თვე: მარტი 2019

Home 2019 მარტი
როგორ დაიპყრეს ქართველებმა მსოფლიო
ჩანაწერი

როგორ დაიპყრეს ქართველებმა მსოფლიო

1961 წელს მიწისძვრა მოხდა: 21 წლის ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონი, რუსი ელისაბედ ბიკოვა ერთი ხელის მოსმით ჩამოაგდო ტახტიდან და ახალი მოდის დამკვიდრება დაიწყო: იმ დღიდან ქალთა სვლებს 64 უჯრაზე მამაკაცებმაც მომეტებული პატივისცემით ჭვრეტა დაუწყეს და მშვენიერი სქესის წარმომადგენლებთან პაექრობისას გონების წესიერად დაძაბვა იკადრეს. ჩვენმა საჭადრაკო მანქანამ 30 წელიწადი უზადოდ იმუშავა. ამ ხნის მანძილზე...

აი, რატომ ვატო!
ჩანაწერი

აი, რატომ ვატო!

ვატო არველაძემ პოლონური „კორონას“ მაისურით ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა. ამ ორ მატჩს შორის კი იყო ვატოს კარიერაში ახალი მოვლენა – კერძოდ, ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნულ გუნდში გამოიძახა. მოკლედ, ასე იყო: ვატომ ორჯერ გაუტანა „ვისლას“ და მისმა გუნდმა 2:6 წააგო. გამოიძახეს ნაკრებში. გავიდა ორი დღეც და ვატომ „იაგელონიასთან“ 3:1 მოგებულ შეხვედრაში ისეთი სოლო დადგა, წინა...

ტოჩიმ დაუმარცხებელი დაამარცხა
ჩანაწერი

ტოჩიმ დაუმარცხებელი დაამარცხა

ნაკაბი – ასე ეწოდება სუმოს ენაზე დღეს, როცა ბაშო ეკვატორს გადალახავს. ოსაკაში მერვე საშეჯიბრო დღეს მეხუთე გამარჯვება მოიპოვა ტოჩინოშინმა და ბალანსი 5:3 გაუხდა. ლევან გორგაძის მეტოქე დასავლეთის მეოთხე მაეგაშირა იტონოძიო იყო. 226-კილოგრამიანი მონღოლი აქამდე დაუმარცხებელი იყო და იოკოძუნა ჰაკუჰოსთან ერთად ლიდერობდა ბაშოს. ლევან გორგაძემ შეტაკებისას ნაბიჯი მარცხნივ გადადგა და ცაცია მეტოქის მავაშის ჩაავლო. რაც ამის...

დარბევა N …
ჩანაწერი

დარბევა N …

ასეთ პირობებში თამაში, უბრალოდ, რაგბის შეურაცხყოფაა… მარტში რუსული კრასნოდარი ცხრათალა მზით რომ ვერ დაგვხვდებოდა, ცხადი იყო, მაგრამ წვიმასა და ტალახში ბურთაობა ძალიან ძნელია. საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე სეზონში არჩეულ სტრატეგიულ ხაზს არ უღალატა და აქცენტი ხელდახელ თამაშზე გააკეთა. გამარჯვებულებს არ სჯიანო, მაგრამ მილტონ ჰეიგს აქ ცოტა კი შეეშალა – სველი ბურთით გაჟღენთილ გრუნტზე ხელდახელ თამაში, პრაქტიკულად,...

ტრავმამ ზღაპარი ჩაშალა
ჩანაწერი

ტრავმამ ზღაპარი ჩაშალა

მოლოდინი უდიდესი იყო: რაფა ნადალი და როჯერ ფედერერი იმ ასაკში აღარ არიან, მათი უშუალო დაპირისპირების ხილვის შანსი კიდევ ბევრჯერ მოგვეცეს. ჩოგბურთის ორი გენიოსი აქამდე 38-ჯერ შეხვედრია ერთმანეთს და ჩოგბურთის გურმანი ინდიან უელსის ნახევარფინალში მორიგ სპექტაკლს ელოდა. არ გამოვიდა. კარენ ხაჩანოვთან მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში რაფამ მუხლი დაიზიანა. ის შეხვედრა კი ჩაამთავრა, მაგრამ ეგ იყო და ეგ. ნახევარფინალის...

ნავასის სინათლე გვირაბის ბოლოს
ჩანაწერი

ნავასის სინათლე გვირაბის ბოლოს

„რეალში” ზინედინ ზიდანი დაბრუნდა და… „სელტასთან” ჩატარებული შეხვედრით (2:0) თუ ვიმსჯელებთ, დაბრუნდა ლაღი „რეალიც”. თან, ზიდანის მოსვლა და შემადგენლობაში კეილორ ნავასისა და ისკოს გამოჩენაც ერთი გამოდგა. ყურადსაღებია: მწვრთნელმა კარში ჩააყენა თავისი ფავორიტი მეკარე და არა პრეზიდენტის მიერ ზაფხულში 37 მილიონ ევროდ ნაყიდი ვარსკვლავი, რომელმაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე „ოქროს ხელთათმანი” მოიპოვა. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ...

ლინეკერი, ბრექსიტი და თასის თამაშები
ჩანაწერი

ლინეკერი, ბრექსიტი და თასის თამაშები

წარსულში ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავი, დღეს კი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელესახე და წამყვანი გარი ლინეკერი პოლიტიკაში გარკვეული კაცია და თავისი მკაფიო პოზიცია აქვს — ბრექსიტის თავგადაკლული მოწინააღმდეგეა. ჩვეულებრივ, ლინეკერი პოლიტიკაზე სოციალურ ქსელებში კამათობს და როგორც ხდება ხოლმე ამის გამო მას ბევრი აკრიტიკებს, თუმცა ბევრიც აქებს. ამჯერად კი, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალური მატჩების მიმოხილვის დროს...

ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, თელავი
ჩანაწერი

ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, თელავი

ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ ოთხეულში გავიდნენ: ბათუმის BSB, „პეგასი”, „ქუთაისი” და თელავის „იმედი-სტუ”. ეს ჯერ კიდევ აღმოსავლეთის გუნდების თბილისური წრის ბოლოსწინა ტურში გაირკვა. იმ დღეს თელაველებმა 46:27 დაამარცხეს „სპორტის უნივერსიტეტი”, „პეგასმა” კი 46:29 მოუგო „გორს”. ბოლო ტურის მთავარი მოვლენა აღმოსავლელი ლიდერების, „პეგასისა” და „იმედი-სტუს” შეხვედრა გახლდათ. 2018 წლის თასის მფლობელმა „პეგასმა” 33:29 დაამარცხა 2017 წლის...

მოტყუებული სქოულზის ამბავი
ჩანაწერი

მოტყუებული სქოულზის ამბავი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ოდინდელი ვარსკვლავი, პოლ სქოულზი, „ოლდემის“ დამრიგებლად დანიშვნიდან 31 დღეში წამოვიდა გუნდიდან. მომატყუესო – თქვა. „საწყენია, მაგრამ იძულებული ვარ, გაუწყოთ, რომ „ოლდემს“ ვტოვებ. ვიმედოვნებდი, კონტრაქტის ბოლომდე, ანუ 18 თვე გავჩერდებოდი კლუბში, მაგრამ ვითარება შეიცვალა. ხელმძღვანელებმა თავიდან ნათქვამი არ შეასრულეს. არადა, ყველამ: ფეხბურთელებმა, ქომაგებმა, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმაც იცოდნენ, რარიგ ამაყი ვიყავი ამ დანიშვნით.“ –...

ბაიერნს ლიგა ბუნდესლიგა ეგონა
ჩანაწერი

ბაიერნს ლიგა ბუნდესლიგა ეგონა

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მიუნჰენის “ბაიერნს” ასეთი მწარე მარცხი არ უწვნევია. ასეთ შეცდომებს ნოიერი წელიწადში, ალბათ, ერთხელ უშვებს. სამწვრთელი შტაბის სუფრთხილეს მაშინაც არაფერი ეშველა, როცა გუნდი 1:2 მარცხდებოდა და საფინალო სასტვენამდე 18 წუთიღა რჩებოდა. სწორედ ამ დროს ხავი მარტინესი ლეონ გორესკამ შეცვალა. მწვრთნელის კომპეტენციაში როგორ შევიჭრებით. მით უმეტეს, გორესკამ თამაში თუ ვერ შემოაბრუნა, არც არაფერი...