ტოჩინოშინმა მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა, ბალანსი 7:7 გაუხდა და პასუხი კითხვაზე, შეინარჩუნებს თუ არა ქართველი ფალავანი ოძეკის ტიტულს, ხვალამდე გადაიდო.
ლევან გორგაძის მეტოქე სეკივაკე ტამავასი გახლდათ. ჩვენებურს საქმეს ის უიოლებდა, რომ მეტოქეს უკვე დაბევებული ჰქონდა დადებითი ბალანსი და მისთვის ეს ბრძოლა აღარაფერს წყვეტდა. ლევანმა ძალისმიერი მიწოლით დაჯაბნა ტამავასი.
ხვალ გადამწყვეტი ბრძოლაა. ამ ერთ ჯახში გაირკვევა, შეინარჩუნებს თუ არა ტოჩინოშინი ადგილს სუმოს ბრწყინვალე ხუთეულში (ამ ეტაპზე სუმოს სულ ორი იოკოძუნა და სამი ოძეკი ჰყავს). მეტოქე მთლად ხელსაყრელი არ არის. 22 წლის სეკივაკე ტაკაკეისიო ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, ტოჩინოშინს სულ ერთხელ უმარჯვია ტაკაკეისიოსთან, თავად კი მასთან ხუთჯერ დამარცხებულა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
