ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მილანმა“ და „ინტერმა“ ახალი ერთობლივი სტადიონის აშენება გადაწყვიტეს. ამ იდეას მათი ძველი სარბიელი „სან სირო“ უნდა შეეწიროს, რაც მილანელების პროტესტს იწვევს.
სილვიო ბერლუსკონის პარტია „ფორცა იტალიას“ წარმომადგენელი პიეტრო ტატარელა სტადიონის დასაცავად 15 ათასი ხელმოწერის შეგროვებას აპირებს: „ეს მხოლოდ სტადიონი არ არის. „სან სირო“ ქალაქის ერთ-ერთი ცნობადი სიმბოლოა და მისი დანგრევა დაუშვებელია“.
სტადიონის რეკონსტრუქციას ემხრობა ქალაქის მერი ბეპე სალაც. 1926 წელს გახსნილმა „სან სირომ“ რამდენიმე რენოვაცია უკვე განიცადა. 1934 და 1990 წლებში სტადიონმა მსოფლიოს ჩემპიონატების შეხვედრებს უმასპინძლა, 1965 და 1970 წლებში ჩემპიონთა თასის ფინალებს, 2001 და 2016 წლებში კი სან სიროზე ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩები შედგა
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
