თვე: მარტი 2019

Home 2019 მარტი
მშრალი სტატისტიკა
ჩანაწერი

მშრალი სტატისტიკა

ეს ის შემთხვევაა, როცა შეგიძლია მატჩის მიმოხილვა შესვენებისას დაწერო და საფინალო სასტვენის შემდეგ მხოლოდ ანგარიში მიაწერო… თითქოს არაფერი აკლია ბელგიას: მოვლილ-დავარცხნილი ქვეყანაცაა, ტრიბუნებზე ქომაგიც იყო, მეზობლად მთლად რაგბის ჯადოქარი ფრანგები ჰყავთ, მაგრამ არაა რაგბი ბელგიელთა თამაში და რა გინდა რომ ჰქნა?! საქართველოს ნაკრებმა რვა ლელო დადო და წესით, უნდა აღვფრთოვანდეთ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მილტონ ჰეიგის...

შავი ზღვის ბიჭები წინ არიან
ჩანაწერი

შავი ზღვის ბიჭები წინ არიან

საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატში დასრულდა რეგულარული სეზონის მეორე წრე. ამჯერად თბილისის სპორტის სასახლეში ერთმანეთს რვავე გუნდი შეეჯიბრა — როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოდან. ჩემპიონმა ბათუმის BSB-მ, რაც აბრევიატურაა და ქართულად შავი ზღვის ბიჭებს ნიშნავს, თბილისური ერთიანი ტურის ოთხივე შეხვედრა მოიგო. ანგარიშით თუ ვიმსჯელებთ, ბათუმელებს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა თბილისის „პეგასმა” გაუწია: 32:29. 14 ტურის შემდეგ „პეგასი” და...

სიტის ფერისცვალება
ჩანაწერი

სიტის ფერისცვალება

სხვაზე ნაკლებნი რითი ვართო და „სიტიმ“ აქამომდელ ტექნიკურ სპონსორ Nike-სთან, ვისგანაც წლიურ 20 მილიონ გირვანქას იღებდა, კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა. მიმდინარე კონტრაქტი 2013 წლიდან მოქმედებს და ყავლი 1 ივლისს გასდის. „სიტის“ ახალი ტექნიკური სპონსორი Puma იქნება და 10 წლის განმავლობაში კლუბს 650 მილიონ გირვანქას, ანუ დაახლოებით 750 მილიონ ევროს გადაუხდის. აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ Puma არა...

ძველი კაცი
ჩანაწერი

ძველი კაცი

შაბათს, „ვესტ ჰემი“ – „ნიუკასლის“ მატჩის დაწყების წინ, ლონდონის ოლიმპიური სტადიონის აღმოსავლეთ ნაწილში, „ჩაქუჩების“ ლეგენდის, ბილი ბონდსის სტენდი გაიხსნება. ის კლუბის მესამე ფეხბურთელია, ბობი მურისა და სერ ტრევორ ბრუკინგის შემდეგ, ვისაც ასეთი პატივი ერგო. „ბონზო“ (ასეთი მეტსახელი აქვს) „ვესტ ჰემში“ 21 წელიწადს ირჯებოდა, კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი – 799 მატჩი ჩაატარა და კარიერა 41 წლისამ...

ნანეტის ნაცვლად დოპინგი
ჩანაწერი

ნანეტის ნაცვლად დოპინგი

ახალი რა გითხრათ? მთელი სპორტული სამყარო დოპინგის წინააღმდეგ დაირაზმა და 8 წლის წინ გაცემული ოლიმპიური მედლების ჩამორთმევაზე მიდგა საქმე, მაგრამ პრობლემას არ ეშველა. ავსტრიულ ზეეფილდში მიმდინარე სათხილამურო სპორტის მსოფლიო ჩემპიონატზე იცით, სად იჭყიპებოდნენ სპორტსმენები დოპინგით? იმ სასტუმროს ეზოში მდებარე საპარიკმახეროში, რომელშიც მოწინავე სათხილამურო ქვეყნების ნაკრებები იყვნენ დაბანაკებულნი. ხომ გაგიგიათ, თუ გინდათ ვერასოდეს იპოვონ, ცხვირწინ დაუმალეო....

შუსტერმა კროოსი დიზელის ტრაქტორს შეადარა
ჩანაწერი

შუსტერმა კროოსი დიზელის ტრაქტორს შეადარა

ბერნდ შუსტერი, მადრიდის „რეალის“ ოდინდელი ვარსკვლავი, კარგა ხანია საფეხბურთო საქმეებს ჩამოშორებულია. თუმცა, კლუბთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია და ხანდახან დირექტორებსა და მწვრთნელებს სასარგებლო რჩევებს ან მოთამაშეებს სთავაზობს ხოლმე. ამჯერად, ის „სამეფო კლუბის“  სამეფო თასზე „ბარსელონასთან“ შერცხვენას აღუშფოთებია და El Transistor-ისთვის მწარ-მწარე სიტყვები უთქვამს. „ამ ნახევარდაცვამ „ჟირონასაც“ ვერაფერი დააკლო და რაზე უნდა ვილაპარაკოთ. კროოსი საერთოდ, დიზელის ტრაქტორს...

პოჩეტინიო: როგორც იქნა რაღაც მოვიგე
ჩანაწერი

პოჩეტინიო: როგორც იქნა რაღაც მოვიგე

„ტოტენჰემ ჰოთსპურის” არგენტინელი თავკაცი, მაურისიო პიჩეტინიო ბოლოს და ბოლოს წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. საინტერესოა, რომ პეჩეტინიომ ჯილდო მოიგო ისე, რომ მის გუნდს არც ჩემპიონთა ლიგაში გაუმარჯვია, არც პრემიერლიგის ჩემპიონი გამხდარა და არც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი აღუმართავს. ლონდონში, „ბეთერსი ევოლუშენში” გამართულ მეხუთე ყოველწლიურ ცერემონიალზე პოჩეტინიოს პრიზი მისმა თანამემამულემ, 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა და „ტოტენჰემ ჰოთსპურის”...