თვე: მარტი 2019

Home 2019 მარტი
ყვითელი ბარათი მიიღო, ეს მეტოქე მაინც გავლილიაო
ჩანაწერი

ყვითელი ბარათი მიიღო, ეს მეტოქე მაინც გავლილიაო

გახსოვთ, რა ქნა „რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა ამსტერდამში? განზრახ მიიღო ყვითელი ბარათი, აქაოდა „აიაქსთან” საქმე უკვე გაკეთებული გვაქვს („რეალს” 2:1 ჰქონდა მოგებული) და ჯობს საპასუხო თამაში გამოვტოვო, ვიდრე დამოკლეს მახვილივით დაკიდებული ყვითელი ბარათი, იქით, უფრო ძლიერ გუნდებთან გადამყვესო. უეფამ „რეალის” გამარჯვებაში დარწმუნებულ რამოსს ყვითელი ბარათის განზრახ მიღებისთვის (ეს პრეს-კონფერენციაზე თავისი პირით აღიარა) ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა,...

ქინქის ფეხბურთივით მათრობელა
ჩანაწერი

ქინქის ფეხბურთივით მათრობელა

ამბობენ, ნიჭიერი კაცი ყველაფერში ნიჭიერიაო. ჰოდა, ნიჭი ისეთი უნდა, გიო ქინქლაძეს რომ მოჰმადლა ბუნებამ. თითქოს გაელვებასავით იყო ის რამდენიმე სეზონი, „პატარა გენიოსმა“ მანჩესტერის „მეინ როუდზე“ რომ გაატარა, მაგრამ კვალი კი სამუდამოდ დატოვა. „სიტის“ ქომაგების 90-იანელთა თაობას დღემდე ახსოვს ქინქლაძის დადგმული მონოსპექტაკლები, დღემდე ასახელებენ რაგინდარა სიმბოლურ ნაკრებში და არც ის სიმღერები დავიწყებიათ, ტრიბუნიდან ხმაშეწყობილად რომ უმღეროდნენ....

სულშერი სახლში ვერ შედის
ჩანაწერი

სულშერი სახლში ვერ შედის

ოლე გუნარ სულშერმა „ლივერპულელი” ვირჯილ ვან დიიკისგან საშინაო მარცხი იწვნია — შინ ვერ შედის. ნორვეგიელი მანჩესტერის სასტუმრო Lowry Hotel-დან გამოვიდა და საცხოვრებლის ძიებაშია. რატომ? მან და ედ ვუდვორდმა ხელი ხელს დაკრეს ანუ „მანჩესტერ იუნაიტედის” დროებითი მწვრთნელი ზაფხულზე ნამდვილ კონტრაქტს მოაწერს ხელს და „ოლდ ტრეფორდზე” დარჩება. ეს იმას ნიშნავს, რომ სადმე უნდა იცხოვროს… ახლავე აგიხსნით რა ხდება....

ლუკაკუ და პოგბა წაიჩხუბნენ
ჩანაწერი

ლუკაკუ და პოგბა წაიჩხუბნენ

რომელუ ლუკაკუ თანაგუნდელ პოლ პოგბას წაჩხუბებია. კონფლიქტის მიზეზი: შაბათს „საუთჰემპტონთან” შეხვედრაში პოგბამ ლუკაკუს პენალტი არ დაარტყმევინა, თავად მიიჭრა თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან და… ვერ შეაგდო. არადა, ლუკაკუსთვის რომ დაეთმო და ბელგიელს გაეტანა, ის ჰეთ-თრიკის ავტორი გახდებოდა. გამწარებულ ლუკაკუს პოგბასთვის უთქვამს, ხომ არ დაგავიწყდა, ჟოზე მოურინიუს მწვრთნელობის დროს შენი საქმე ცუდად რომ მიდიოდა, გვერდში როგორ გედექიო. შეგახსენებთ: შაბათის შეხვედრაში,...

უკანასკნელი შანსი რეალისთვის
ჩანაწერი

უკანასკნელი შანსი რეალისთვის

ჩემპიონთა ლიგა ერთადერთი ტურნირია, სადაც მადრიდის „რეალს“ გამარჯვების შანსი კიდევ აქვს. „აიაქსთან“ საპასუხო მატჩს სანტიაგო სოლარის გუნდი ერთბურთიანი უპირატესობით ხვდება, თუმცა „სამეფო კლუბი“ საუკეთესო ფორმაში არ არის: წინა კვირაში „რეალმა“ ორჯერ წააგო „ბარსელონასთან“ – ორივეჯერ საკუთარ მოედანზე და თან ისე, რომ ერთი ბურთის გატანაც ვერ მოახერხა. ამ ყველაფერს სერხიო რამოსის დისკვალიფიკაციაც დაემატა. „რეალის“ კაპიტანი იმაში...

აკოცეთ ბეილს ბუცებზე
ჩანაწერი

აკოცეთ ბეილს ბუცებზე

ასე მიმართა „რეალის“ ფანებს გარეთ ბეილის აგენტმა ჯონ ბარნეტმა: „ქომაგთა ეს თაობა კიდევ ბევრი წლის განმავლობაში იქნება ბეილის მიერ გატანილი გოლების განხილვაში. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს“. აგენტის ეს განცხადება მოჰყვა „მარკა“-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ გუნდში თანდათან მატულობს ფორვარდით უკმაყოფილება. მათთვის გაუგებარი იყო, რატომ მოხვდა ბეილი „ბარსასთან“ მატჩის სასტარტო შეხვედრაში....

31 – კრისტალლიგა
ჩანაწერი

31 – კრისტალლიგა

ახალი პარტნიორი 1 მარტს, 19 საათზე, „მიხეილ მესხის“ მთავარ მოედანზე, მსაჯმა, კვირიკაშვილმა ჩასტვინა და საქართველოს რიგით 31-ე ჩემპიონატიც დაიწყო, რომელსაც ამიერიდან “კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ ეწოდება. საქმე ის არის, რომ გაზაფხულის პირველივე დღეს, სფფ-სა და კომპანია კრისტალბეტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, სფფ ამ კომპანიისგან 2 მილიონ ლარს მიიღებს. ეროვნული ლიგის მთავარი პარტნიორის  მხარდაჭერით, ახალი საფეხბურთო...

ყურადღება! ფეხბურთი წესებს ცვლის!
ჩანაწერი

ყურადღება! ფეხბურთი წესებს ცვლის!

2 მარტს აბერდინში საფეხბურთო ასოციაციათა საბჭო შეიკრიბა, რომელსაც ერთადერთს ხელეწიფება ფეხბურთის თამაშის წესების შეცვლა. სულ ცვლილება 7 წესს შეეხო და გუნდები, რომლებიც პირველ ივლისამდე ვერ გაითავისებენ ამ ცვლილებებს, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან. 1. ხელით შეხება ბურთზე , თუ ამას გოლი ან საგოლე მომენტი მოჰყვა, ჯარიმაა განზრახ შეხების ან შემთხვევითობის მიუხედავად. აქამდე მხოლოდ განზრახ თამაში ისჯებოდა...

როჯერმა ლოგიკაც დაამარცხა
ჩანაწერი

როჯერმა ლოგიკაც დაამარცხა

როჯერ ფედერერმა დუბაის ტურნირის ფინალში სტეფანოს ციციპასი დაამარცხა და კარიერაში მე-100 ტიული მოიგო. 37 წლის ასაკში თანამედროვე ჩოგბურთის დატვირთვების ატანა თითქმის წარმოუდგენელია.  სპორტსმენი ამ ასაკში თუკი პროფტურში არა მხოლოდ რჩება, არამედ სოლიდურ ტურნირებსაც იგებს, ნამდვილი ფანტასტიკაა. როჯერ ფედერერს სხვა სიტყვით ვერც დავახასიათებთ, მაგრამ ცარიელ დითირამბებს მხოლოდ ფაქტები და ციფრების ენა სჯობს: – ATP ტურში 18-წლიანი...

დერბი, რა დერბი…
ჩანაწერი

დერბი, რა დერბი…

ვინ იფიქრებდა რომ, მიწის საიჯარო გადასახადის გამო ატეხილი დავა, ასეთ საყოველთაო ხმაურში გადაიზრდებოდა, ხმაურში, რომელმაც ორად გაყო ინგლისური საპორტო ქალაქი ლივერპული და აგერ, უკვე მესამე საუკუნეა გრძელდება. საფეხბურთო კლუბ „ევერტონის“კომიტეტის წევრებსა და კლუბის პრეზიდენტ ჯონ ჰოლდინგს შორის წარმოქმნილმა უთანხმოებამ 1892 წელს მეორე კლუბი შვა ქალაქში, რომელსაც უბრალოდ ლივერპული ეწოდა და დაიწყო… ინგრეოდა ოჯახები, ნათესავები ერთმანეთს...