თვე: მარტი 2019

Home 2019 მარტი
ვან დიიკის ყვირილი
ჩანაწერი

ვან დიიკის ყვირილი

ინგლისურმა „მირორმა” მიაქცია ყურადღება, რომ მიუნხენის „ალიანს არენაზე” „ბაიერნის” და „ლივერპულის” მატჩის დამთავრების შემდეგ („ლივერპულმა” 3:1 მოიგო) მერსისაიდელთა ჰოლანდიელმა მცველმა ვირჯილ ვან დიიკმა თანაგუნდელ ენდი რობერტსონს უყვირა. რაზე შეიძლებოდა გასწყრომოდა იმ დღეს „ბაიერნის” კარში მეორე გოლის ავტორი თანაგუნდელს? მეოთხედფინალში გასულ 8 გუნდს შორის (რომელთაგან 4 ინგლისურია) „ლივერპული” ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ამბიციური გახლავთ, ბოლოს და...

ბათუმმა ქუთაისს მოგება ბოლოწამს გამოგლიჯა
ჩანაწერი

ბათუმმა ქუთაისს მოგება ბოლოწამს გამოგლიჯა

ზესტაფონის სპორტის სასახლეში დასრულდა საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატის დასავლეთის ზონის თამაშები — ბოლო დღეს ლიდერთა შეხვედრაში ბათუმის BSB-მ „ქუთაისს” ბოლო წამზე მოუგო: 33:32. ეს გახლდათ შარშანდელ ფინალისტთა დრამატული დაპირისპირება. მიმდინარე ჩემპიონატში გუნდები მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველ მატჩში BSB-მ 34:31 მოიგო, მეორეში რიონისპირელებმა იძალეს 34:29, მესამე, ზესტაფონური შეხვედრა კი წინა ორზე დაძაბული გამოვიდა. პირველი ტაიმი „შავი ზღვის...

პრემიერლიგა uber alles
ჩანაწერი

პრემიერლიგა uber alles

წინადადება, რომელიც სათაურში გამოვიტანეთ „სანის” სტატიიდან ავიღეთ. ინგლისური გამოცემა ასე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში რვა გუნდიდან ოთხი პრემიერლიგიდანაა. გაზეთი იხსენებს, რომ ბოლო წლების გერმანულ პრესაში ხშირად მეორდებოდა ფრაზა: სულელური ინგლისური ფული. აქ ლაპარაკი იყო რუსულ, არაბულ თუ ამერიკულ ფულში ჩაქცეულ ინგლისურ კლუბებზე, რომლებიც ყიდულობდნენ და ყიდულობდნენ უცხოეთიდან, მათ შორის გერმანიიდან, მწვრთნელებსა და...

ოკუპაცია: ლივერპულელებმა მიუნხენი დაიკავეს!
ჩანაწერი

ოკუპაცია: ლივერპულელებმა მიუნხენი დაიკავეს!

-აქ ვერ შემოხვალთ, უნდა გაბრუნდეთ! -ხუმრობთ, ეს ჩემი ქალაქია… -გთხოვთ გაბრუნდეთ, ვერ შეგიშვებთ… -თქვენი დედაც და ამ წყეული ინგლისელებისაც… ეს ერთი შეხედვითაც არცთუ უწყინარი დიალოგი მიუნხენის ცენტრში მარიამ პლაცზე შედგა, ინგლისელებით ანექსირებულ ბარს “ბაიერნის” კეპიანი კაცი მიადგა, დაცვა კი მკაცრი ინსტრუქციით დახვდა… ოციოდ მაგიდიან ბარს ორასამდე სქაუზერი შესევია, გერმანული ლუდით.  ხასიათმოცემულთ წამითაც არ ეპარებათ ეჭვი...

ვინ დაბლოკა მოურინიუ
ჩანაწერი

ვინ დაბლოკა მოურინიუ

გერმანული „შპორტ ბილდი” ის გამოცემაა, რომელმაც საფეხბურთო სამყარის კულუარებისა თითქმის ყველაფერი იცის. საუბარია არა მხოლოდ ბუნდესლიგაზე, არამედ მსოფლიოზე. და აი, რას წერს „შპორტ ბილდი” „რეალში” ზინედინ ზიდანის დანიშვნის შესახებ. უფრო სწორედ იმაზე, რატომ არ დანიშნა ფლორენტინო პერესმა მწვრთნელად ჟოზე მოურინიუ, რომელიც თითქოსდა უპირველესი კანდიდატი იყო. „პერესს მადრიდში მოურინიუს დაბრუნება უნდოდა. საქვეყნოდ არის ცნობილი, რომ მას...

ლესტერში ხალისი დაბრუნდა
ჩანაწერი

ლესტერში ხალისი დაბრუნდა

სამი წლის წინ მოკრძალებულმა “ლესტერმა” პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი ზღაპარი აქცია რეალობად. ამან ქომაგების მადაც გაზარდა და ყოველ წელს ჩემპიონობი თუ არა, ექვსეულის ბინადრობის ამბიცია კი გაუჩინა. დრო გავიდა, გუნდმა დამრიგებლები გამოიცვალა, მაგრამ ისეთი აგრესია ქომაგების მხრიდან არავის გამოუწვევია, როგორიც კლოდ პიუელმა “მოახერხა”. ფრანგის ხელში “ლესტერმა” მისთვის ჩვეული კონტრშეტევითი და სწრაფი ფეხბურთი ბურთის ფლობასა და...

ვინ ვის რა და რატომ აჩვენა
ჩანაწერი

ვინ ვის რა და რატომ აჩვენა

„აი, რატომ შემიძინა „იუვენტუსსმა”! მე მას ამგვარი ჯადოსნური საღამოების მოწყობაში უნდა დავეხმარო. ჩვენ საგანგებო ღამე გვჭირდებოდა და ინებეთ! ის ჯადოსნურია არა მარტო ჩემი გოლების, არამედ მთელი გუნდის თამაშის გამო”, — თქვა კრიშტიანუ რონალდუმ „ატლეტიკოს” კარში სამი გოლის გოლის გატანის შემდეგ. „ატლეტიკომ” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური დაპირისპირების პირველ შეხვედრაში „იუვენტუსს” 2:0 მოუგო, მაგრამ საპასუხო მატჩი „ბებერი ქალბატონის”...

ასპროცენტიანი საბურთალო
ჩანაწერი

ასპროცენტიანი საბურთალო

„ტორპედო“ რეკორდს ვერ შესწვდა ტურის პირველ მატჩში, „ტორპედომ“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და მოულოდნელად 0:2 დამარცხდა. რკინიგზელებმა ერთობ ორგანიზებული დაცვა დაუპირისპირეს ქუთათურებს, ორჯერ კი კონტრშტევებზე თავად იხეირეს. „ტორპედოს“ ერთი არწაგება დააკლდა ეროვნული ჩემპიონატების რეკორდამდე. არადა, ძალიან შთამბეჭდავი – 27 მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რაც ქართულ რეალობაში იშვიათი მოვლენაა. აქედან, რიონისპირელები ელიგაში 22 შეხვედრა არ დამარცხებულიყვნენ და ხუთი...

მხოლოდ იმედის იმედად?
ჩანაწერი

მხოლოდ იმედის იმედად?

ძნელი ასახსნელია, მაგრამ ტოჩინოშინი ისევ დამარცხდა. ამჯერად ქართველმა ვერაფერი დაუპირისპირა კომუსუბი ჰოკუტოფუძის. მეტოქემ ძალისმიერი მიწოლით განდევნა ლევან გორგაძე დოჰიოდან. ეს სამ ბრძოლაში მისი მეორე მარცხია, ფეხის დაცდენის უფლება კი სულ უფრო ნაკლები რჩება. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა ნიშიკიგი იქნება. ჩვენებურს მასთან სამი გამარჯვება კი აქვს მოპოვებული, მაგრამ ორჯერ თავადაც დამარცხებულა. ბაშოს სტარზე 1:2...

ბათუმი ზესტაფონშიც მაგარია!
ჩანაწერი

ბათუმი ზესტაფონშიც მაგარია!

ზესტაფონის სპორტის სასახლეში განახლდა საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატი. პირველ დღეს, ქვეყნის ჩემპიონმა და ლიდერმა ბათუმის BSB-მ 36:26 დაამარცხა „წყალტუბო”, რაც მოულოდნელობა ნამდვილად არ ყოფილა, ისევე როგორც მეორე შეხვედრის შედეგი: „ქუთაისი” — „სამტრედია” 49:25. მესამე, ზესტაფონური წრის მთავარი შეხვედრა BSB-სა და „ქუთაისს” შორის გაიმართება ხვალ. ზეგიდან, 14 მარტიდან კი თბილისის სპორტის სასახლეში აღმოსავლეთის გუნდები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ესენია:...