ჭდე: სესარ ასპილიკუეტა

Home სესარ ასპილიკუეტა
ასპილიკუეტამ ხელები შალა
ჩანაწერი

ასპილიკუეტამ ხელები შალა

„ჩელსიმ” „არსენალთან” შინ 2:4 წააგო. დასავლეთ ლონდონელთა გაწბილებული კაპიტანი სესარ ასპილიკუეტა თამაშის შემდეგ, გულშემატკივარს დაუპირისპირდა. მიზეზი რასაკვირველია ტრიბუნიდან ყურმოკრული ფრაზა იყო. ინგლისური პრესა წერს, რომ ფანი, სავარაუდოდ, ფეხბურთელების თავდადებით იყო უკმაყოფილო. ესპანელმა ჯერ განრისხებული სახით მოედნიდან უპასუხა ქომაგს, შემდეგ კი ახლოსაც მივიდა და ისე გაურჩია საქმე. გულშემატკივარმა, რომელიც თავიდან ყინჩი ვინმე ჩანდა, უკან დაიხია და...

ასპილიკუეტა ბარსელონაში
ჩანაწერი

ასპილიკუეტა ბარსელონაში

„ბარსელონამ“ და „ჩელსიმ“ დაასრულეს მოლაპარაკება არისტოკრატთა მცველის, სესარ ასპილიკუეტას ტრანსფერის შესახებ. 32 წლის ესპანელი კატალონიურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. ასპილიკუეტა „ჩელსიში“ 2012 წლიდან თამაშობდა და ჯამში 309 მატჩში 9 ბურთი გაიტანა. „ლურჯებთან“ ერთად მან ორჯერ მოიგო პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ევროპა ლიგა და უეფას სუპერთასი. მიმდინარე სზონში „ჩელსის“ მაისურით 20 მატჩი ჩაატარა, შედეგიანობით არ...

ჩელსის გადაწყვეტილება
ჩანაწერი

ჩელსის გადაწყვეტილება

„ჩელსის” ფეხბურთელებმა ფარული კენჭისყრა ჩაატარეს და გადაწყვიტეს, რომ შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში 10 მილიონ გირვანქას მოიკლებენ. ეს ყოფილა თითოეული მათგანის მიერ თვეში გასამრჯელოს 10 პროცენტზე უარის თქმა, რასაც მაისიდან დაიწყებენ. დასავლეთლონდონელებს იმედი აქვთ, რომ სექტემბერში ინგლისის სტადიონებზე ბურთი თავიდან გაგორდება და ახალი სეზონი დაიწყება, მანამდე კი ქამრებს მოიჭერენ. ზემოხსენებული გადაწყვეტილება გუნდის სახელით კაპიტანმა სესარ ასპილიკუეტამ...

VA Rას გადაეკიდა ამ ჩელსის!
ჩანაწერი

VA Rას გადაეკიდა ამ ჩელსის!

„ჩელსიმ” „ტოტენჰემ ჰოთსპურს” აჯობა — 2:1 მოუგო. ფრენკ ლემპარდის გუნდმა ჟოზე მოურინიუსას დამსახურებულად სძლია, თუმცა „ლურჯების” ფანებს ალბათ მაინც დარჩათ პირში ცუდი გემო. მიზეზი: „დეზების” არგენტინელმა ნახევარმცველმა ჯიოვანი ლო სელსომ მასპინძელთა ესპანელ კაპიტან სესარ ასპილიკუეტას ფეხზე დააბიჯა. უფრო სწორად, იმას, რაც ლო სელსომ გააკეთა დაბიჯება არ ჰქვია. ინგლისური მას-მედიის ერთობლივი აზრით ეს იყო ფეხის მოტეხვის...

მოვლენებით და მაიმუნობით გადატვირთული მატჩი
ჩანაწერი

მოვლენებით და მაიმუნობით გადატვირთული მატჩი

ლონდონური დერბი მოვლენებით გამოდგა დატვირთული — „ჩელსიმ” 2:0 მოუგო „ტოტენჰემს”, რომელსაც მეორე ტაიმში სონი გაუგდეს; ანტონიო რუდიგერს ტრიბუნიდან რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ხულიგნებს რუდიგერმა თვითონ გამოაჯავრა მაიმუნის მოძრაობებით. ტრიბუნიდან ნასროლი ნივთები ცვიოდა „ჩელსის” მეკარე კეპა არისაბალაგას ახლომახლოს და, რასაკვირველია, საყურადღებო იყო ის, რომ ყოფილი შეგირდის, ფრენკ ლემპარდის გუნდმა ოსტატ ჟოზე მოურინიუს გუნდი დაამარცხა. „ტოტენჰემ ჰოთსპურის” კარში ორივე...

ფრენკის ჩელსი
ჩანაწერი

ფრენკის ჩელსი

ახალი სეზონის წინ, ლონდონის „ჩელსი“ ერთობ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და ეს უპირველესად კადრებს შეეხება. გუნდიდან მადრიდის „რეალში“ წავიდა საუკეთესო ფეხბურთელი ედენ აზარი. „იუვენტუსში“ გადავიდა მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი. ახლა, იტალიელი სპეციალისტის ადგილზე მისულ ფრენკ ლამპარდს, დასახული მიზნების მისაღწევად დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს. მისი მუაობის დაკვირვებაც საინტერესოა. გუნდში ხომ კიდევ რჩებიან ფეხბურთლები, რომელთა მხარდამხარ ლამპარდი თამაშობდა....