წაგება უფსკრულს ნიშნავს

Home კატეგორიის გარეშე წაგება უფსკრულს ნიშნავს
წაგება უფსკრულს ნიშნავს

ოსაკას ბაშოს დასრულებამდე ორი დღეღა დარჩა და ნაკლები შანსია ლევან გორგაძემ ოეკის ტიტული შეინარჩუნოს.

დღეს ქართველი იოკოუნა კაკურიუს შეხვდა. მარჯვენადგომიან დგომში მიძალებით მონღოლმა იმარჯვა და ჩვენიანს საქმე გაურთულა.

ხვალ ტოჩინოშინის პირისპირ სეკივაკე ტამავასი დადგება. მან უკვე გაინაღდა დადებითი ბალანსი, მაგრამ ლევანს ტამავასის გარდა ზეგინდელი მეტოქის ძლევაც უსათუოდ სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ოძეკის ტიტულს დაემშვიდობება.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".