მაურისიო პოჩეტინიომ „რეალს” კიდევ ერთხელ შეუთვალა, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ერთგულად რჩება და „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგებას არ აპირებს. ამის წაკითხვაზე ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ 46 წლის არგენტინელის პოზიცია ახალი არ არის და მისი გამეორება სრულიად ზედმეტი იყო, მაგრამ მართალი არ იქნება — ამჯერად სიახლე ის თანხაა, რომელიც მადრიდელებმა „დეზების” თავკაცს შესთავაზეს. საუბარი ასტრონომიულ გასამრჯელოზე, წელიწადში 17...
წელი: 2018
ყაყაჩოს ამბავი
აფერუმ ნემანია მატიჩს, მის პატრიოტიზმს და პრინციპულობას. “მანჩესტერ იუნაიტედის” სერბ საყრდენს შაბათს “ბორნმუთთან” ჰქონდა რთული მატჩი. შეხვედრის წინ, გასახდელში მატიჩი დაინტერესდა, თუ რას ნიშნავდა მათ სათამაშო მაისურზე გამოსახული ყაყაჩო. მატიჩს აუხსნეს რომ ამ სიმბოლოთი პატივს მიაგებენ ყველა გარდაცვლილ ბრიტანელ ჯარისკაცს, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, NATO-ს მისიებში დაღუპულებსაც… მატჩის მსვლელობისას დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევდა, რომ...
შიშველი, გადარეული…
ჰოლანდიაში, მეორე დივიზიონის მატჩში, „რინგსბურგ ბოისმა“ შინ 2:6 წააგო „ამსტერდამთან“. ეს თამაში ვის რაში აინტერესებს, მაგრამ მატჩის დროს მოხდა სახალისო ამბავი – შიშველი ქალი გადმოხტა მოედანზე და სტიუარდები ვერ (თუ არ) დაეწივნენ, რაღაც დროშით შემოირბინა მინდორი. მერე ერთ ფეხბურთელს წაუცეკვა, ოღონდ ის სიცილით გაერიდა. რა უნდოდა, აბა, მიდი და გაიგე. გადავხედეთ ჰოლანდიურ საიტებს და იმ...
სად ჩატარდება მსოფლიოს ჩემპიონატი 2030 წელს?
ბულგარეთს, საბერძნეთს, სერბეთს და რუმინეთს 2030 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობა სურთ. ეს 4 ქვეყანა 2028 წელს ევროპის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობის შესაძლებლობასაც განიხილავს. თუკი ბალკანური ოთხეული ოფიციალურად დაადასტურებს მასპინძლობის სურვილს, მაშინ მისი კონკურენტები სამხრეთამერიკული და აფრიკული სამეულები იქნებიან. ლათინური ამერიკიდან მუნდიალის ერთობლივად მასპინძლობა ურუგვაის, არგენტინას და პარაგვაის სურთ, ჩრდილოეთ აფრიკიდან კი ალჟირს, მაროკოსა და ტუნისს....
გავთვალოთ და დავთვალოთ
15 ნოემბერს სტუმრად ანდორასთან და 19–ში თბილისში ყაზახეთთან: საქართველოს ეროვნული გუნდი ამ ორ შეხვედრას თუ მოიგებს, ევროპის ჩემპიონატის წილისყრისას გარანტირებულად მეოთხე კალათაში იქნება. უფრო მარტივად, ერთა ლიგის D დივიზიონის საუკეთესო ნაკრები (ჯგუფური ეტაპის შედეგით) ევროშესარჩევის მეოთხე კალათაში მოხვდება. ამ მომენტისთვის საქართველო საუკეთესოა, ყველა მატჩი მოიგო და გოლიც არ გაუშვია. ამიტომაც არის, რომ ერთა ლიგაზე ყველა...
საბურთალო ქუთაისმა დაამშვიდა
ორიოდ დღის წინათ ვწერდით: თუ „საბურთალო“ საკუთარ თავთან არ დამარცხდა, საჩემპიონო დავაში მისი დამწევი არავინააო. იქვე დავსძინეთ, რომ ამის მთავარი მიზეზი, უშუალო კონკურენტის, „დინამოს“ გამოუცდელობაა. აი, დასტურიც. თბილისელები ქუთაისის „ტორპედოს“ სამი დღის განმავლობაში მეორედ შეხვდნენ. შინ წაგების შემდეგ, ცხადია, კახა კაჭარავას შეგირდებს რევანშის წყურვილი არ ასვენებდათ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი, ქულები იყო, ოქროს ქულები, რომელიც ორივე...
ცურვით დიდი ბრიტანეთის გარშემო
33 წლის ბრიტანელი როს ედგლი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც დიდ ბრიტანეთს ცურვით შემოუარა. მან საერთო ჯამში 2 879 კილომეტრი გაცურა. მოცურავემ წყალში 157 დღე გაატარა და ამ დროის განმავლობაში ხმელეთზე არც ერთხელ არ ასულა. ეს მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი საზღვაო გაცურვაცაა. როს ედგლი დღეში საშუალოდ 12 კილომეტრს ცურავდა. 157-დღიანი გაცურვისას სპორტსმენმა 500 ათასი კალორია დაწვა,...
ერთი, პოდლის ბლოკნოტი ჩამაგდებინა ხელში
დღესასწაულიო! პრინციპში სხვა რა უნდა ვუთხრა? თავადვე დავწერე, ამ ოხერი ცაცია ხელით, იქნება დიდებული თამაში, ორივე მხრიდან ხასიათები და გმირები-მეთქი. რატომ დავწერე ასე, არ ვიცი, ალბათ, გასამხნევებლად, ხმაურის გსაძლიერებლად, სტადიონზე ჩვენი სიმღერის მოსასმენად. გუშინწინ საღამოს „სარბიელში“ ინგლისელთა სავარაუდო შემადგენლობას ადგენდნენ. თავი მოკვიკალი, ბეტი და ფერდინანდი არ ითამაშებენ-მეთქი. სამი დღე რაიტის სასტარტოში თამაშზე ვლაპარაკობდი (სიმართლე ვთქვა,...
მარცხი პირველი
მთავარი ამბავი ლონდონში, “თუიქენემ სთედიუმზე”, 80369 ქომაგის თვალწინ დატრიალდა: რაგბის შემოდგომის ტესტების პირველი კვირის მთავარი თამაში ინგლისმა სამხრეთ აფრიკას დიდი გაჭირვებით, 12:11 მოუგო. მასპინძლებს ლელოს დადება არ ეწერათ. პირიქით, 33-ე წუთზე სბუ ნქოზის დადებული ლელო ერთადერთი გამოდგა თამაშში, რომელმაც “ქურციკებს” პირველი ტაიმის 8:6 მოგების საშუალება მისცა. ჯაჯგური მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და საბურთაო სახეობათა მამებმა მხოლოდ...
განრიგი რეალის გულშემატკივართათვის
„რეალმა” „ლა ლიგაში” ზედიზედ სამი წაგების შემდეგ „ვალიადოლიდთან” გაიმარჯვა – 2:0. მასპინძლებს იღბალი დაეხმარა. სტუმართა მიერ ხარიხისთვის ორჯერ გარტყმულ ბურთს თუ გნებავთ სულ ნუ მივიღებთ მხედველობაში — 18 წლის ვინისიუსის გარდამტეხი გოლიც იღბლის დამსახურება იყო. ბრაზილიელის დარტყმული მეტოქე გუნდის მცველს მოხვდა, მიმართულება მკვეთრად შეიცვალა და კარში ისე შევარდა. იღბალი ფეხბურთში, რასაკვირველია, საჭიროა. ამიტომაც დაარქვა „მარკამ”...








