ერთი ამბავი აუტეხეს დევიდ სიმენს მშობლიური „არსენალის” ფანებმა. სოციალურ ქსელებში სულ უღირსი და ცრუ „მეთოფე” ეძახეს. მიზეზი: ლეგენდარულმა მეკარემ talkSPORT-თან საუბრისას თქვა — თუკი „ტოტენჰემ ჰოთსპური” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა და იქ უცხოურ გუნდს შეხვდება, მისი მოგება გამიხარდებაო. „არსენალისა” და „სფურზის” ჩრდილო ლონდონური ქიშპის ამბავი კი კარგად მოგეხსენებათ. „სფურზის” მოგება კარგი როგორ შეიძლება იყოსო, ატყდა „მეთოფეთა” გულშემატკივრებში რიარია.
გუშინ „ტოტენჰემმა” დორტმუნდში 1:0 გაიმარჯვა და ორი თამაშის ჯამში (4:0) გერმანელი მეტოქე შეჯიბრებიდან გამოთიშა. თავად „სფურზი” კი მეოთხედფინალშია.
„სერიოზულად გეუბნებით, გეფიცებით, ძალიან მინდა, რომ მათ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვონ, — თქვა 55 წლის ვეტერანმა გოლკიპერმა, რომელმაც „არსენალის” შემადგენლობაში ორჯერ მოიგო პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული, — თუ „ტოტენჰემი” ფინალში უცხოურ გუნდს შეხვდება, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მე მას ვუგულშემატკივრებ. ვიმეორებ, სულერთია, მისი მეტოქე „ბარსელონა” იქნება, „ბაიერნი” თუ რომელიმე სხვა. მე ყველა ვარიანტში ინგლისური გუნდის გამარჯვებისკენ ვიქნები. ნაკრებში ჩემი ქვეყნის სახელით 75 თამაში მაქვს ჩატარებული და ვიცი ინგლისელების გამარჯვება რასაც ნიშნავს. ასეთი ვარ და რაც გინდათ ის მითხარით”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური26/05/2026 | 09:56ალვარესის ამბავი გრძელდება
სიახლეები26/05/2026 | 08:50ფაბრეგასის მაგვარი ალბათ ფაბრეგასია
აქეთურ-იქითური26/05/2026 | 07:41ფერნანდეში ვირია და კინი ლომი?
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
