„ჩელსიმ” „არსენალთან” შინ 2:4 წააგო. დასავლეთ ლონდონელთა გაწბილებული კაპიტანი სესარ ასპილიკუეტა თამაშის შემდეგ, გულშემატკივარს დაუპირისპირდა.
მიზეზი რასაკვირველია ტრიბუნიდან ყურმოკრული ფრაზა იყო. ინგლისური პრესა წერს, რომ ფანი, სავარაუდოდ, ფეხბურთელების თავდადებით იყო უკმაყოფილო. ესპანელმა ჯერ განრისხებული სახით მოედნიდან უპასუხა ქომაგს, შემდეგ კი ახლოსაც მივიდა და ისე გაურჩია საქმე.
გულშემატკივარმა, რომელიც თავიდან ყინჩი ვინმე ჩანდა, უკან დაიხია და როგორც ჩანს ბოდიშიც მოიხადა. მის გვერდით მდგომი ფანები კი კაპიტანს აწყნარებდნენ, სთხოვდნენ შეძახილისთვის ყურადღება არ მიექცია.
თუ ფანმა ფეხბურთელებს მართლა მონდომება დაუწუნა, მაშინ ასპილიკუეტას გაბრაზება გასაგებია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კვირას „ლურჯები” ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში გავიდნენ. რაც შეეხება პრემიერლიგას, თომას ტუხელის გუნდი „არსენალთან” წაგების მიუხედავად ოთხეულში ალბათ მაინც მოხვდება, თუმცა როდესაც მწვრთნელს პრეს-კონფერენციაზე ამ ინციდენტის შესახებ ჰკითხეს, მან ასე უპასუხა: „არ ვიცი, მე ამ ამბავს არ შევსწრებივარ, მაგრამ გულშემატკივრისაც მესმის”.
სხვათა შორის, ასპილიკუეტამ „არსენალთან” შეხვედრაში გოლიც გაიტანა — ანგარიში სწორედ მისი დარტყმის შემდეგ გახდა 2:2. ერთი ეგ არის, ამ შეხვედრაში „ჩელსის” დაცვამ ითამაშა ცუდად.
31 თამაშის შემდეგ „ლურჯებს” 62 ქულა აქვთ და „მანჩესტერ სიტისა” და „ლივერპულის” შემდეგ მესამე ადგილზე არიან. მას მოსდევენ 57 ქულიანები, „ტოტენჰემი” და „არსენალი”, თუმცა დასავლეთ ლონდონელებს ორ ჩრდილოელ თანაქალაქელზე თამაშით ნაკლები აქვთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
