თვე: მარტი 2019

Home 2019 მარტი
ყველას გზა ტურინში მიდის?
ჩანაწერი

ყველას გზა ტურინში მიდის?

იტალიური სერია ა-ს მორიგ ტურში „იუვენტუსმა“ რონალდუს გარეშე 4:1 დაარბია „უდინეზე“ და ზედიზედ მერვე სკუდეტოს კიდევ უფრო დაუახლოვდა. უახლოეს მდევარ „ნაპოლისთან“ სხვაობა 19 ქულამდე გაიზარდა. ტურინელთა ჩემპიონობა ნეაპოლელებსაც კი აღარ ეეჭვებათ, მაგრამ ანდრეა ანიელის მხოლოდ სკუდეტო ეცოტავება. ამან დაბადა ხმები, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის დაემშვიდობება. იტალიურმა მედიამ უკვე დაასახელა ანიელის სამიზნე...

ნეიმარის მამამ კანტონაზე გაიწია
ჩანაწერი

ნეიმარის მამამ კანტონაზე გაიწია

ახლაღა გაჟღერდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრა პსჟ-სა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გვარიანი გაწევ-გამოწევით დასრულებულა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მანჩესტერელთა ფრანგმა ლეგენდა ერიკ კანტონამ მატჩამდე გაავრცელა ვიდეოგანცხადება: „მანჩესტერი“ ისევე გადასანსლავს პსჟ-ს, როგორც მე ბაყაყსო. ჰოდა, ნეიმარის მამამ წყენა გულში ჩაიდო. შეხვედრისას ნეიმარის ოჯახის და კანტონას ლოჟები გვერდი-გვერდ აღმოჩნდა. ბრაზილიური ოჯახის თავკაცი პსჟ-ის კარში გადამწყვეტი პენალტის...

რას აკეთებს ხოლმე ფლორენტინო მშრალი რეალის შემდეგ?
ჩანაწერი

რას აკეთებს ხოლმე ფლორენტინო მშრალი რეალის შემდეგ?

თუ სასწაული არ მოხდა, „რეალი” უკვე ვეღარაფერს მოიგებს და ეს იქნება მეშვიდე „მშრალი” სეზონი ფლორენტინო პერესის პრეზიდენტობის ეპოქაში. „მარკა” შეგვახსენებს, რომ ყოველ ასეთ სეზონს კი კლუბში ცვლილებები მოსდევდა. გადავხედოთ, რომელ წელიწადს რა შეცვალა ფლორენტინომ წინა ექვს შემთხვევაში.  2004 პერესის პრეზიდენტობის პირველი სამი წლის განმავლობაში „რეალი” ორჯერ გახდა ლა ლიგას ჩემპიონი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. შემდეგ...

კასპერი ცეცხლმოდებულ ვერტმფრენს მივარდა
ჩანაწერი

კასპერი ცეცხლმოდებულ ვერტმფრენს მივარდა

პატარაობაში კასპერ შმაიხელის ოცნება ლეგენდარული მამის კვალზე სიარული იყო. ლეგენდარული მამა, პიტერ (დანიურად ალბათ უფრო პეტერ) შმაიხელი კი მსოფლის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახლდათ. დღეს პრიქითაა, უფროსი შმაიხელი კასპერის მამობით ამაყობს. არა, იმას არ ვამბობთ, რომ კასპერი მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერი გახდა, თუმცა ვერც საქმეში დაიწუნებ კაცი. უბრალოდ, მამა ამბობს, ვლოცულობ, არასდროს ჩავვარდე იმ მდგომარეობაში ჩემი ვაჟი რომ...

მარსელო რონალდუსთან მიდის
ჩანაწერი

მარსელო რონალდუსთან მიდის

იტალიურმა „ლა სტამპამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მადრიდის „რეალის“ განაპირა მცველმა მარსელომ უკვე შეათანხმა კონტრაქტის პირობები ტურინის „იუვენტუსთან“. წყაროს ცნობით, ბრაზილიელი ტურინულ გუნდში ოთხი წელი იბურთავებს და ამ ხნის განმავლობაში ხელფასის სახით 48 მილიონ ევროს მიიღებს. კონტრაქტის სასარგებლოდ მადრიდული კლუბის ბოსის განწყობაც მეტყველებს. ფლორენტინო პერესს ისედაც გული ჰქონდა აცრუებული მაღალანაზღაურებად ბრაზილიელზე და ზაფხულში მის გაშვებას გეგმავდა....

კაცი რაჯ კაპურის ქვეყნიდან
ჩანაწერი

კაცი რაჯ კაპურის ქვეყნიდან

ინდიან უელსის მასტერსი ნელ-ნელა ხურდება და პირველი წრის შეხვედრებიც გაიმართა. ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ ეტაპისგან თავისუფალია და მეტოქის ვინაობის გარკვევას ელოდა. სავარაუდოდ, ეს მსოფლიოს 69-ე ჩოგანი ფრანგი ბენუა პაირე უნდა ყოფილიყო, რომელსაც კვალიფიკაციის გამარჯვებული ინდოელი პრაჟნეშ გუნეშვარანი უნდა ეძლია. მოლოდინის საწინააღმდეგოდ ორ სეტში ინდოელმა იმარჯვა და ბასილაშვილსაც ის შეხვდება. 29 წლის გუნეშვარანი დიდი მიღწევებით ვერ დაიტრაბახებს....

უეფამ სიტის შეუტია
ჩანაწერი

უეფამ სიტის შეუტია

უეფა „მანჩესტერ სიტის“ საქმეზე გამოძიებას იწყებს. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ყურადღებას რამდენიმე შესაძლო ფინანსური დარღვევაზე გაამახვილებს, რომელთა თაობაზეც ბოლო პერიოდში რამდენიმე მედიასაშუალებაში დაიწერა. პირველ ყოვლისა ლაპარაკია გერმანული „შპიგელის“ პუბლიკაციაზე, რომელშიც ავტორი „ფუტბოლლიკსზე“ დაყრდნობით წერს, რომ 2008-2012 წლებში „სიტის“ მეპატრონემ შეიხმა მანსურმა ახალი ფეხბურთელების შესაძენად 1,1 მილიარდი ევრო დახარჯა. არსებობს ვარაუდი, რომ ეგრეთ წოდებული ფინანსური ფეირ პლეის...

პარიზელმა ტაქსისტმა მანჩესტერელი კლიენტი დაჭრა
ჩანაწერი

პარიზელმა ტაქსისტმა მანჩესტერელი კლიენტი დაჭრა

„მანჩესტერ იუნაიტედის” 44 წლის ფანი პარიზელმა ტაქსის მძღოლმა დანით დაჭრა. დაზარალებულს მძიმე ოპერაცია ჩაუტარეს. ეს ამბავი ოთხშაბათს, „პარი სენ ჟერმენისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრის დამთავრების შემდეგ მოხდა, როდესაც ინგლისელ გულშემატკივარს ტაქსით „პარკ დე პრენსიდან” ქალაქის ცენტრში უნდოდა დაბრუნება. ის მარტო არ იყო, ოთხნი იყვნენ და თავიანთი გუნდის გამარჯვებას (3:1) ზეიმობდნენ. როგორც ჩანს მათ ტაქსიში სიმღერა...

ბოდიში ბიჭებს
ჩანაწერი

ბოდიში ბიჭებს

სერხიო რამოსი „რეალის” ბიჭების წინაშე მგზნებარე სიტყვით გამოვიდა. ის კაპიტანია და ერთმანეთს მიყოლებული წაგებების შემდეგ გუნდის გამხნევება ცადა, თუმცა იყო ერთი ფეხბურთელი, რომელმაც რამოსს სიტყვა შეაწყვეტინა. ეს გახლდათ ისკო. მან ბოდიში მოიხადა. მიზეზი: „აიაქსთან” თამაშის წინ ის „სანტიაგო ბერნაბეუზე” წასასვლელად გუნდის ავტობუსში არ ჩაჯდა. 22 ნომრის ასეთმა ქცევამ „რეალის” დანარჩენი მოთამაშეები გააღიზიანა. „მარკა” წერს, რომ თამაშამდე...

მოკრივე ვაკო
ჩანაწერი

მოკრივე ვაკო

ვაკო გვილიას პოლონეთში კარგი პრესა აქვს: ქართველმა ზაბჟეს „გურნიკის“ შუა ხაზი აშკარად გააძლიერა, 8 ნომრის პოზიციაზე მშვენივრად თამაშობს და გუნდმაც მოუმატა. გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატში გოლი გაიტანა, საგოლე პასიც გაახერხა. როგორც იცით, ის შვეიცარიის „ლუცერნიდან“ გახლავთ განათხოვრებული სეზონის ბოლომდე… გვილიას ინტერვიუ გამოქვეყნდა პოლონურ პრესაში. Przeglad sportowy წერს, რომ ქართველი მოკრივეს ჰგავს. ეს ცხვირის მოყვანილობის გამო… აი,...