ოლე გუნარ სულშერი ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” მომავლისთვის მარკუს რეშფორდისა და პოლ პოგბას შენარჩუნება საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სულშერი მანჩესტერელთა დროებითი მწვრთნელი აღარ არის, „ნაღდ” მწვრთნელად დანიშნეს და გუნდის ძველ მწვერვალებზე დაბრუნება აქვს მიზნად დასახული.
რეშფორდი „იუნაიტედთან” ახალ კონტრაქტს ამზადებს და ხელმოწერასთან ახლოსაა, თუმცა როგორც ის, ასევე პოგბა „რეალის” ინტერესის საგანს წარმოადგენენ.
სულშერმა თქვა: „ამ ორ ფეხბურთელს ჩვენი მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს”.
„იუნაიტედის” ყველაზე ძვირადღირებული ნახევარმცველისა და ყველაზე ეფექტური თავდამსხმელის შენარჩუნების გარდა ნორვეგიელ მწვრთნელს საგაისოდ სხვა მნიშვნელოვანი საქმეებიც აქვს მისახედი.
მაგალითად, მან ახალი ხელშეკრულება უნდა გაუფორმოს ესპანელ მეკარე დავიდ დე ხეას, რომელიც ცდილობს კლუბს კვირაში 350 ათასი გირვანქის ტოლი გასამრჯელო გაამეტებინოს და ვაჭრობს.
ზაფხულში კონტრაქტის ვადა გაუდის ანდერ ერერასაც, რომელიც სულშერის ხელში კარგად ათამაშდა.
„რაც გუნდი მე ჩავიბარე ანდერი შესანიშნავად თამაშობს, — თქვა სულშერმა, — მოკლედ, ჩვენ საუკეთესონი გვჭირდება. ვიმედოვნებ, რომ კლუბი და ფეხბურთელები საერთო ენას გამონახავენ. მომდევნო სეზონში ძლიერი შემადგენლობა უნდა გვყავდეს”.
ზაფხულში ძალას კარგავს ხუან მატას კონტრაქტიც, ახალი ხელშეკრულების დადებას კი პირი არ უჩანს.
მეორე მხრივ, რაც სულშერმა ჟოზე მოურინიუ შეცვალა ახალი კონტრაქტები გააფორმეს ანტონი მარსიალმა, ფილ ჯონსმა, ეშლი იანგმა და კრის სმოლინგმა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
