ლევან გორგაძე ოძეკი აღარ არის. მოგეხსენებათ, კადობანში ჩაყენებულ ქართველს ტიტულის შესანარჩუნებლად უსათუოდ რვა გამარჯვება სჭირდებოდა. ბოლოსწინა დღეს იანვრის ბაშოს მომგები ტამავასის ძლევის შემდეგ ამის იმედი მოგვეცა, მაგრამ…
გადამწყვეტ ბრძოლაში ლევანის მეტოქე სეკივაკე ტაკაკეისიო იყო, ვისთანაც ჩვენებურს ერთადერთხელ მოეგო და ხუთჯერ დამარცხებულიყო. თითქოს ლევანი უფრო მოტივირებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ არც ასეა საქმე.
ტაკაკეისიო ბოლოსწინა დღეს სამიდან ერთი სპეციალური პრემიის (ტექნიკური სრულყოფილებისთვის) კანდიდატად გამოცხადდა და 2 მილიონ იენს მხოლოდ ქართველის ძლევის შემთხვევაში მიიღებდა.
ტაკაკეისიომ მეექვსედ დაამარცხა ტოჩინოშინი და პრემიალური თანხაც მიიღო. ჩემპიონი სწორუპოვარი ჰაკუჰო გახდა, რომელმაც მე-15 ბრძოლაში კიდევ ერთი იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა. ჰაკუჰომ მაჯის კუნთი გაიწყვიტა და უცნობია, აღიდგენს თუ არა ფორმას მაისის ბაშომდე.
რაც შეეხება ტოჩინოშინს, ოძეკის ტიტულის დაბრუნების შანსი აქვს. საამისოდ მან მაისის ბაშოზე სულ მცირე 10 ბრძოლა უნდა მოიგოს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
