სულ ერთი თამაშია, რაც „რომაში” კლაუდიო რანიერი დაბრუნდა. იტალიელი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის მიუხედავად უფრო იცნობენ როგორც კაცს, რომელმაც „ლესტერი” პრემიერლიგის ჩემპიონი გახადა, 8 წელიწადია რაც „ჯალოროსისთან” გაყრილი იყო. „სტადიო ოლიმპიკოზე” მისი კონტრაქტი ჯერჯერობით დროებითია, სეზონის ბოლომდეა ძალაში, მაგრამ როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე იქ წერია, რომ თუ მხარეები საცდელი პერიოდით კმაყოფილები დარჩებიან, ხელშეკრულება შეიძლება გახანგრძლივდეს. „რომამდე”...
ზედიზედ მესამე ქართული
ეს იყო ლევან გორგაძის ძირითადი კოზირი და სუმოს მწვერვალებამდეც დიდწილად საჭიდაო გამოცდილების ხარჯზე ავიდა. ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო ბაშოს სტარტზე ტოჩინოშინად წოდებულმა ქართველმა ცოტა კი გვანერვიულა, მაგრამ ზედიზედ მესამე გამარჯვებით ბალანსი მკვეთრად გაიუმჯობესა. დღეს ლევანი მიტაკუემის დაეჯახა და ისევ მარცხენა ჩავლება გამოიყენა, მერე კი უვატენაგედ წოდებული ილეთით დააჩოქა მეტოქე. ხვალ ლევანი ენდოს უნდა შეერკინოს. ჯერჯერობით მათი...
წილი ნაყარია
უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ბუნებრივია, თითოეული კლუბის წარმომადგენელმა აქო და ადიდა მომავალი მეტოქე – ყველაზე ცუდ ბედქვეშ აღმოვჩნდითო. წლიდან წლამდე და კენჭისყრიდან კენჭისყრამდე ეს ფრაზები ტრაფარეტულია და მხოლოდ კლუბების სახელები იცვლება. ოდნავ ღიმილისმომგვრელი სხვა რამ გახლდათ: წუწუნებდნენ ისინიც, ვინაც მერვედფინალური ეტაპი ბეწვის ხიდით გადაიარა და საპასუხო შეხვედრების წინ მეოთხედფინალური პერსპექტივის თავადაც...
ქართველების 14 გოლი
მაკედონიის ხელბურთელთა სუპერლიგაში გამოდის გუნდი „სტრუგა”, რომელშიც საქართველოს ნაკრების ერთბაშად სამი წევრი თამაშობს: გიორგი დიხამინჯია, ლექსო წითელიშვილი და რევაზ ჭანტურია. ბოლო ტურში „სტრუგამ” დაძაბულ ბრძოლაში 24:23 დაამარცხა „ტინექს პროლეტი”. ამ შეხვედრამ კი ჩვენი ყურადღება იმიტომ მიიპყრო, რომ გამარჯვებულთა 24 გოლიდან 14 ჩვენმა ბიჭებმა გაიტანეს — დიხამინჯიამ 6, ხოლო წითელიშვილმა და ჭანტურიამ ოთხ-ოთხი. ერთი ტურიც და...
ვაჰ, ეს უჯიგრო იოზილი!
ევროლიგაზე „არსენალს” „რენთან” 1:3 ჰქონდა წაგებული, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში 3:0 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. ამ შეხვედრაში საინტერესო რამ მოხდა „მეთოფეთა” მეორე გოლის დროს, როდესაც ეინსლი მეიტლანდ-ნაილსმა პიერ-ემერიკ ობამეიანგის ჩაწოდებული ბურთი ფრანგული გუნდის კარში შეაგდო. გაგიკვირდებათ და ეპიზოდის მთავარი გმირი გახდა ცნობილი მესუთ იოზილი. ასე მოხდა: ობამეიანგი მარცხენა ფრთიდან შევიდა „რენის” საჯარიმოში და ბურთი კარის გადასწვრივ...
პეგასი და თელავი გეგმას მიყვებიან
ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატმა ზესტაფონიდან თბილისის სპორტის სასახლეში გადმოინაცვლა. აქ აღმოსავლეთის ოთხი გუნდი „პეგასი”, თელავის „იმედი-სტუ”, „გორი” და „სპორტუნი” ეჯიბრებიან ერთმანეთს. პირველ ტურში სენსაცია არ მომხდარა. „პეგასმა” 40:33 დაამარცხა „სპორტუნი”, ხოლო თელაველებმა გორელებს 48:34 მოუგეს. თბილისური ტურის მთავარი მატჩი ბოლო დღეს, შაბათს გაიმართება: 16 საათზე „პეგასი” „იმედი-სტუ”-ს შეხვდება. იმავე დღეს 18 საათზე „გორი” დაუპირისპირდება „სპორტუნის”. შეგახსენებთ, რომ...
ორფანჯრიანი ისტორია
რამდენიმე დღეში „მანჩესტერ სიტის” დასჯიან — ორი სატრანსფერო ფანჯრის გამოტოვება მოუწევს. ეს ცნობა ინგლისურმა პრესამ გაავრცელა. ფიფამ გამოიძია და დარწმუნდა, რომ „ქალაქელთა” კლუბი, ისევე როგორც სხვა ადრე მხილებული კლუბები, წესებს არღვევდა და არასრულწლოვანების გადაბირებას ეწეოდა. სავარაუდოდ, „სიტი” ისევე დაისჯება, როგორც თებერვალში დაისაჯა „ჩელსი”. ფიფას მავანმა თანამშრომელმა „სანს” უთხრა: „ჩვენ „მანჩესტერ სიტის” საქმიანობას დიდი ხანია ვიძიებთ. ახლა...
იურგენ კლოპი: მაშინ მეც გილოცავთ. იმედია ბევრჯერ გაგახარებთ. წარმატება ქართველებს…
როცა მატჩის დაწყებამდე ერთი საათი რჩება,ალიანს-არენა ტარდიციულ წითელ ფერშია განათებული-ასე ხდება როდესაც “ბაიერნი” თამაშობს (სანაკრებო მატჩებისას თეთრია). წითელია “ლივერპულიც”, ეს ორი დიდი წითელი გუნდის ომია – ომი, რომელმაც მეოთხედფინალისტი უნდა გამოავლინოს… მოულოდნელად პრობლემები შეიქმნა აკრედიტაციების მისაღებად. 350 ათასზე მეტი მოთხოვნა იყო ბილეთებზე, ბუნებრივია აკრედიტაციებზეც ბევრი განაცხადი შევიდა, ინგლისში ალბათ გამოცემა არ დარჩენილა, თავისი წარმომადგენელი რომ...
ტოჩის მომგებიანი ცაცია
ისევ საყვარელი მარცხენა ჩავლება და ისევ უშანსოდ დაჩაგრული მეტოქე. ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა და ხუთი სატურნირო დღის შემდეგ ბალანსი 3:2 გაუხდა. არადა, ლევან გორგაძის მეტოქე კაისეი გახლდათ – აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა, რომელიც ორ ცენტნერზე მეტს იწონის. ხვალ ლევანს არანაკლებ რთული გამომცდელი ელის კომუსუბი მიტაკუემის სახით. მასაც ქართველის დარი 3:2 ბალანსი აქვს და იოლად არაფერს დათმობს....
რა ფული დაკარგა მადრიდმა
„მარკა” წერს, რომ მადრიდული გუნდების, „ატლეტიკოსა” და „რეალის” ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევი გავარდნა სპორტულის გარდა ფინანსური თვალსაზრისითაც ძალიან ცუდი გამოდგა. ესპანეთის დედაქალაქის ორმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მერვედფინალში დატოვა, რითაც თითოეულმა დაახლოებით 45 მილიონ ევრომდე იზარალა. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა „რეალმა” მოიგო და სალარო 85.5 მილიონი ევროთი შეივსო. კიდევ ერთი წლით ადრე „ლოს ბლანკოსის” ანგარიშს 86 მილიონი ევრო...








