თვე: ივლისი 2019

Home 2019 ივლისი
ვამბობთ გაბალას, ვხედავთ ფეიენოორდს
ჩანაწერი

ვამბობთ გაბალას, ვხედავთ ფეიენოორდს

ევროსარბიელი ქართული გუნდებისთვის მეტ-ნაკლებად წარმატებით გრძელდება. ქვეყნის კოეფიციენტის ამაღლებაზე თბილისის „დინამო“ განსაკუთრებთ ზრუნავს. სამიდან სამი მოგების შემდეგ, ელიგის ლიდერი ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლიდანაც ერთ ნაბიჯშია. პირველი მატჩის მერე „დინამო“ აზერბაიჯანულ „გაბალას“ 2:0 უგებს და 1 აგვისტოს, „დინამო არენაზე“ მასპინძლობს. მატჩამდე, ორივე გუნდის მწვრთნელი ქართველ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს „დინამო არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში შეხვდა. „დინამოს“...

დე როსი და წმინდა იანუარიუსი
ჩანაწერი

დე როსი და წმინდა იანუარიუსი

დანიელე დე როსი, რომელმაც „რომაში“ კარიერა ახლახან დაასრულა, იმის მიუხედავადაც რომ რამდენიმე კლუბი ისევ იწვევდა, ფეხბურთიდან წასვლას აპირებდა. იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელობაც შესთავაზეს, მაგრამ ყველას და ყველაფერს უარს ეუბნებოდა… და უცებ, არგენტინული „ბოკა ხუნიორსის“ ფეხბურთელი გახდა… დიეგო მარადონამ იტალიელის „ბომბონერაზე“ გადასვლა ნეაპოლელთა მთავარი წმინდანის, იანუარიუსის სასწაულს შეადარა. გახსოვთ ალბათ, ცნობილი იტალიური ფილმიდან, მთავარი გმირი, დუდუ, იანუარიუსს...

მონადირე კარი
ჩანაწერი

მონადირე კარი

ოთხ წელიწადში სამჯერ გაჩემპიონების შემდეგ, „გოლდენ სტეიტი“ NBA-ს სუპერფინალში დამარცხდა. „ოქროს შტატელებს“ მაგარი რეგულარული სეზონი გამოუვიდათ, აი, დამაგვირგვინებელ ფაზაში კი მოვლენები მათ გარშემო არც ისე სახარბიელოდ განვითარდა. დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალიდან „მეომრებმა“ გუნდის ლიდერი კევინ დურანტი დაკარგეს. დურანტულამ ისეთი ტრავმა მიიღო, ახალი სეზონის გამოტოვებაც მოუწევს, ახლა კი ისიც გაოფიციალურდა, რომ პარკეტზე უკვე „ბრუკლინ ნეთსის“ მაისურით დაბრუნდება. მერე...

თბილისში ევროპის ჩემპიონატი იწყება
ჩანაწერი

თბილისში ევროპის ჩემპიონატი იწყება

შაბათს, 3 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში იწყება 17 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი. ის 11 აგვისტომდე გასტანს. შეჯიბრებაში 10 გუნდი მონაწილეობს: A ჯგუფი: სერბეთი, ბულგარეთი, უკრაინა, საბერძნეთი, ფარერები; B ჯგუფი: ლიეტუვა, ფინეთი, შვეეიცარია, საქართველო, ლატვია; საქართველოს ნაკრების კალენდარი ასეთია: 3 აგვისტოს საქართველო – ლიეტუვა; 4 აგვისტოს საქართველო – ფინეთი; 5 აგვისტოს საქართველო – ლატვია; 8 აგვისტოს შვეიცარია...

ლევ იაშინი 6 მილიონად
ჩანაწერი

ლევ იაშინი 6 მილიონად

რა შუაშია პოლიტიკა? როცა ხედავ, რომ სხვა შენზე უკეთ აკეთებს რამეს, კი არ უნდა დაიბოღმო, უნდა მიბაძო. რუსებმა ოთხი წლის წინ გამოუშვეს ფილმი „ლეგენდა N17“, რომელიც ლეგენდარულ ჰოკეისტ ვალერი ხარლამოვს მიეძღვნა. ამას მოჰყვა არანაკლებ პოპულარული „მოძრაობა ზევით“, სსრკ-ის ოლიმპიური ჩემპიონი საკლათბურთო ნაკრებით და ქორქია-საკანდელიძის თბილად ნაჩვენები პერსონაჟებით. ახლა ლევ იაშინის იუბილესთვის ემზადებიან. სახელმწიფომ მილიონი დოლარი...

… რომ შვილი სჯობდეს სულშერსა
ჩანაწერი

… რომ შვილი სჯობდეს სულშერსა

2019 წლის 30 ივლისი ოლე გუნარ სულშერის ოჯახის ისტორიაში განსაკუთრებულ თარიღად შევა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ამხანაგური მატჩის გასამართად ნორვეგიულ „კრისტიანსუნდს“ ესტუმრა, რომლის აღზრდილიც გახლავთ ოლე გუნარ სულშერი. შეხვედრის მთავარი მომენტი 85-ე წუთზე დადგა, როცა ნირვეგიელთა რიგებში შეცვლაზე ოლეს 18 წლის ვაჟი ნოა სულშერი შევიდა. ოლე მინდვრის კიდესთან მივიდა, ხელი ჩამოართვა და ღიმილით შეაცილა შვილი დიდ ფეხბურთში....

ყველაზე მაღალი მაღლა წავიდა
ჩანაწერი

ყველაზე მაღალი მაღლა წავიდა

ბეისბოლის ქომაგისთვის ლოეკ ვან მილის სახელი უცხო არ უნდა იყოს. ჰოლანდიელი სპორტსმენი, გარდა თავისი საქმის უზადოდ ცოდნისა, იმითაც იყო გამორჩეული, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალ ბეისბოლისტად ითვლებოდა. მისი სიმაღლე 215 სანტიმეტრი გახლდათ… ლოეკ ვან მილი 34 წლი ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ექიმებთან ერთად, სამართალდამცავებიც კვლევის პროცესში არიან. არსებობს ვარაუდი, რომ სპორტსმენის სიკვდილის მიზეზი შესაძლოა 8 თვის წინანდელი...

განსაკუთრებული მონატრება
ჩანაწერი

განსაკუთრებული მონატრება

…მან საფეხბურთო სამყარო 2004 წელს აალაპარაკა, როდესაც „პორტუს“ ჩემპიონთა ლიგა სენსაციურად მოაგებინა. რამდენიმე წლის შემდეგ იგივე „ინტერთან“ ერთადაც გაიმეორა, რაც არანაკლები მოულოდნელობა გახლდათ, მაგრამ აღიარება სწორედ პორტუგალიურ კლუბთან ერთად მიღწეულმა წარმატებამ მოუტანა და ყველასათვის მოთხოვნად მწვრთნელად აქცა. „პორტუს“ და „ინტერის“ გარდა ის „რეალს,“ „ჩელსის“ და „მანჩესტერს“ თავკაცობდა და ყველგან თავისი კვალი დატოვა. …თუმცა ის დრო,...

მენეჯერი თუ მწვრთნელი
ჩანაწერი

მენეჯერი თუ მწვრთნელი

ზინედინ ზიდანმა თქვა, რომ გარეთ ბეილს ფიზიკური პრობლემა ჰქონდა და ამიტომ არ გაემგზავრა „რეალთან” ერთად მიუნხენში „ტოტენჰემ ჰოთსფურთან” სათამაშოდ. შეგახსენებთ, რომ ეს იყო „აუდის თასის” შეხვედრა, რომელიც „სფურზმა” 1:0 მოიგო. ბეილი, როგორც ვთქვით, მადრიდში დარჩა, რასაც წინ მისი ჩინური ტრანსფერის ჩაშლა უძღოდა და ყველამ იფიქრა, რომ უელსელი მადრიდელებს გერმანიაში პროტესტის ნიშნად არ გაჰყვა. შესაძლოა, ბეილის...

რა რიბერი, რის გვარდიოლა…
ჩანაწერი

რა რიბერი, რის გვარდიოლა…

„ფრანს ფუტბოლთან” ინტერვიუში 67 წლის გადამდგარმა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ჩვეული პირდაპირობით ილაპარაკა იმ ფეხბურთელებზე, რომლებთანაც ცხოვრებაში შეხება ჰქონია და მისი გული ვერ მოუგიათ. ვან გაალისთვის მთავარი გუნდია. მას სწამს, რომ ყველა ფეხბურთელი გუნდისთვის უნდა თამაშობდეს და ცალკეულ მოთამაშეზე ერთი კოლექტივიც კი არ უნდა იყოს აწყობილი. „მე გუნდის მწამს, ინდივიდუმის კი არა, — თქვა 1995...