ხვლა, გორის მაზრაში, ჩვენი ფეხბურთის ისტორიის ერთი ხმაურიანი, ცოცხალი ფურცელი დაიწერება. ასე თქვი, ისე თქვი, “დინამო” მოიგებს, თუ “დილა” შესძლებს ფინალში გასვლას, ფურცელი დაიწერება. “დილა” რომ თასის ფინალში გავიდეს, ეს ფურცელი უფრო ხმაურიანი და ფეთქებადი იქნება, უფრო ბევრი რამ დაიტევა ზედ, “დინამო” ივარგებს და ამბავი მაინც შედგება. თუმცა, მასში ჩვეულებრივობა მეტი იქნება. აქეთ გორის ჯვარი,...
როგორც ნამდვილი კრისტიანი შობას ელოდება
„სანმა” თქვა და კატალონიურმა „სპორტმა” გაიმეორა, რომ სავარაუდოდ, დანიელი ვარსკვლავი კრისტიან ერიკსენი იანვარში „რეალში” გადავა. მოგეხსენებათ, ბოლოხანს ფორმიდან ამოვარდნილი ერიკსენის კონტრაქტი ჩრდილო ლონდონელებთან მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში. ერიკსენს „რეალში” გადასვლა გასულ ზაფხულსაც შეეძლო, მაგრამ „თეთრების” მწვრთნელს ზინედინ ზიდანს „მანჩესტერ იუნაიტედიდან” თანამემამულის პოლ პოგბას გადაბირების იმედი ჰქონდა და დანიელის კონტრაქტი ამიტომ დაბრკოლდა. ახლა მდგომარეობა შეიცვალა. „მანჩესტერ...
დოპინგთან ბრძოლის ახალი მეთოდი
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC) და ტესტირების საერთაშორისო სააგენტოსთან (ITA) სისხლის ანალიზის ახლებური ტესტირების მეთოდის შემუშავება-დანერგვაზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. საუბარია მშრალი სისხლის (DBS) ანტისადოპინგო ტესტირებაზე, რომელიც უფრო მარტივი, ეფექტური და იაფი იქნება. ამასთან, ახალი მეთოდი სპორტსმენთა ფართო წრეს მოიცავს, რაც მეტი თაღლითის გამოვლენასაც შეუწყობს ხელს. ტესტირების ახალ პროგრამას შეუერთდნენ იაპონიის, აშშ-ის შვეიცარიის, ჩინეთის...
პიკემ თავი გაიყვითლა
ერთი ტურიც და „ელ კლასიკოა” — 26 ოქტომბერს, „კამპ ნოუზე”. მანამდე კი, ცხრამეტში, „ბარსელონა” სტუმრად მიდის „ეიბართან”. და აი, ამ შეხვედრაში ვერ ითამაშებს ჟერარდ პიკე. კვირას, „სევილიასთან” (4:0) მან გადასულ ბურთს ფეხი მისცხო და მიგელ ანტონიო მატეუ ლაოსს სეზონში მეხუთე ყვითელი ბარათი ამოაღებინა. ამრიგად, პიკეს „რეალთან” მოედანზე ყოფნა გარანტირებული აქვს. და რა იქნება „ეიბართან”? სამუელ...
8 ქულა 8 თამაშის შემდეგ
ცხრილში ყურებას თავი დაანებეთო, უთხრა პეპ გვარდიოლამ „ვულვერჰემპტონთან” შინ დამარცხებულ „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებს. ადამა ტრაორეს მიერ მე-80 და 94-ე წუთებზე გატანილმა ორმა გოლმა „მგლებს” ინგლისის ჩემპიონთან დამსახურებული გამარჯვება მოაპოვებინა, რისი წყალობითაც „ლივერპული” პრემიერლიგაში 8 ქულით ლიდერობს. ცნობისათვის: რაც პრემიერლიგა არსებობს, 8 ტურის შემდეგ ასეთი უპირატესობა არავის ჰქონია. „მანჩესტერ სიტის” მწვრთნელმა თქვა: „ცუდი დღე იყო. წინა...
კოკისპირული ფრე
ტურის და შესაძლოა, სეზონის უმთავრესი მატჩი ისეთი ვერ გამოვიდა, როგორსაც ველოდით და აქ ფეხბურთელები არაფერ შუაში არიან. ბათუმში ისე კოკისპირულად წვიმდა, ადამიანები ერთმანეთს ძლივს არჩევდნენ. ანგისას მინდორი დამძიმდა, დაიტბორა და ასეთ ვითარებაში თამაშისას მოგეხსენებათ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საგანგებოდ რუმინელი მსაჯებიც ხომ ჩამოიყვანეს – შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო პრინციპით. მარსელ ბირსანს ცუდად არ უმსაჯია. შეხვედრის ბოლოს...
რად გინდა ბურთი თუ კარში არ დაარტყამ?
„მანჩესტერ იუნაიტედის” კრიზისი გრძელდება. ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ამჯერად ნიუკასლში წააგო 0:1. 72-ე წუთზე გოლი მეტი ლონგსტაფმა გაიტანა. „იუნაიტედი” ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში დარჩა გამარჯვების გარეშე. ამრიგად, 8 ტურის შემდეგ მანჩესტერელები მე-12 ადგილზე არიან. მათ მხოლოდ 9 ქულა აქვთ, მაშინ როდესაც ლიდერის „ლივერპულის” მონაგარი 24 ქულაა. ახლა სანაკრებო თამაშები იწყება ანუ „იუნაიტედი” საქმეს 20 ოქტომბერს დაუბრუნდება, როდესაც...
ბასილაშვილმა რადუ არ გაახარა…
პროგრამა მინიმუმი შესრულებულია. ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაიში დაწყებული მასტერსის მეორე წრეშია. რა თქმა უნდა, ჩვენებური მეჩოგნისგან ქართველი ქომაგი გაცილებით მეტს ელის, ვიდრე თუნდაც მასტერსის სერიის ტურნირებზე ერთი წრის გადალახვაა, რაც უამრავი ჩოგბურთელისთვის მიუწვდომელ მიზნად რჩება. ნიკოლოზ ბასილაშვილმა კი უკვე საკმაო ხანია იმ დონეს უწია, რომ მასთან იოლ გასეირნებას ვეღარავინ დაგეგმავს. ჩოგბურთში გათვითცნობიერებულ ქომაგს, ალბათ, ახსნა არ...
არ გაახარო რადუ…
2019 წლის საჩოგბურთო სეზონი თითქმის ფინიშის სწორზეა. ოთხივე დიდი სლემის და სხვა მსხვილი ტურნირები უკვე მოლეულია, თუმცა წინ კიდევ რამდენიმე სერიოზული რანგის შეჯიბრია, რომელთაგან ერთ-ერთი უსათუოდ შანხაის მასტერსია, რომლის საპრიზო ფონდიც 8 მილიონ დოლარს აჭარბებს. შანხაიში იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომელმაც სამწუხაროდ პეკინის უპრესტიჟულეს ტურნირზე შარშანდელი ტრიუმფი ვეღარ გაიმეორა და მას მეორე წრეში სტეფანოს ციციპასთან წაგებით...
ედე და ფედე მადრიდელები
ედენ აზარს „რეალში” გვალვა დაუმთავრდა — შაბათს, „გრანადასთან” შეხვედრაში ბელგიელმა, რომელიც ახალ გუნდში აქამდე უსახური იყო, საუცხოო გოლი გაიტანა. მან მეტოქის საჯარიმოში, დიდ სისწრაფეზე, მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი. ამ ეპიზოდში აზარს ორი მცველი კვალში ედგა, ჩრდილად ჰყავდა ადევნებული. საგოლე პასი 21 წლის ურუგვაელმა ფედე ვალვერდემ მიაწოდა. მატჩის ბოლოს ვალვერდე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მაშ ასე,...








