ახალი რა გითხრათ? მთელი სპორტული სამყარო დოპინგის წინააღმდეგ დაირაზმა და 8 წლის წინ გაცემული ოლიმპიური მედლების ჩამორთმევაზე მიდგა საქმე, მაგრამ პრობლემას არ ეშველა.
ავსტრიულ ზეეფილდში მიმდინარე სათხილამურო სპორტის მსოფლიო ჩემპიონატზე იცით, სად იჭყიპებოდნენ სპორტსმენები დოპინგით? იმ სასტუმროს ეზოში მდებარე საპარიკმახეროში, რომელშიც მოწინავე სათხილამურო ქვეყნების ნაკრებები იყვნენ დაბანაკებულნი.
ხომ გაგიგიათ, თუ გინდათ ვერასოდეს იპოვონ, ცხვირწინ დაუმალეო. უპოვეს…
პირველმა ეჭვი ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა აიღო, გამოძახებული პოლიცია კი საპარიკმახეროს მაშინ დაეცა, როცა ავსტრიელი სპორტსმენი სისხლის გადასხმას იკეთებდა. დანაშაული ორი ავსტრიელის გარდა ორმა ესტონელმა და ერთმა ყაზახმა სპორტსმენმაც აღიარეს.
ესტონელთაგან ერთ-ერთი – ანდრეას ვეერპალუ – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ანდრე ვეერპალუს შვილია, თუმცა, ვეჭვობთ, ამან რამენაირად უშველოს.
ძველი სათხილამურო ანდაზა ხომ იცით: კუზიანს მხოლოდ სამუდამო დისკვალიფიკაცია გაასწორებსო.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
