სალომე ფაჟავა კიევის გრან პრიზე გურზების ვარჯიშში ოქროს მედალს დაუფლა… ეს ტურნირი მხტვრულ ტანვარჯიშში მსოფლიოში ერთერთ ყველაზე პრესტიჟულად ითვლება და შესაბამისად, ჩვენიანი გოგონას წარმატებაც ერთი-ორად სასიამოვნოა. გურზებით სალომემ ურთულესი ილეთები შეასრულა და დამსახურებულად 19.700 ქულა დაიმსახურა და უახლოესი მდევარიც საკმაოდ მოიტოვა. კიევშივე, სალომემ ბაფთით ვარჯისში მოსინჯა ძალა, თუმც ბრინჯაომდე სულ ნაბიჯი დააკლდა. მასპინძელმა ვლადა ნიკოლჩენკომ...
აიაქსი და სინათლე
სამშაბათ ღამით ერის ერთ ნაწილს, გამორჩევით ქალაქის რამდენიმე უბანს რომ შუქ-სინათლე მიეცა, სულ ტყუილი გამოვიდა. ის სინათლე სასიხარულოდ არ დაურჩა ხალხს, ვინაიდან შუქი იმ მიზეზით გამოშევათ ჩვენს სახლებში, რომ „აიაქსს“ მოეგო და ჩვენ მთელი ჩვენი უსინათლობა და ევროპასთან ოთხსაათიანი ჩამორჩენა დაგვიწყებოდა. აქაოდა, დიახაც, გვიჭირს, დიახაც ჩამოვრჩებით, მგარამ სიხარული მაინც ჩვენია – ლამაზი „აიაქსი“ მოსკოვის „სპარტაკს“...
კეინია თუ დემეტრაძე?
გუშინ ინგლისის ნაკრებმა მშობლიურ „უემბლიზე“ ჩეხების ეროვნულ გუნდს ყური აუწია და 5:0 მოუგო. მატჩის გმირი რაჰიმ სტერლინგი გახდა – სანაკრებო ჰეთ-თრიქით და ისიც ჩეხთა დარ მეტოქესთან, ბევრი ვერ დაიკვეხნის. თუმცა, შეხვედრას სტერლინგის გარდა ერთი გმირიც ჰყავდა და სხვა ვინ უნდა ყოფილიყო, თუ არა ჰარი კეინი. პირველი ნახევრის კომპენსირებულ დროში მან პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში...
ზვერევთან ერთი ამოსუნთქვაც ეყო
ინდიან უელსში „თავი ისახელა“ ნიკოლოზ ბასილაშვილმა და უსახელო ინდოელთან დამარცხდა. სანაცვლოდ, მაიამის მასტერსზე ისეთი სტარტი გამოუვიდა, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა. მე-17 ნომრად განთესილი ჩვენებური პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორეში კი მეტოქედ მსოფლიოს 75-ე ჩოგანი მიხეილ ზვერევი ერგო. ნიჭიერი ბიჭია ზვერევი, მაგრამ ეტყობა, მისი დღე არ იყო: ნიკოლოზ ბასილაშვილს ასე ერთი ამოსუნთქვით კარგა ხანია არ მოუგია....
გარანტია არ არის… ასეც ვცადოთ!
კიდევ ერთი შესარჩევი, კიდევ ერთი იმედი… ამჯერად უფრო რიხიანად, რადგან უკან მოვიტოვეთ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, სრული ჰეგემონია, ოთხეულში გასვლა და ევრო 2020–ზე მოხვედრის კარგი პერსპექტივა – საქართველო, ბელარუსი, მაკედონია ან კოსოვო. თუმცა ახლა სხვა, უკვე ბევრჯერ ნაცადი შესარჩევი იწყება. ერთა ლიგიდან გასვლის გარანტია საქართველოსთვის არავის მიუცია… ან გავალთ, ან ვერა. აქედანაც მაგრად უნდა სცადონ...
პუტინსა და პოგბაზე ნათქვამი…
შარშანვე ვწერდით, რომ პოლ პოგბამ მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრებისთვის ბრილიანტის ბეჭდები დაუკვეთა. ზოგადად, ფეხბურთში საჩემპიონო ბეჭდების ჩუქება მიღებული არ არის, მაგრამ პოლ პოგბა და ანტუან გრიზმანი ამერიკული სპორტის ფანები არიან. გრიზმანი მზად იყო, ხარჯის ნახევარი დაეფარა, მაგრამ პოგბამ იუარა – ჩემზე იყოსო. აგერ, სანაკრებო პაუზისას მათი მთავარი გუნდიც შეიკრიბა და როგორც იქნა, ბეჭდები პატრონს ჩაბარდა....
წაგება უფსკრულს ნიშნავს
ოსაკას ბაშოს დასრულებამდე ორი დღეღა დარჩა და ნაკლები შანსია ლევან გორგაძემ ოეკის ტიტული შეინარჩუნოს. დღეს ქართველი იოკოუნა კაკურიუს შეხვდა. მარჯვენადგომიან დგომში მიძალებით მონღოლმა იმარჯვა და ჩვენიანს საქმე გაურთულა. ხვალ ტოჩინოშინის პირისპირ სეკივაკე ტამავასი დადგება. მან უკვე გაინაღდა დადებითი ბალანსი, მაგრამ ლევანს ტამავასის გარდა ზეგინდელი მეტოქის ძლევაც უსათუოდ სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ოძეკის ტიტულს დაემშვიდობება.
ფერგიუსონის შავი ლაქა
ცნობილი ფაქტია – სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერში“ მუშაობის 26 წლიან კარიერაში 17-ჯერ არის გაძევებული სათადარიგოთა სკამიდან. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ, სერობამდე, ის ერთხელ მოთამაშე მწვრთნელადაც მოგვევლინა და მოედნინად მიაბრძანეს. ეს ამბავი ასე მოხდა: 1976 წელს 35 წლის შოტლანდიელი მშობლიურ „სენტ მირენს“ თავკაცობდა. იმ ზაფხულს, მოსამზადებელი ეტაპისასს კარიბის აუზში მყოფი გუნდი გაიანას ნაკრებს შეხვდა ამხანაგურად,...
ნუნო და ფრენკი
„სანმა” ექსკლუზიურად შეიტყო, რომ „ჩელსიში” მაურიციო სარის შემცვლელის ერთ-ერთ ვარიანტად „ვულვერჰემპტონის” თავკაც ნუნო ესპირიტოს განიხილავენ. არის კიდევ ერთი კანდიდატი — „სტემფორდ ბრიჯის” ყოფილი ვარსკვლავი ფრენკ ლამპარდი. ამ ორი მწვრთნელის აქციებმა მას მერე აიწია, რაც რომან აბრამოვიჩის ყველაზე სასურველი კანდიდატი ზინედინ ზიდანი „რეალს” ჩაუდგა სათავეში. აბრამოვიჩი ვახსენეთ და ცნობილია, რომ რუს ოლიგარქს სარის გაშვება სეზონის ბოლომდე...
პოგბას ოცნება და ბედნიერება
პოლ პოგბამ თქვა ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით „რეალში” თამაში საოცნებო რამ არისო და ამით მანჩესტერში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მსოფლიოს 26 წლის ჩემპიონის „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლაზე სეზონის პირველ ნახევარში აქტიურად ლაპარაკობდნენ, რადგან ნახევარმცველს მაშინდელ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. შემდეგ „ოლდ ტრეფორდზე” ახალი შეფი ოლე გუნარ სულშერი მივიდა და ფრანგიც თითქოს დაწყნარდა. ის ამბობს კარგი იქნება თუკი...









