თვე: მარტი 2019

Home 2019 მარტი
ბედნიერი კაცი
ჩანაწერი

ბედნიერი კაცი

განებივრებული ხალხი ვართ ქართველები. იმდენი და ისეთი საამაყო ადამიანი გვყავს გვერდში, მსოფლიოში საუკეთესოობას ლამის ჩვეულებრივ ამბად ვუთვლით… ბატონ გურამ საღარაძეზე ახალი რა ვთქვა? თავისი წილი ლელო მაშინ გაიტანა, როცა სსრკ-ის ჩემპიონობა ევროპის ჩემპიონობაზე რთული მისაღწევი იყო. ჰოდა, ამ დონის ნაკრებს ლამის შვიდი წელი უკაპიტნა… დღეს ბატონი გურამი იუბილარია. მერვე ათეული დახურა, თუმცა მის მხნეობას ორჯერ...

მედიატურნირი ბოულინგში
ჩანაწერი

მედიატურნირი ბოულინგში

გასართობ ცენტრ Ballroom-ში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ კიდევ ერთი საინტერესო ტურნირი ჩაატარა. „ბოლრუმის“ პარტნიორობით დ კომპანია „ზედაზენის“ მხარდაჭერით ცენტრმა ბოულინგის მედიატურნირს უმასპინძლა. ტურნირის სპეციალური პარტნიორი იყო სპორტული ამუნიციის რეალიზატორი,მაღაზია SPX, რომელიც სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ მდებარეობს და რომელმაც სპეციალური პრიზები დააწესა გამარჯვებულთათვის. „ზედაზენის“ გამაგრიებელმა სასმელმა „არსი კოლამ“ გარკვეული სიგრილე კი შეიტანა გახურებულ და დაძაბულ ტურნირში, რომელმაც...

ფეიქრიშვილი – ქუთაისიდან მონ-დე-მარსანში
ჩანაწერი

ფეიქრიშვილი – ქუთაისიდან მონ-დე-მარსანში

ვეტერანმა ბორჯღალოსანმა ანტონ ფეიქრიშვილმა ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. 31 წის მარჯვენა ბურჯი სეზონის ბოლომდე პრო დე2-ში მოასპარეზე „მონ-დე-მარსანის“ ღირსებას დაიცავს, გუნდს სამედიცინო ჯოკერის სტატუსით შეუერთდება და ტოპ 14-ში აღზევებისთვის მებრძოლი კლუბის შერკინების პირველ ხაზში 27 წლის ვალტერ დემეზონს ჩაენაცვლება. ცნობისთვის, ხსენებულ კლუბში ამ ამპლუაში სხვა ქართველიც ირჯება – 20 წლის ლაშა მაჭარაშვილი, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ...

უდიადესი და ქართველი: 26-1
ჩანაწერი

უდიადესი და ქართველი: 26-1

ეს იყო, რისაც ყველაზე მეტად გვეშინოდა: სუმოს ტურნირების სპეციფიკიდან გამომდინარე, რაც უფრო მაღალი დონისაა რიკიში (ფალავანი), მით უფრო მაღალი რანგის მეტოქეებთან უწევს ჭიდილი. ხაცუ ბაშოს თერთმეტდღიანი ეპოპეის შემდეგ ტოჩინოშინს ექვსი გამარჯვება და ხუთი მარცხი აქვს ბალანსზე. დარჩენილ ოთხ შეჯახებაში ქართველს ორი მოგება სჭირდება, მაგრამ დღიდან დღემდე უფრო რთული მეტოქე ხვდება. დღეს ჩვენებური ტაკაიასუს შეხვდა. მეტოქემ...

გვარდიოლას საშინელი აპრილი
ჩანაწერი

გვარდიოლას საშინელი აპრილი

პეპ გვარდიოლა გაბრაზდა, რადგან „მანჩესტერ სიტისა” და „კარდიფ სიტის” პრემიერლიგური შეხვედრა კალენდარში „ბრაიტონთან” ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალზე სულ რაღაც სამი დღით ადრე ჩაუსვეს. თავდაპირველი გეგმით ასე იყო: „სიტის” უელსელებთან 6 აპრილს უნდა ეთამაშა. ეს მატჩი ინგლისის ჩემპიონისთვის იოლი გასეირნება ნამდვილად არ იქნებოდა (და არც იქნება), რადგან „კარდიფ სიტი” პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. ამასობაში მოხდა ისე, რომ...

ლოზანაში უეფა გაამტყუნეს
ჩანაწერი

ლოზანაში უეფა გაამტყუნეს

ლოზანის სპორტულმა არბირტრაჟმა ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ აპელაცია დააკმაყოფილა. პარიზელები ფინანსური ფეირ პლეის დარღვევის ფაქტზე უეფას მხრიდან გამოძიების განახლებას ასაჩივრებდნენ. თავდაპირველად პროცედურა 2017 წლის სექტემბერში დაიწყო, რისი საბაბიც რამდენიმე უმსხვილესი ევროპული კლუბის მიმართვა გახდა. ისინი დაინტერესდნენ, რამდენად კანონიერი იყო ნეიმარის და კილიან მბაპეს ტრანსფერები. შარშან ივნისში გამოძიება შეწყდა, თუმცა სექტემბერში უეფამ გამოაცხადა, რომ გამოძიება განახლდა....

მოურინიუ ჩანაწერს უარყოფს
ჩანაწერი

მოურინიუ ჩანაწერს უარყოფს

ჟოზე მოურინიუს დროინდელი „ჩელსისა” და „ბარსელონას” 2006 წლის დაპირისპირების ამბებზე გუშინ მოგახსენებდით. ვწერდით იმის შესახებ, რომ ინგლისელმა ჟურნალისტებმა იპოვეს ჟოზე მოურინიუს ოფიციალური დავთარი, სადაც „განსაკუთრებულს” ჩამოყალიბებული ჰქონდა თავისი მოსაზრებები „ბლაუგრანას” მოთამაშეების შესახებ. დღეს, იმავე დავთრის ამბავს სხვა გაგრძელება მოყვა — პორტუგალიელს უწევს მტკიცება, რომ თავისი ფეხბურთელებისთვის ლეო მესის „ჩეხვა” დავალებული არ ჰქონდა. სოციალურ ქსელებში, უფრო...

მიშა და კოტე: ორი თვე და ორი კვირა
ჩანაწერი

მიშა და კოტე: ორი თვე და ორი კვირა

წინა შაბათს, მამუკა გორგოძის „ტულონთან“ სტუმრობისას, „მონპელიეს“ ქართველმა მეორეხაზელმა კონსტანტინე მიქაუტაძემ ტრავმა მიიღო, რომელიც მას გარკვეული დროით რაგბს მიღმა დატოვებს. „მონპელიემ“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება (21:18) იზეიმა და საპლეიოფო ექვსეულში მოხვედრის შანსი გაიუმჯობესა, თუმცა 2-მეტრიან ქართველს ამ წარმატებაში დამსახურება ნაკლებად მიუძღვის. კოტე მე-6 წუთზევე დაშავდა და თამაში ვეღარ გააგრძელა. საკლუბო ექიმებმა ნატკენ ბარძაყზე კვლევა ჩაუტარეს, დიაგნოზად კუნთის...

კურტუას მანჩესტერში არ უნდა
ჩანაწერი

კურტუას მანჩესტერში არ უნდა

ტიბო კურტუას „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა შესთავაზეს, შენ ნაცვლად კი „რეალში” დავიდ დე ხეა ითამაშებსო, მაგრამ ბელგიელმა უარი თქვა. ინგლისური პრესა წერს, რომ ასეთი მოლაპარაკებები „რეალსა” და „მანჩესტერ იუნაიტედს” შორის სულ ახლახან შედგა, მაგრამ 26 წლის გოლკიპერმა „სანტიაგო ბერნაბეუზე” დარჩენა ამჯობინა. და მაინც, თუ კურტუას მადრიდში დარჩენა განწირული იდეაა, მაშინ მას პრემიერლიგაში დაბრუნებას „პარი სენ ჟერმენში”...

მედეა ფლეი ოფში გავიდა
ჩანაწერი

მედეა ფლეი ოფში გავიდა

დღევანდელი ქართული ქალთა ხელბურთის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი, 20 წლის მედეა ჩოხელი მაკედონიის „პელისტერში” თამაშობს, რომელმაც ამ ქვეყნის სუპერლიგის ბოლო ტურში 35:33 დაამარცხა „გევგელია”. ამ გამარჯვების წყალობით ჩოხელი და მისი გუნდი მეოთხე ადგილზე გავიდნენ ანუ „ფინალურ ხუთეულში” („ფლეი-ოფს” ეძახიან) თამაშის უფლება მოიპოვეს და ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობენ. ჩოხელს, რომელიც ამპლუით ხაზის მოთამაშე (უხეში ანალოგიით ცენტრალური თავდამსხმელი) გახლავთ,...