ტიბო კურტუას „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა შესთავაზეს, შენ ნაცვლად კი „რეალში” დავიდ დე ხეა ითამაშებსო, მაგრამ ბელგიელმა უარი თქვა.
ინგლისური პრესა წერს, რომ ასეთი მოლაპარაკებები „რეალსა” და „მანჩესტერ იუნაიტედს” შორის სულ ახლახან შედგა, მაგრამ 26 წლის გოლკიპერმა „სანტიაგო ბერნაბეუზე” დარჩენა ამჯობინა. და მაინც, თუ კურტუას მადრიდში დარჩენა განწირული იდეაა, მაშინ მას პრემიერლიგაში დაბრუნებას „პარი სენ ჟერმენში” თამაში უჯობს — ასე უთქვამს თვითონ.
კურტუას თემის გააქტიურება კი ადვილი მისახვედრია, რომ „რეალში” ზინედინ ზიდანის დაბრუნებამ და პირველივე შეხვედრაში, „სელტას” წინააღმდეგ, ბელგიელის ნაცვლად კარში კეილორ ნავასის ჩაყენებამ გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ ტიბო კურტუა „რეალის” ფანებს მაინც და მაინც არ უყვართ. „ჩელსის” ყოფილი კარის მცველი განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაში „აიაქსთან” 1:4 დამარცხების შემდეგ გააკრიტიკეს.
შვილის დასაცავად ხმა ამოიღო მეკარის მამამ, ტიერი კურტუამ. მან თქვა: „მრჩება შთაბეჭდილება, რომ ტიბო ყველამ მიზანში ამოიღო. ის მსხვერპლია. მას აკრიტიკებს როგორც ესპანური ასევე ფლანდრიული მას-მედია. როგორც მშობელი მე ამას უყურადღებოდ ვერ დავტოვებ. გასაგებია, რომ მეკარეს ყოველთვის სხვაზე მეტი ხვდება. ეს პროფესიის შემადგენელი ნაწილია. მაგრამ, „აიაქსთან” თამაშის შემდეგ მას მეოთხე გოლის გამო მოსდგნენ. არადა, მთელი თამაში შესანიშნავად ითამაშა. ერთი შეცდომის გამო ასეთი აგრესია გაუგონარია”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
