თვე: მარტი 2019

Home 2019 მარტი
როგორ გაიშიფრა ჰოლანდია…
ჩანაწერი

როგორ გაიშიფრა ჰოლანდია…

ფეხბურთის გურმანებმა უდავოდ დიდი სიამოვნება მიიღეს ჰოლანდია-გერმანიის დაპირისპირებისგან. პირველ ტაიმში გნაბრის შედევრით და სანეს ისე რა გოლით სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ. ეს კადრი კი ოპერატორის კამერამ ტაიმის მიწურულს დაიჭირა. ფურცელზე ნათლად ჩანს, რომ ჰოლანდიელები რისკზე წასვლას აპირებენ და მეორე ნახევარში სამი მცველით აპირებენ თამაშის გაგრძელებას. ჰოლანდიელთა შესრულებით ამ ავანტიურამ თითქმის გამოიღო შედეგი, მაგრამ ბოლოს მაინც ისე...

ზიდანი: აი, რისი კეთება მინდა!
ჩანაწერი

ზიდანი: აი, რისი კეთება მინდა!

ზინედინ ზიდანის გზა პროფესიული ფეხბურთის მწვერვალებისკენ რთული და შრომატევადი გახლდათ. ფრანგმა ფეხბურთელის კარიერის ბოლო 5 წელიწადი „რეალში” გაატარა, სადაც რონალდოს, რაულის, ლუიშ ფიგუს, რობერტო კარლოსის და სხვა ვარსკვლავების მხარდამხარ ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და ესპანეთის ჩემპიონის ტიტულიც. „ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ ფეხბურთელი მინდოდა გამოვსულიყავი, — თქვა მან OTRO-თან ინტერვიუში, — ერთადერთი რაც მაინტერესებდა ბურთის თამაში იყო....

ბასილაშვილი და 15 ყოჩაღი
ჩანაწერი

ბასილაშვილი და 15 ყოჩაღი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მაატერსის მერვედფინალშია. ქართველმა 16 საუკეთესოს შორის თამაშის უფლება ჰოლანდიელი რობინ ჰაასის ძლევით მოიპოვა. პირველ სეტში მეტოქეებმა თითო ბრეიკი გაახერხეს, მაგრამ მჯობნის მჯობნი მაინც ტაი-ბრეიკმა გაარკვია. ნიკოლოზმა ერთბაშად 5 სეტბოლი მოიპოვა აქედან მესამეთი პირველ პარტიას წერტილი დაუსვა. მეორე სეტში ბრძოლა მხოლოდ 3:3-მდე იყო, მერე კი ისევ ნიკას ჯერი დადგა. ჯამში 7:6, 6:3 და...

გარი მაკალისტერი ცემეს
ჩანაწერი

გარი მაკალისტერი ცემეს

წარსულში ცნობილი ფეხბურთელი გარი მაკალისტერი ცემეს და საავადმყოფოში რამდენიმე საათის გატარება დაჭირდა. „ლიდს იუნაიტედის”, „ლივერპულისა” და შოტლანდიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი რომელიც ახლა 53 წლისაა, მეუღლესთან, 40 წლის ჰეილისთან ერთად შინ ბრუნდებოდა და ქალაქ ლიდსის ცენტრში ტაქსის ელოდა, როდესაც გამოვარდა მავანი ხულიგანი და მაკალისტერს ცემა დაუწყო. მეუღლემ კივილი ატეხა და ცდილობდა აგრესორი ქმრისგან მოეშორებინა. ამასობაში მოვიდნენ...

კაცი!
ჩანაწერი

კაცი!

სერ ალექს ფერგიუსონმა ინგლისის ეროვნული ჯანმრთელობის სამსახურს 405 000 გირვანქა შეუგროვა და გადასცა. ეროვნული ჯანმრთელობის სამსახური, რომელიც ინგლისის გარდა შოტლანდიაში, უელსში და ჩრდილო ირლანდიაშიც არსებობს, გახლავთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსებული ორგანიზაცია, რომელიც უფასოდ ემსახურება ბრიტანეთის მოქალაქეებს. ის არ აფინანსებს მხოლოდ სტომატოლოგიური და კოსმეტიკური მედიცინის სფეროებს. ეს აქცია გახლდათ 77 წლის ფერგის მადლობა იმ ხალხისადმი,...

The Sun: გმირი ჯანო
ჩანაწერი

The Sun: გმირი ჯანო

გუშინდელი საქართველო-შვეიცარიის ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩის (0:2), 24-ე წუთზე, ერთობ უსიამოვნო ეპიზოდი მოხდა: ჩვენი ჯიმი ტაბიძე საჰაერო ბრძოლაში „ნიუკასლის“ მცველ ფაბიან შერს შეეჯახა. ჩვენიანს გატეხილი თავი შეუხვიეს, შერმა კი რამდენიმე წამით გრძნობა დაკარგა. იქვე მყოფი ჯანო ანანიძე უმალ მიეჭრა და პირში ხელის მტევანი ჩასჩარა, რათა დაზარალებულს ენა არ გადაეყლაპა. საბედნიეროდ, ჯანოს მართლაც სასწრაფო დახმარებამ შედეგი...

ტოჩინოშინმა ტიტული დაკარგა
ჩანაწერი

ტოჩინოშინმა ტიტული დაკარგა

ლევან გორგაძე ოძეკი აღარ არის. მოგეხსენებათ, კადობანში ჩაყენებულ ქართველს ტიტულის შესანარჩუნებლად უსათუოდ რვა გამარჯვება სჭირდებოდა. ბოლოსწინა დღეს იანვრის ბაშოს მომგები ტამავასის ძლევის შემდეგ ამის იმედი მოგვეცა, მაგრამ… გადამწყვეტ ბრძოლაში ლევანის მეტოქე სეკივაკე ტაკაკეისიო იყო, ვისთანაც ჩვენებურს ერთადერთხელ მოეგო და ხუთჯერ დამარცხებულიყო. თითქოს ლევანი უფრო მოტივირებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ არც ასეა საქმე. ტაკაკეისიო ბოლოსწინა დღეს სამიდან...

სტამბოლის ლივერპული – მილანი ლივერპულში გაცოცხლდა
ჩანაწერი

სტამბოლის ლივერპული – მილანი ლივერპულში გაცოცხლდა

„ენფილდზე“ ლეგენდა გააცოცხლეს. ერთმანეთის პირისპირ „ლივერპულის“ და „მილანის“ ის შემადგენლობები იდგნენ, ვინც ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის დაუვიწყარ ფინალში ითამაშა. ბუნებრივია, ორივე მხარემ კიდევ რამდენიმე ვარსკვლავი დაიმატა, მაგრამ ამან მხოლოდ ეშხი შემატა შეხვედრას. თავად განსაჯეთ, ვისი ხილვის საშუალება ჰქონდა ტრიბუნებზე მისულ ქომაგს: „ლივერპული“: ჯერარდი, კარაგერი, სისე, ფოულერი, კიუიტი, მაკმანამანი, ოუენი, რაში… „მილანი“: აბიატი, დიდა, მალდინი, კოსტაკურტა,...

უკან, მიწაზე…
ჩანაწერი

უკან, მიწაზე…

თითქოს მოულოდნელი არაფერი ყოფილა. უფრო ძლიერმა შვეიცარიამ შედარებით სუსტ საქართველოს მოუგო. საკუთრივ თამაშის სიუჟეტიც ისეთი იყო, ძალიან, ძალიან  ბევრჯერ რომ გვინახავს. ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ, მაგრამ მეტოქემ პირველ ტაიმში მასპინძლები შეაფასა, შესვენების შემდეგ კი ისეთი დასცხო, მტრისას… თითქოსო – ზემოთ  ვთქვით და, ეს იმიტომ, რომ ამ შესარჩევის დასაწყისი, არც ერთ წინამორბედს ჰგავდა. შარშანდელმა წაუგებელმა წელწადმა...

განაჩენი ხვალ იქნება
ჩანაწერი

განაჩენი ხვალ იქნება

ტოჩინოშინმა მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა, ბალანსი 7:7 გაუხდა და პასუხი კითხვაზე, შეინარჩუნებს თუ არა ქართველი ფალავანი ოძეკის ტიტულს, ხვალამდე გადაიდო. ლევან გორგაძის მეტოქე სეკივაკე ტამავასი გახლდათ. ჩვენებურს საქმეს ის უიოლებდა, რომ მეტოქეს უკვე დაბევებული ჰქონდა დადებითი ბალანსი და მისთვის ეს ბრძოლა აღარაფერს წყვეტდა. ლევანმა ძალისმიერი მიწოლით დაჯაბნა ტამავასი. ხვალ გადამწყვეტი ბრძოლაა. ამ ერთ ჯახში გაირკვევა, შეინარჩუნებს...