ჟერარდ პიკემ თქვა, რომ „ბარსელონას” ფეხბურთელები მზად იყვნენ ხელფასის აღების ფორმულა შეეცვალათ, ოღონდ კი კლუბს ნეიმარის „პარი სენ ჟერმენისგან” გამოსასყიდი ფული გასჩენოდა.
როგორც ცნობილია, ესპანეთის ჩემპიონი „კამპ ნოუდან” „პარკ დე პრენსზე” ორი წლის წინ გადაბარგებული ბრაზილიელის დაბრუნებას გასულ ზაფხულს აპირებდა. თავად 27 წლის ვარსკვლავსაც არ დაუმალავს „ბლაუგრანაში” დაბრუნების სურვილი, მაგრამ გეგმა ჩაიშალა.
პიკემ Cadena Ser-ისთვის მიცემულ ინტერვუში განაცხადა: „ფეხბურთელებმა პრეზიდენტს ვუთხარით, რომ მზად ვიყავით ჩვენი კონტრაქტებისთვის გადაგვეხედა, რათა კლუბს ფინანსური ფეარ-ფლეისთვის აერიდებინა თავი. კერძოდ, ჩვენ ხელფასების გაცემის ფორმულის გადაკეთება შევთავაზეთ. მზად ვიყავით თანხა, რომელიც პირველ წელიწადს უნდა აგვეღო, მეორე, მესამე და მეოთხე წლებზე გადაგვენაწილებინა. ამით კლუბს „ფინანსური ფეარ-ფლეის” პრობლემას ავარიდებდით. ვიმეორებ, ხელფასების შემცირებას კი არ ვთანხმდებოდით, არამედ მისი აღების გრაფიკს ვცვლიდით. ასე კლუბს ნეიმარის შეძენისთვის საჭირო თანხა გამოუჩნდებოდა. თავიდან ეს კარგ იდეად ჩანდა, მაგრამ შემდეგ სხვა პრობლემებმა გადაფარა და გეგმა ჩაიშალა”.
შემდეგ, პიკემ თქვა, რომ „ბარსას” ფეხბურთელები ნეიმარს აფრთხილებდნენ, „პარი სენ ჟერმენში” გადასვლით ოქროს ციხეში მოხვდებიო.
„მაგრამ, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და კარი შესაძლოა ღია დაგხვდეს”, — დასძინა მან.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
