ორი წონითი კატეგორია და რვა შესაძლებლიდან ოთხი მედალი. თბილისის “გრან პრის” უფრო “ქართული” დღეებიც ახსოვს, მაგრამ ესეც საკმაოდ ღირსეული შედეგია. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში უმაღლეს საფეხურზე ლუხუმ ჩხვიმიანი ავიდა. ლუხუმი ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულიცაა, სულ კი ეს მისი მესამე ოქროა შინაურ “გრან პრიზე”. კვარცხლბეკზე იდგა ჯაბა პაპინაშვილიც, ვინც ბრინჯაოსთვის ბრძოლაში არტიომ ლისიუკს სძლია. ოქროს მედლის შანსი...
როგორ ნადირობს ფრანგი ფრანგზე
„რეალი” „მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავის პოლ პოგბას შესაძენად დიდძალი თანხის გაღებას აპირებს. ერთი კვირის წინ თავად 26 წლის ფრანგსაც წამოცდა, „რეალი” ყველასთვის ოცნების გუნდიაო. თუმცა, წამოცდა თუ განზრახ თქვა მოდი და გაიგე. პრეს-კონფერენცია, რომელზეც პოგბამ ეს სიტყვები თქვა და ზედაც დასძინა, ადრე თუ გვიან ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით მუშაობაზე ვოცნებობო, საფრანგეთის ნაკრების მოწყობილი გახლდათ. ანუ, ამ ფრიად...
ვინ დატროლა მესიმ?
„ბარსელონას” ვარსკვლავმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ცენტრალურმა მცველმა ჟერარდ პიკემ ესპანეთის ტელევიზიაში სტუმრობისას მოულოდნელი რამ თქვა: ლეო მესის ცინიკური იუმორი აქვს, ის ნამდვილი ტროლიაო. გადაცემაში, რომელსაც ჰქვია La Resistencia (ტელეკომპანია Movistar+) წამყვან დავიდ ბრონკანოს შიგადაშიგ ფეხბურთელებიც ჰყავს სტუმრად. ამჯერად მას სტუდიაში პიკე ეწვია და ამ ერთი ფრაზით ყველა გააოცა. მესი, მოგეხსენებათ, მორიდებულ ადამიანად არის ცნობილი. აქამდე მისი ცინიზმის...
ნაკრებზე და არა მხოლოდ ნაკრებზე
ეს ყველაფერი, რაც შვეიცარიასთან მეორე ტაიმში და ირლანდიასთან ორივე ტაიმში მოხდა, გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. სამწუხაროდ, ამ სამივე ტაიმის დასაწყისი ისეთი იყო, რომ სარკეში ჩაახედა ქომაგი – ეს სხვა ლიგაა, სხვა აზროვნება, სხვა სიჩქარეები. გაჩნდა ნიშნის მოგებით საუბრები და კომენტარები: „აბა, რა გეგონათ, რატომ გქონდათ იმედი?..“ თავიდანვე შევეშვათ უკიდურესობებს. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ...
მამლის ცრემლი
როგორც იქნა, საშველი დაადგა „ტოტენჰემის“ ახალი სტადიონის გახსნას. ოფიციალურად გამოცხადდა: 1 მილიარდიან, 62 ათასადგილიან სარბიელზე პირველი მატჩი 3 აპრილს გაიმართება. პრემიერლიგის მორიგ ტურში ტოტენჰემი“ თანაქალაქელ „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს. ამ მეგაპროექტის შესახებ ჯერ კიდევ თერთმეტი წლის წინათ საუბრობდნენ. თუმცა მისი განხორციელება მხოლოდ 2017 წელს დაიწყო. მერე სამუშაო პროცესი გაიწელა, ხან უსაფრთხოების, ხანაც ტექნიკური პრობლემების გამო. საბოლოოდ,...
ოლე დროებითი აღარ არის
„მანჩესტერის“ ხელმძღვანელობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა ოლე გუნარ სულშერთან სრულფასოვანი სამწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ. მოგეხაენებათ, ნორვეგიელმა მწვრთნელის პოსტი დეკემბერში მას შემდეგ დაიკავა, რაც კლუბი ჟოზე მოურინიოს დაემშვიდობა. მას შემდეგ მანკუნიანელებმა პრემიერლიგის 13 შეხვედრიდან 10 მოიგეს, ორი კი ფრედ დაასრულეს. ამას გარდა, „მანჩესტერმა“ პსჟ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.
გვარდიოლამ შავგვრემანი გოგო ვერ შეაბა
„სანმა” პეპ გვარდიოლას წიგნის „ჩემი ხალხი, ჩემი ფეხბურთის” იშვიათი ეკზემპლარი იხელთა. ამ წიგნში „მანჩესტერ სიტის” კატალონიელი მწვრთნელი თავის წარსულს აღწერს, ამბობს, რომ თუ რამ იცის ბობი რობსონისა და ლუი ვან გაალის დამსახურებაა, თუმცა, რასაკვირველია, მისი პირველი მენტორი დიდი იოჰან კრუიფი გახლდათ. კრუიფისა და გვარდიოლას თანამშრომლობა 1989 წელს დაიწყო, როდესაც ჯერაც დამწყებმა ფეხბურთელმა ამხანაგურ შეხვედრაში პირველად...
არ დაანგრიოთ სან სირო!
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მილანმა“ და „ინტერმა“ ახალი ერთობლივი სტადიონის აშენება გადაწყვიტეს. ამ იდეას მათი ძველი სარბიელი „სან სირო“ უნდა შეეწიროს, რაც მილანელების პროტესტს იწვევს. სილვიო ბერლუსკონის პარტია „ფორცა იტალიას“ წარმომადგენელი პიეტრო ტატარელა სტადიონის დასაცავად 15 ათასი ხელმოწერის შეგროვებას აპირებს: „ეს მხოლოდ სტადიონი არ არის. „სან სირო“ ქალაქის ერთ-ერთი ცნობადი სიმბოლოა და მისი...
ბაიერნი აბობოქრდა
ორი წლის წინ „ბაიერნის“ შეფი ული ჰიონესი სასტიკად აკრიტიკებდა თანამედროვე სატრანსფერო პოლიტიკას – ფეარ ფლეის არ მწამს და ყველამ ისწავლა თამაშის წესებისთვის გვერდის ავლაო. როგორც ჩანს, ჰიონესსაც მობეზრდა ქარის წისქვილებთან ბრძოლა და გერმანულმა გრანდმა ზამთარშივე დააანონსა, მომავალ სატრანფერო კამპანიას 200 მილიონი ევროთი ვხვდებითო… და აჰა, პირველი ტრანსფერიც გაცხადდა: „ბაიერნმა“ 80 მილიონ ევროდ მადრიდის „ატლეტიკოდან“ 23...
ოქრო ხარ, ოქრო!
იყო დრო, ლეო მესი ამბობდა, მე მხოლოდ ფეხბურთის თამაშით ვერთობი, ჩემს შემოსავალს კი აგენტი და მენეჯერი ითვლიანო. გამოხდა ხანი, ლეო დაღვინდა და აღმოაჩინა, რომ ვარსკვლავურ სტატუსს შესაბამისი მანერები სჭირდება. ამას წინათ ლეომ ერთი ჩვეულებრივი iPhone XSMax შეიძინა სულ რაღაც 1300 დოლარად და ყიდვისთანავე 24-კარატიანი ოქროთი მისი კორპუსის დაფარვა დაუკვეთა. ამან ტელეფონის ღირებულება 7 000 ევროთი...








