Forbes-მა 2020 წელი შეაჯამა და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და მდიდარი ადამიანების სია გამოაქვეყნა. ტოპ 5-ში მესამე ადგილზე მოხვდა ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი (106,3 მილიონი დოლარი წელიწადში), მეოთხე ადგილზე გავიდა ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი კრიშტიანუ რონალდუ (105 მილიონი), ხოლო მეხუთეზე „ბარსელონას“ არგენტინელი კაპიტანი ლეო მესი (104 მილიონი). ათეულში შევიდა კიდევ ორი სპორტსმენი: პსჟ ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი (მეშვიდე ადგილი,...
ჭდე: ფედერერი
ჩოგბურთის სამი არსენა მარაბდელი
თანამედროვე ჩოგბურთის სამმა ლეგენდამ მოწინავე ასეულის წევრ კოლეგებს მიმართა. ნოვაკ ჯოკოვიჩის, რაფაელ ნადალის და როჯერ ფედერერის იდეა მარტივია: დაეხმარონ რეიტინგში დაბალ საფეხურებზე მდგომ ჩოგბურთელებს, კორონავირუსით გამოწვეული იძულებითი უმუშევრობის (შესაბამისად – უშემოსავლობის) დაძლევაში. რეიტინგში ადგილების მიხედვით, ელიტის თითოეულმა წევრმა არცთუ დიდი თანხა უნდა გაიღოს: 1-5 ადგილი – 30 000 $; 6-10 ადგილი – 20 000$; 10-20...
გაასამებს ბასილაშვილი?
ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ შედარებით დაბალი კატეგორიის ტურნირების დრო დადგა, რომელშიც, რა თქმა უნდა, ტოპ ჩოგბურთელები არ მონაწილეობდნენ, თუმცა აქა-იქ საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეებმა მაინც გაიელვეს. ნიკოლოზ ბასილაშვილი კი წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის შემდეგ, სადაც თავი დიდი ვერაფრით გამოიჩინა – პროგრამა მინიმუმიც ვერ შეასრულა, მეორე წრეში ფერნანდო ვერდასკოსთან წააგო და მელბურნში შარშან გამომუშავებული ქულებიც...
ძველების ფსონი ახლებზე
დროა, ახალგაზრდა თაობა დიდ სამეულთან მოგებებს არა მხოლოდ სამ სეტიან, 5 პარტიისგან შემდგარ მატჩებშიც დაეჩვიოს. აგერ, თითქმის ორი ათეული წელიწადია ვინც არის სამეფო სპორტში ამინდის შემქმნელი და მონსტრების დიდებული სამეული, შეხსენება, უადგილოდ გვეჩვენება. ცხადია, ფედერერი, ნადალი და ჯოკოვიჩიც ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან და მეიჯორებზეც არაერთხელ დამარცხებულან, ხშირად ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ან მსოფლიოს სხვა მოწინავე ჩოგბურთელებთან პაექრობისას,...
მაგრები და ახლები
სულ მალე საჩოგბურთო სამყარო ლონდონში გაერთიანდება. სეზონის დამაგვირგვინებელი, ერთი-ერთი ყველაზე პრეტიჟული და სერიოზული ტურნირი კარს მოგვადგა. 10 ნოემბრიდან ინგლისის დედაქალაქში ვაჟთა შორის შემაჯამებელი შეჯიბრი იღებს სტარტს, სადაც სეზონის მანძილზე ნაჩვენები შედეგების და დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლენილი 8 საუკეთესო მეჩოგნე მაქსიმუმს გაიღებს იმისთვის, რომ სეზონი წარმატებით დაასრულოს. შარშან ყველას ალექსანდრე ზვერევმა აჯობა. რა თქმა უნდა, რუსი...
ფედერერის ჩრდილი
ბაზელსა და ვენაში 500-იანი კატეგორიის პრესტიჟული ტურნირები ფინიშის სწორზეა, სადაც მასპინძელ-ფავორიტები, შესაბამისად როჯერ ფედერერი და დომინიკ ტიმი ჯერჯერობით გულშემატკივარს იმედებს არ უცრუებენ, ორშაბათიდან კი 2019 წლის საჩოგბურთო სეზონის ბოლო მასტერსის გათამაშება დაიწყება. პარიზში ყველა უძლიერესი მეჩოგნე მოიყრის თავს. ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი და სხვა ტოპ მოთამაშეები საფრანგეთის დედაქალაქში გამარჯვებისთვის ყველაფერს იღონებენ. ისე, შარშანდელ...
რაფა – კორტის გლადიატორი
ამერიკის ღია საჩოგბურთო პირველობა ისეთმა ფინალმა დააგვირგვინა, ნებისმიერ გურმანს რომ დააკმაყოფილებდა. რაფაელ ნადალს მეტოქედ 22 წლის რუსი დანილ მედვედევი ერგო. ბოლო ხანს ბევრი მკითხაობა მიდის, ახალგაზრდებიდან ვინ დაარღვევს დიადთა ჰეგემონიას: ზვერევი? ოჟე-ალიასიმი? ციციპასი? როგორც ჩანს, ყველაზე ახლოს ამ მიზანთან მედვედევია – ცინცინატის მასტერსის ტრიუმფატორი და ბოლო 23 შეხვედრიდან 20-ის მომგები. ფინალის პირველი ორი სეტი ნადალის...
არც ნოვაკი, არც როჯერი
აშშ-ის ღია პირველობის ბადე ისე იყო შედგენილი, ერთ ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი უნდა შეხვედროდნენ, ამათ შორის უმჯობესი კი ფინალში რაფა ნადალს შეეტოქებოდა. არ გამოვიდა. ნოვაკი მეოთხე წრეში ვავრინკასთან მატჩიდან ტრავმის გამო მოიხსნა. მერე ვავრინკამ ვეღარ ივარგა და ნახევარფინალში კიდევ ერთი ტრავმირებული დანილა მედვედევი გაატარა. მეორე ნახევარფინალისტის ბედიც ტრავმამ გადაწყვიტა – როჯერ ფედერერს ხერხემალი...
ჩოგბურთის ბეთჰოვენი
კორტზე ყოფნისას მას არ აწუხებს გულშემატკივართა ნეგატიური შეძახილები, ის არ ჰყვება პროვოკაციებს, როგორც ეს სხვებს ემართებათ ხოლმე. ის მშვიდად აგრძელებს თამაშს მაშინაც კი თუ მსაჯმა რამდენჯერმე დაიყვირა ბურთი აუტშიაო. მისი მწვრთნელი, ხოსე ლუი ლოპესი ყოველი მატჩის წინ არბიტრებს აფრთხილებს და შეგირდის შესახებ ვითარებას აცნობს, რათა მათ სახეზე გაკვირვება არ აღებეჭდოთ, თუმცა ATP ტურში მომუშავე მსაჯთაგან...
ბასილაშვილი და ნაცნობი რუსი
ამერიკის ღია პირველობამდე ჩოგბურთელებს ბოლო რეპეტიცია ცინცინატში ექნებათ, სადაც 11-18 აგვისტოს მორიგი მასტერსი გაიმართება. ეს ტურნირი შტატებში ზაფხულის სპორტის სახეობებს შორის უძველესია, ხოლო უშუალოდ ჩოგბურთში სწორედ US Open-ის შემდეგ ხანდაზმულობით მეორე. 1899 წელს დაარსდა. ცინცინატის მასტერსის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, ხოლო აქ ყველაზე მეტჯერ როჯერ ფედერერს უჩემპიონია. შვეიცარიელი მაესტროს ანგარიშზე 7 ციცნინატური ჯილდოა. ბარემ ისიც ვთქვათ,...








