დიდი უცნაური ვინმეა ეს ფლორენტინო პერესი. თუ რამე ამოიჭრა გულში, არც თვითონ მოისვენებს და არც სხვას მისცემს გასაქანს. ახლა ისევ მოურინიოს შეუჩნდა, დაბრუნდიო და თანაც ახალი მწვრთნელი “ვალიადოლიდთან” 10 მარტის თამაშისთვის უნდა… როგორც ყოვლისმცოდნე AS იუწყება, მოურინიუ დიდად წინააღმდეგი არაა, მაგრამ ზოგიერთ ფეხბურთელთან ცუდი ურთიერთობა აფიქრებს. ასეთი კი სეუ ჟოზეს ეპოქიდან კიდევ 7 შემორჩა. შვიდის...
ერთა ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება
ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ერთა ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საქართველოს მიანიჭა. ამრიგად, წლეულს, 2019 წლის 8-16 ივნისს, 12 გუნდიან შეჯიბრებას თბილისი უმასპინძლებს. ხსფ-ს ერთა ჩემპიონატი მასში მონაწილე 6 ევროპული გუნდისთვის ევრო 2022-ის შესარჩევი შეჯიბრებაც იქნება. ეს გუნდებია: აზერბაიჯანი, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, მალტა და საქართველო. გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის, ფლეი-ოფის საგზურს მიიღებს. ევროპული გუნდების გარდა თბილისში ჩამოვლენ ჩინეთი, ინდოეთი, ნიგერია, კოლუმბია და კიდევ...
პარიზის დისნეილენდის საოცრებები
„რეალი“-„აიაქსის“ შემდეგ თუ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე კიდევ რამე გაგვაოცებდა, ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო. ეს უკვე სენსაციის ჩარჩოებსაც სცდება და პუნქტობრივად გეტყვით, რატომ… 1. ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში სულ 34-ჯერ მოხდა, რომ პირველ შეხვედრაში მასპინძელი ორი ან მეტი ბურთით დამარცხდა. აქამდე ამ დეფიციტის აღმოფხვრა და შემდეგ ეტაპზე გასვლა არავის მოუხერხებია. სულშერმა შეძლო. 2. სულშერმა პარიზში მოისაკლისა:...
ნეიმარი მსაჯებს აგინებს!
პარიზში, „პარი სენ ჟერმენისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” თამაშის ბოლოს, 90+4 წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა — დალოტის დარტყმული საჯარიმოში ამხტარ კიმპემბეს იდაყვში მოხვდა. ამ მომენტისთვის ანგარიში იყო 2:1 სტუმრების სასარგებლოდ ანუ ორი შეხვედრის ჯამით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პარიზელები გადიოდნენ — პირველი შეხვედრა 2:0 ჰქონდათ მოგებული. პენალტმა, ყველაფერი შეცვალა. მარკუს რეშფორდმა გოლი შეაგდო და მეოთხედფინალში მანჩესტერელები გავიდნენ....
ზეიმი ბათუმში, გაურკვევლობა – თბილისში
საბურთალოს ზედიზედ მეორე „საბურთალომ“ ჩემპიონურად დაიწყო წლევანდელი ელიგა. ორ ტურში ორივე თამაში მოიგო. მით უმეტეს, გამოსარჩევია მეორე, „ლოკომოტივთან“ მატჩი. თუ პირველ ტაიმში რკინიგზელები კიდევ უწევდნენ წინააღმდეგობას თანაქალაქელებს, შესვენების შემდეგ მინდორზე ერთი გუნდი დარჩა. სამი გოლის გარდა, დიასამიძეს მეკარემ პენალტი აუღო და გიმ ძელს გაარტყა ბურთი. ძალიან აჯობა სტუმარმა მასპინძელს. სხვათა შორის, შარშანდელი საჩემპიონო სეზონი გია...
ეს მანჩესტერ იუნაიტედია!
სერ ალექს ფერგიუსონი და ერიკ კანტონა „მანჩესტერ იუნაიტედის” მოზეიმე გასახდელში ჩავიდნენ. ისინი შეუერთდნენ სიხარულისგან ჭკუაზე გადასულ ფეხბურთელებს და ოლე გუნარ სულშერს, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენთან” სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს და საკუთარი თავის რწმენა ერთი ასად აიმაღლეს. ინგლისური პრესა წერს, რომ ეს საფეხბურთო საღამო სამუდამოდ შევა მრავლისმნახველი კლუბის ისტორიაში. და ამის მიუხედავად სულშერი მაინც...
უღირსი არსენალელი
ერთი ამბავი აუტეხეს დევიდ სიმენს მშობლიური „არსენალის” ფანებმა. სოციალურ ქსელებში სულ უღირსი და ცრუ „მეთოფე” ეძახეს. მიზეზი: ლეგენდარულმა მეკარემ talkSPORT-თან საუბრისას თქვა — თუკი „ტოტენჰემ ჰოთსპური” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა და იქ უცხოურ გუნდს შეხვდება, მისი მოგება გამიხარდებაო. „არსენალისა” და „სფურზის” ჩრდილო ლონდონური ქიშპის ამბავი კი კარგად მოგეხსენებათ. „სფურზის” მოგება კარგი როგორ შეიძლება იყოსო, ატყდა...
პარიზი ნავარდობს, მანჩესტერი ლაზარეთშია
„მანჩესტერ იუნაიტედის“ და პსჟ-ს პირველი შეხვედრიდან თითქმის ერთი თვე გავიდა. რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში? პარიზელები საფრანგეთის ჩემპიონატში ნავარდობენ – დაამარცხეს „სენტ ეტიენი“, „მონპელიე“, „ნიმი“, „დიჟონი“ და „კანი“. სხვათა შორის, ეს ყველაფერი ნეიმარის გარეშე, რომელიც თან მკურნალობს და თან რიოს კარნავალზე ერთობა. ცუდად არ მისდის საქმეები „მანჩესტერსაც“. თუმცა ისტორია გვასწავლის, რომ შიდა პირველობა ერთია და...
გვარდიოლას აჩრდილი ბერნაბეუზე
„რეალი“-„აიაქსის“ მატჩის საფინალო სასტვენი გაისმა და საფეხბურთო სამყარომ ინტერნეტის ქექვა დაიწყო: ვინ არის ერიკ ტენ ჰაგი, რომელმაც უწვერული ბიჭებით საქვეყნოდ მოჭრა თავი მადრიდის „რეალს“. თან სად? გადაჭედილ „სანტიაგო ბერნაბეუზე“. ევროპისთვის ტენ ჰაგი ნაკლებად ცნობილი ფიგურა კია, მაგრამ ჰოლანდიაში კარგად უწყიან მისი შესაძლებლობები. ფეხბურთელობისას კარიერის დიდი ნაწილი ტენ ჰაგმა მოკრძალებულ „ტვენტეში“ გაატარა და 2006 წელს მწვრთნელის...
N17. ბასილაშვილი
საჩოგბურთო ამქარმა ოკეანე გადალახა და ამერიკულ ინდიან უელსში დაბანაკდა. მასტერსის სერიის ეს ტურნირი ATP-1000 კატეგორიისა. მასში 96 მამაკაცი მონაწილებს და საუკეთესო 32 პირდაპირ მეორე წრიდან ერთვება ასპარეზობაში. ბუნებრივია, პრივილეგირებულთა შორისაა მსოფლიოს 18-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მე-17 ნომრად განთესეს. მეორე წრეში ნიკას მეტოქე ფრანგ ბენუა პაირესა და საკვალიფიკაციო ეტაპის ერთ-ერთი გამარჯვებულის შეხვედრაში გაირკვევა. 29 წლის...









