მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. 20 ივნისს, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას ახალი პრობლემა მოჰყვა. თავისი პარლამენტის წევრის საქართველოდან დაცვის თანხლებით გასტუმრებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტით უპასუხა და რუს ტურისტებს საქართველოში სტუმრობისგან თავის შეკავება ურჩია… მაგრამ რა კავშირშია ყოველივე სპორტთან? საქმე ის გახლავთ,…
მიწის ორი ნაკვეთი, სადაც მადრიდის „ატლეტიკოს” ძველი ბინა „ესტადიო ვისენტე კალდერონი” იდგა, გაიყიდა. ტერიტორია შეიძინეს კომპანიებმა სახელწოდებით Azora და CBRE. გაყიდული მიწის საერთო ფართობია 35 000 კვადრატული მეტრი, სადაც 340 სახლი აშენდება. ეს იქნება ორი პრესტიჟული მიკროუბანი, რომელთაც საერთო სარგებლობის ზონები ექნებათ. მშენებლობა დაიწყება 2020 წელს და დასრულდება 2022-ში.
ჯერ, ახლახანს დასრულებული უიმბლდონი და ჯოკოვიჩ-ფედერერის საოცარი ფინალის ემოციები არ განელებულა, რომ მალე წლის მეოთხე და ბოლო დიდი სლემის გათამაშება მოგვადგება კარს. 26 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ნიუ ორკში, ბილი ჯინ კინგის სახელობის საჩოგბურთო კომპლექსში ამერიკის ღია პირველობა რიგით 138-ედ აიღებს სტარტს. ისე, უმჯობესია თუ დავაზუსტებთ და ვიტყვით, რომ US Open-ი ავსტრალიის ღია პირველობას, როლან…
თანამედროვე სამყარო ისეა მოწყობილი ქუჩაში ჩქარი ნაბიჯით სიარული, თუნდაც სირბილი არავის უკვირს. ყველას სადღაც მიეჩქარება, აგვიანდება. აი, ოკეანისგაღმელმა 96 წლის ბაბუმ როი ენგლერტმა კი ვფიქრობთ, ცხოვრებაში თავისი წილი საკმაოზე მეტი ირბინა და ახლა ამ საქმეში რეკორდების დამყარებას შეუდგა. აშშ-ში, ევროპის თუ აზიის ქვეყნებში ვეტერანებს შორის სირბილში სხვადასხვა შეჯიბრებები უცხო ხილი ნამდვილად აღარ არის. მძლეოსნობის საერთაშორისო…
შავი ჭირი – სახელწოდებით გარიგებული მატჩები მარტო ქართული ფეხბურთის თავისტკივილი როდია. არც ისე შორეულ წარსულში იყო მამაძაღლობაში ტურინის „იუვენტუსი“ რომ ამხილეს და სერია B-ში დააქვეითეს. საფეხბურთო ევროპაში ჩაწყობილი შეხვედრების მონაწილე სხვა არაერთი გუნდიც გამხდარა. მორიგი ნაღმი კი ბელგიაში აფეთქდა. თან საქმე არა დაბალ დივიზიონში მყოფ უცნობ-უსახელო გუნდს, ქვეყნის თასის მფლობელ „მეხელენს“ ეხება, რომელიც რა გასაკვირია,…
მაურისიო პიჩეტინომ თქვა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომ მოგვეგო, „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” წავიდოდიო. შეგახსენებთ, რომ „სფურზმა” 1 ივნისს, მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე” „ლივერპულთან” 0:2 წააგო. კიდევ, არგენტინელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მიზანთან მეტისმეტად ახლოს მისვლამ და ფეხის ბოლო საფეხურზე დაცდენამ, მასში ახალი მოტივაცია გააღვიძა. ახლა მას ძლიერ სურს „დეზები” ბოლოს და ბოლოს მიიყვანოს დიდ გამარჯვებამდე. პოჩეტინოს ჰკითხეს, როგორ აფასებდა…
ახალი სეზონის წინ, ლონდონის „ჩელსი“ ერთობ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და ეს უპირველესად კადრებს შეეხება. გუნდიდან მადრიდის „რეალში“ წავიდა საუკეთესო ფეხბურთელი ედენ აზარი. „იუვენტუსში“ გადავიდა მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი. ახლა, იტალიელი სპეციალისტის ადგილზე მისულ ფრენკ ლამპარდს, დასახული მიზნების მისაღწევად დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს. მისი მუაობის დაკვირვებაც საინტერესოა. გუნდში ხომ კიდევ რჩებიან ფეხბურთლები, რომელთა მხარდამხარ ლამპარდი თამაშობდა….
„ინტერმა” რომელუ ლუკაკუში 75 მილიონი გირვანქის გადახდისგან უკან დაიხია და ბელგიელი ფეხბურთელი გაუგებრობაში, ხოლო მწვრთნელი ანტონიო კონტე უკმაყოფილო დატოვა. ამჟამად ლუკაკუ სინგაპურშია, „მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად ვარჯიშობს და ბოლო იმედით ელის „ინტერის” გადაწყვეტილებას. „სანმა” კი შეიტყო, რომ იტალიური კლუბი დაფიქრებულა: ღირს, საერთოდ, ამ თავდამსხმელში ასეთი დიდი თანხის გადახდა? რომელუ ლუკაკუმ გასულ კვირაში „იუნაიტედის” მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes