეთის ქალთა ლიგაში გოლი გოლზე გააქვს. დღეისათვის, მაკედონიის ჩემპიონატში ორი გუნდია დაუმარცხებელი – შარშანდელი ჩემპიონი სკოპიეს „მეტალურგი” და ვერცხლის პრიზიორი, „კუმანოვო”. „მეტალურგს” შვიდიდან შვიდი მოგება აქვს, „კუმანოვოს”...
პარალიმპიური ჩემპიონი სიცოცხლეს ევთანაზიით გამოეთხოვა!
40 წლის მარიკე ვერვორტი კუნთების უკურნებელი და პროგრესირებადი სენით იყო დაავადებული და პერიოდულად ეპილეფტიკური შეტევებიც ჰქონდა. სპორტსმენმა დოკუმენტზე, რომელიც სიცოცხლესთან ნებაყოფილობით გამოთხოვებას ითვალისწინებდა, ხელი ჯერ კიდევ 8 წლის წინ მოაწერა. ეს უფლება კი მან ახლა გამოიყენა. ბელგიაში ევთანაზია 2002 წლიდან ნებადართულია. თავად ვერვორტი ამბობდა, რომ აუტანელი ტკივილების გამო ღამით მხოლოდ 10 წუთი თუ ახერხებდა დაძინებას....
მარადონა სავარძელში ჩაჯდა
დიეგოს კომფორტი უყვარს … მარადონა 59 წლის გახდა… მისი გაწვრთნილი ხიმნასია კი ნიუელზს ესტუმრა და ქვა ქვაზე არ დატოვა – 4:0 მოუგო. არადა, თავის დროზე დიეგო მარადონა ამ გუნდშიც თამაშობდა. ანგარიში ანგარიშად, დიდმა დიეგო კი მატჩამდე ერთი წაცეკვება წაუცეკვა, მერე მასპინძლების მირთმეულ სავრძელზე ავტოგრაფი დატოვა, თავადვე რბილად მოთავსდა და გუნდის თამაშსაც იქიდან უცქირა, ნაღდი მეფესავით…...
მესი ჯარიმიდან
„ბარსელონამ“ ლა ლიგის მორიგ ტურში „ვაიადოლიდს“ გადაუარა – 5:1 აჯობა. ეს კატალონიელთა ერთი, ჩვეულებრივი გამარჯვება იქნებოდა, თუმც ლეო მესიმ კარიერაში ჯარიმიდან 50-ე გოლი გაიტანა, რაც, დაგვეთანხმებით, აღსანიშნი ამბავია. ჰოდა, არც ჩვენმა ესპანელმა კოლეგებმა დაიზარეს და მესის ყველა ის ჯარიმა დაუთვალეს, რომელიც მან ესპანეთის ჩემპიონატში, სამეფო თასზე, ჩემპიონთა ლიგაში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპსა და კოპა ამერიკას გათამაშებისას ზუსტად...
საცობში მოხვედრილი ფეხბურთელი
ქუჩის კამერებმა დააფიქსირეს როგორ აყენებდნენ „არსენალის” ფანები შეუარაცხყოფას პიერ-ემერიკ ობამეიანგს. ეს ამბავი „კრისტალ პალასთან” ფრედ (2:2) ნათამაშები მატჩის შემდეგ მოხდა; სწორედ იმ მატჩის შემდეგ, რომლის დროსაც გრანიტ ჯაკამ გულშემატკივარს აგინა. ჯაკას ამბავი გახმაურდა, მაგრამ როგორც ირკვევა, შვეიცარიელი არ გახლდათ ერთადერთი „მეთოფე”, რომელმაც იმ დღეს ჩრდილო ლონდონელი ფანების რისხვა მოიმკა. პიერ-ემერიკ ობამეიანგი თავისი „ლამბორგინი ავენტადორით” საცობში...









