„რეალში” ზინედინ ზიდანის დაბრუნებას დიდი ალიაქოთი მოჰყვა. ყველა აღელვებულია და ყველაფერზე რეაგირებს. ასეთი საგიჟეთისთვის კი სოციალური ქსელები გახლავთ ზედგამოჭრილი ადგილია. და აი, ასეთ დელიკატურ მომენტში გარეთ ბეილმა კარგად ვერ მოზომა რა დაეპოსტა თავის „ტვიტერში”. ორშაბათს, როდესაც ზიდანს მადრიდში ნიშნავდნენ ბეილმა, თითქოს ამქვეყნად არ ყოფილიყო, გასული ზაფხულის დროინდელი უდარდელი ვიდეო გამოამზეურა, სადაც ის გოლფის თამაშით ნებივრობს...
ზიდანი დაბრუნდა!
მადრიდში მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. „მარკა“ წერს, რომ სულ მალე მას მერე რაც ზინედინ ზიდანზე ითქვა, რომ ის „რეალში” ბრუნდება, ლეგენდარულმა ფრანგმა უკვე „ლოს ბლანკოსის” მწვრთნელის რანგში მოაწყო პრეს-კონფერენცია. ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მას გარს ეხვივნენ ყოფილი თანაგუნდელები, მათ შორის რაული და რობერტო კარლოსი. ზიზუს აგრეთვე ახლდნენ კლუბის დირექტორატის წევრები და მეუღლე ვერონიკი. ზიდანმა „რეალთან” 2022 წლამდე...
ალექსისი კამპ ნოუზე
ალექსის სანჩესი ოლე გუნარ სულშერის გეგმებში არ შედის. მან შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედი” დატოვოს და იჯარით სხვა კლუბში გადავიდეს. სხვა სიტყვებით, სულშერი „ოლდ ტრეფორდზე” რჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ფეხბურთელის ბედს და სამომავლო გეგმებს არავინ ჰკითხავდა. ინგლისური პრესა კი ამბობს, რომ ნორვეგიელის აზრით სანჩესისთვის სხვაგან გადასვლა სჯობს. თუმცა, არის პრობლემაც — ჩილელ თავდამსხმელს მანჩესტერში ძალიან დიდი ხელფასი...
ეს ის ტოჩი აღარ არის?
ტოჩინოშინი ოსაკას ბაშოს მეორე დღეს დამარცხდა. დასავლეთის მეორე მაეგაშირა მიოგირიუსთან ქართველი ფალავანი სასტარტო შეჯახებისასვე ვერ გამოიყურებოდა დამაჯერებლად და მეტოქის მიძალებას ვერ გაუძლო. ამ ტურნირზე ლევან გორგაძეს პროგრამა-მინიმუმი აქვს შესასრულებელი. რვა გამარჯვება უნდა მოიპოვოს და დადებითი ბალანსი დააფიქსიროს, თუკი ოძეკის ტიტულის შენარჩუნება სურს. ერთი წლის წინ იანვრის ბაშოზე ტრიუმფის შემდეგ ლევანი ოსაკაშიც დამაჯერებელი იყო, ზაფხულიდან კი...
ინგლისი გაგიჟდა
წარსულში ცნობილი ინგლისელი თავდამსხმელი ალან შირერი ამბობს, რომ დროა ვისაც წესრიგის დაცვა ევალება ახლავე იღონოს რამე, თორემ მალე შეიძლება ვინმემ მოედანზე დანაც კი დაატრიალოს. მიზეზი: კვირას, ჯეკ გრელიშს და კრის სმოლინგს ტრიბუნიდან ეგზალტირებული ფანები ჩაუხტნენ. „ასტონ ვილას” 23 წლის შემტევ ნახევარმცველ გრელიშს გუშინ, „ბირმინგემთან” შეხვედრის დროს, მოედანზე ხულიგანი ჩაუხტა და ფეხბურთელის ცემა ცადა. რამდენიმე საათის...
რეშფორდი მეზობლებისთვის არავინაა
მარკუს რეშფორდმა თავისი საცხოვრებლის გარშემო კედლის აგება და შიგ ჭიშკრის ჩაყენება გადაწყვიტა, რითაც მეზობლები გააბრაზა. 21 წლის თავდამსხმელი ჩეშირში, კერძოდ ვილმსლოუში, სადაც 1,2 მილიონ გირვანქად შეფასებული სახლ-კარი აქვს, ორმეტრიანი გალავნის აშენებას გეგმავს. აღშფოთებული მეზობლები ყველა ღონეს ხმარობენ, რეშფორდს აგდგილობრივმა ხელისუფლებამ მშენებლობის ნებართვა რომ არ მისცეს. ისინი ამბობენ, რომ ჭიშკრის გაღება მათ ქუჩაზე, რომელიც ფაქტობრივად ტრასაა...
ქუთაისში “შავები” დაარბიეს
ქართველმა ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული ვადამდე გაინაღდეს. მათი მორიგი მსხვერპლი გერმანიის ნაკრები შეიქნა. გერმანელთა გუნდის სარაგბო მეტსახელი “შავი არწივები”-ა. ჰოდა, ქუთაისლებმა როგორც კი გაიგეს, გერმანელი “შავები” ჩამოდიან მოსაგებადო, ტრიბუნებიც შეავსეს და ჩვენს ბიჭებს ისე უქომაგეს, მათი გამჩერებელი გაცილებით ძლიერი მეტოქეც არ იყო. თუ რაგბში რამეს წარმოვადგენთ, პირველ რიგში ქუთათურთა დამსახურებაა. ამჯერადაც, განსაკუთრებით იმ ბიჭებმა...
ტოჩიმ ოსაკა მოგებით გახსნა
იაპონურ ოსაკაში სტარტი აიღო სუმოისტთა ტრადიციულმა საგაზაფხულო ტურნირმა ხარუ ბაშომ. დღეს უკვე გაიმართა პირველი ირთაბრძოლები. ლევან გორგაძეს პირველ მეტოქედ აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა დაიეისიო ერგო. პირველი დაჯახების შემდეგ ტოჩინოშინი დოჰიოს კიდესთან აღმოჩნდა, მარჯვენა მხარე გაითავისუფლა და გვერდიდან დარტყმით განდევნა მეტოქე თიხნარი წრიდან. ფავორიტთაგან საწყისი შეხვედრა ყველა ფავორიტმა მოიგო იოკოძუნა კაკურიუს გარდა, არადა ბაშომდე გამართულ საწვრთნელ დაპირისპირებებში...
კოუტინიუ მანჩესტერში რეკავს
ფილიპე კოუტინიუ შეიძლება პრემიერლიგაში დაბრუნდეს, თან „ლივერპულის” დიდი მოქიშპის, „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში. ბრაზილიელი „ლივერპულიდან” „ბარსელონაში” 2018 წლის იანვარში 164,5 მილიონ ევროდ გადაბარგდა, მაგრამ „კამპ ნოუზე” ფეხი ვერ მოიკიდა. გუშინ, „ბარსასა” და „რაიო ვალეკანოს” შეხვედრაში (3:1) „ბლაუგრანას” გულშემატკივარმა მას უსტვინა კიდეც. „ბარსელონაში” პიკე, მესი და სუარესი გამოირჩნენ, კოუტინიუ კი თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე რაკიტიჩმა შეცვალა....
სულშერი 6 მილიონი დაჯდება
„მანჩესტერ იუნაიტედი” ნორვეგიულ „მიოლდეს” 6 მილიონ გირვანქას გადაუხდის და ისიც კეთილი ნების ჟესტი იქნებაო, წერს „სანი” ოლე გუნარ სულშერის შესახებ გამოქვეყნებულ ცნობაში. იქვე გამოცემა ადასტურებს, რომ სულშერის დროებითი მწვრთნელის პოსტიდან „პერმანენტული შეფის” თანამდებობაზე გადაყვანა ორიოდ კვირის ამბავიღაა და ინგლისურ კლუბს, ამ საქმეში, ნორვეგიულისთთვის წესით პენიც კი არ აქვს გადასახდელი. მოგეხსენებათ, მანჩესტერელთა ყოფილმა ფორვარდმა „ოლდ ტრეფორდზე”...









