თვე: მარტი 2019

Home 2019 მარტი
მედლები უმარილოდ…
ჩანაწერი

მედლები უმარილოდ…

ძიუდო ქართველი ქომაგისთვის ცოტა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტის სახეობა. იქნებ იმიტომ, რომ ქართულ ჭიდაობასთან ყველაზე ახლოსაა და გვეჩვენებურება?! თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს – გვიყვარს და მორჩა. თბილისის გრან-პრიც არ არის რიგითი ღონისძიება ჩვენთვის. ზოგს მეტად გვესმის, ზოგს ნაკლებად, მაგრამ ყველა ჩვენს აზარტს და ეშხს ვეძებთ და კიდევ – ქართველების ბევრ მოგებას. აჰა, გასრულდა მორიგი...

სანაკრებო პაუზამ საბურთალო დააპაუზა
ჩანაწერი

სანაკრებო პაუზამ საბურთალო დააპაუზა

პირველი ჰეთ თრიქი კვირა საღამოს ტურის მთავარი მატჩი გაიმართა. „დინამომ“ ლიდერ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. მოხდენიათ დინამოელებს სანაკრებო პაუზა, აი, საბურთალოელებს კი აღებული ტემპი გაუცუდდათ, მათ ხომ აქამდე ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდათ მიმდინარე ჩემპიონატში. შეხვედრა კი ერთობ საინტერესო გამოდგა. სტუმარი საბურთალოელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ დინამოელებმა მაინც გამონახეს ძალები და მოიგეს. სამი გოლი გაიტანა ზაფხულში „ტორპედოდან“...

დედა, შენ აღარასოდეს იმუშავებ!
ჩანაწერი

დედა, შენ აღარასოდეს იმუშავებ!

ტაიფუნივით შეიჭრა მოიზეს კინი იტალიურ ფეხბურთში. 2000 წლის 28 თებერვალს კოტ დივუარული ფესვების მქონე ოჯახში დაბადებული მოიზესი 7 წლიდან „ტორინოს“ აკადემიაში ბურთაობდა, მაგრამ უკვე 10 წლისა „იუვეს“ სკაუტებმა შენიშნეს და ხელიდან აღარ გაუშვიათ. ჯოვანისსიმო და ალიევე – ასე ჰქვია ორ იუნიორულ დონეს იტალიაში, სადაც მოიზესმა 30 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა. მეტი რაღა კომპლიმენტი ვთქვათ, როცა...

სიკვდილის შემდეგ იმშობიარა
ჩანაწერი

სიკვდილის შემდეგ იმშობიარა

პორტუგალიელი ნიჩბოსანი კატარინა სეკვეირა ასთმის შეტევით ჰოსპიტალში 26 დეკემბერს შეიყვანეს. რამდენიმესაათიანი უნაყოფო მცდელობის შემდეგ ექიმებმა ტვინის, ანუ ბიოლოგიური სიკვდილი დააფიქსირეს. იმ მომენტისთვის კატარინა 19 კვირის ფეხმძიმედ იყო და ტვინის სიკვდილის მიუხედავად, ორგანიზმი შესაბამის აპარატთან მიერთებული დატოვეს, სანამ ბავშვი არ დაიბადებოდა. ამ მდგომარეობაში პაციენტს და მის ნაყოფს სამი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ახალდაბადებულს სალვადორი დაარქვეს და, ექიმების...

მესი კასილასზე მეტია
ჩანაწერი

მესი კასილასზე მეტია

მას მერე, რაც ლეო მესი პირველად გამოჩნდა „ბარსელონას” შემადგენლობაში, ყველაფერი შეიცვალა, — წერს მადრიდული გაზეთი „მარკა”, — მისი გავლენა კლუბში, მოედანსა თუ გასახდელში უზარმაზარია. მესიმ „ბარსელონაში” მენტალიტეტი შეცვალა და თავისი გუნდი „რეალზე” მაღლა დააყენა. არგენტინელმა „ბარსას” შემადგენლობაში პირველად 2004 წელს ითამაშა და შაბათს, „ესპანიოლთან” შეხვედრაში ესპანეთის რეკორდი დაამყარა — ლა ლიგაში 334-ე გამარჯვება იზეიმა. აქამდე...

დიდი ემოცია ლონდონში — გაზა დაბრუნდა!
ჩანაწერი

დიდი ემოცია ლონდონში — გაზა დაბრუნდა!

პოლ გასკოინს მთელი სტადიონი ფეხზე წამოუდგა და ოვაცია მოუწყო — მან 28 წლის შემდეგ პირველად ჩაიცვა „ტოტენჰემ ჰოთსპურის” მაისურა და მოედანზე გავიდა. „იტალია 90″-ისა და „ევრო 96″-ის ინგლისელ გმირს ძველი გაზასი მხოლოდ ერთი რამ ჰქონდა შერჩენილი —  ხალხის სიყვარული; და ეს გულშემატკივარმა „სფურზის” ახალ, 850 მილიონ გირვანქად აშენებულ სტადიონზე გამოხატა. „ტოტენჰემისა” და „ინტერის” ვეტერანების შეხვედრაში...

მწირი მონაგარი
ჩანაწერი

მწირი მონაგარი

ვერ აღმოჩნდა თბილისური გრან-პრის მეორე დღე ჩვენი ძიუდოისტებისთვის თუნდაც ისეთივე წარმატებული, როგორც პირველი. მასპინძლის უფლებიდან გამომდინარე, თითოეულ წონაში 4 ფალავანის გაყვანის უფლება გვაქვს და სხვაგან სად უნდა დაამტკიცონ საკუთარი ოსტატობა ჩვენმა ბიჭებმა, თუ არა მშობლიურ კედლებში და გამაყრუებელი ქომაგობის აკომპანიმენტით. ვერ გამოვიდა. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი გვაქვს. ვალერი იაშვილმა ჯერ ბელორუსი მინკოვი გაიარა...

დიხამინჯია საუკეთესოა
ჩანაწერი

დიხამინჯია საუკეთესოა

მაკედონიაში ხელბურთის მწვრთნელებმა, ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშეების გამოკითხვა ჩაატარეს და მარჯვენა ინსაიდის პოზიციაზე უკეთესთა შორის უკეთესად საქართველოს ნაკრების 22 წლის მოთამაშე გიორგი დიხამინჯია დაასახელეს. დიხამინჯია „სტრუგაში” თამაშობს. ნომინანტთა შორის იყო „სტრუგას” კიდევ ორი ქართველი ლეგიონერი ლექსო წითელიშვილი და რევაზ ჭანტურია. გამოკითხვას მაკედონიური სახელბურთო ვებ-გვერდი 24rakomet ედგა სათავეში. ლექსო წითელიშვილმა მარცხენა ინსაიდის პოზიციაზე მეხუთე ადგილი დაიკავა,...

ოლე ხალხს აბამს
ჩანაწერი

ოლე ხალხს აბამს

ოლე გუნარ სულშერი ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” მომავლისთვის მარკუს რეშფორდისა და პოლ პოგბას შენარჩუნება საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  სულშერი მანჩესტერელთა დროებითი მწვრთნელი აღარ არის, „ნაღდ” მწვრთნელად დანიშნეს და გუნდის ძველ მწვერვალებზე დაბრუნება აქვს მიზნად დასახული. რეშფორდი „იუნაიტედთან” ახალ კონტრაქტს ამზადებს და ხელმოწერასთან ახლოსაა, თუმცა როგორც ის, ასევე პოგბა „რეალის” ინტერესის საგანს წარმოადგენენ. სულშერმა თქვა: „ამ ორ ფეხბურთელს...

ბერლუსკონი და გალიანი დაბრუნდნენ
ჩანაწერი

ბერლუსკონი და გალიანი დაბრუნდნენ

არამარტო მილანელების, ზოგადად ფეხბურთის ქომაგების დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ მაშინ ერთი ძალიან ლამაზი და სერიოზული, ამბიციური და ექსტრავაგანტური ეპოქა დასრულდა: 2017 წელს სილვიო ბერლუსკონიმ „მილანი“ ჩინურ კონსორციუმს 740 მილიონ ევროდ მიჰყიდა და კლუბი აღმასრულებელ დირექტორ ადრიანო გალიანისთან ერთად დატოვა. არადა, მათი მილანური ეპოპეა სამ ათეულ წელს ითვლიდა. პენსიაში გასვლის შემდეგ ეს ორი პატივცემული პერსონა...