„მარკა” წერს, რომ მადრიდული გუნდების, „ატლეტიკოსა” და „რეალის” ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევი გავარდნა სპორტულის გარდა ფინანსური თვალსაზრისითაც ძალიან ცუდი გამოდგა. ესპანეთის დედაქალაქის ორმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მერვედფინალში დატოვა, რითაც თითოეულმა დაახლოებით 45 მილიონ ევრომდე იზარალა.
გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა „რეალმა” მოიგო და სალარო 85.5 მილიონი ევროთი შეივსო. კიდევ ერთი წლით ადრე „ლოს ბლანკოსის” ანგარიშს 86 მილიონი ევრო შეემატა.
იმავე 2016/17 წლების სეზონში „ატლეტიკომ” ლიგის ნახევარფინალში გასვლით (სადაც სწორედ „რეალთან” დამარცხდა) 67 მილიონი ევრო იშოვნა.
მიმდინარე სეზონში კი ჩემპიონთა ლიგის შემოსავლები გაიზარდა: გამარჯვებული გუნდი მაისში 115 მილიონ ევროს მიიღებს.
ამრიგად, მერვედფინალში გავარდნილი მადრიდული კლუბები ასეთ შემოსავლებზე შეჩერდნენ: „რეალი” — 70 მილიონი ევრო და „ატლეტიკო” — 67 მილიონი ევრო.
„მარკა” აზუსტებს, რომ რიგი დეტალების გამო ეს რიცხვები ჯერჯერობით მაინც დამრგვალებულია, თუმცა რეალობისგან დიდად განსხვავებული ნამდვილად არ იქნება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
მთავარი ამბავი03/08/2026 | 08:01მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
