„პალმეირასის“ 23 წლის მცველი იერი მინა „ბარსელონამ“ 11 მილიონ 800 ათას ევროდ იყიდა. კოლუმბიელი ფეხბურთელი დღესვე სან პაულუდან ჩაფრინდება ბარსელონაში და ოთხწლინახევრიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. კონტრაქტის გამოსყიდვის ფასია 100 მილიონი. ერთი კვირის წინ „დორტმუნდმა“ 27 მილიონი შეაძლია „პალმეირასს“, მაგრამ „ბარსა“ ბრაზილიურ კლუბს ზაფხულშივე შეუთანხმდა და მინაც ატეხილი იყო იანვარშივე „ბარსელონაში“ გადასვლაზე. იერი მინამ – მეტსახელად...
წელი: 2018
ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრმა ვენსან კომპანიმ ბარში 2 მილიონი წააგო
„სიტის“ კაპიტანმა ვენსან კომპანიმ წინა წლის ბოლოს მანჩესტერის ბიზნეს-სკოლა დაამთავრა და ბიზნეს ადმინისტრირებაში მაგისტრის ხარისხი მიიღო. კურსზე ისწავლებოდა ბიზნესი და მენეჯმენტი, ხოლო დასრულდა ორი პრაქტიკული პროექტით. ბოლოს, რა თქმა უნდა, იყო დიპლომის დაცვა. კომპანის ჰქონდა ნაშრომი თემაზე – როგორ შეუძლიათ პრემიერლიგის კლუბებს ბილეთებზე ფასდაკლებით გამოიყენონ უპირატესობა საშინაო მატჩებში და გაიუმჯობესონ შედეგები. კომისიამ სადიპლომო ნაშრომი ასიდან...
მეთოფე ღამურებში
26 წლის ფრანგი ნახევარმცველი ფრანსის კოკელინი „არსენალიდან“ „ვალენსიაში“ გადავიდა. „ღამურებმა“ „მეთოფის“ სანაცვლოდ 12 მილიონი გირვანქა გადაიხადეს და კონტრქტი 2022 წლამდე გაუფორმეს. კოკელინი 2008 წლიდან „არსენალშია“ და სამჯერ იყო განათხოვრებული – „ლორიენში“, „ფრაიბურგსა“ და „ჩარლტონში“ ( 2014). „ჩარლტონიდან“ დაბრუნებულს კარგი დრო დაუდგა, მაგრამ ამ სეზონში ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდებოდა და კარიერის „ვალენსიაში“ გაგრძელება გადაწყვიტა. „ვალენსია“ მესამე...
ანრი და მესი აბანოში გამოჩნდება
„ბარსელონას“ ყოფილმა მცველმა, ფრანგმა ერიკ აბიდალმა ის პერიოდი გაიხსენა, კიბოს რომ ებრძოდა და ლეო მესიმ სთხოვა, თანაგუნდელებისთვის ვიდეომიმართვები არ გაეგზავნა… „ძალიან მიჭირდა. ძალიან გავხდი და ბედნიერი ვიყავი, როცა ექიმმა მითხრა, ოპერაცია გიშველისო. ვიდეომიმართვა ჩავწერე და სიხარული ბარსელონელ თანაგუნდელებს გავუზიარე. ლეომ კი შემომითვალა, არ არის საჭირო ასეთი შეტყობინებები – ცუდ განწყობაზე გვაყენებს და უარყოფითად გვმუხტავსო… იცით...
ნეპოტიზმი
ესპანური „სპორტის” ცნობით, გასულ პარასკევს „რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს გუნდის მწვრთნელი ზინედინ ზიდანი დაუბარებია და გამოუცხადებია, რომ ბილბაოს „ატლეტიკიდან” მეკარე კეპა იყიდა. საუბარს თურმე მადრიდელთა გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესიც ესწრებოდა. მეორე დღეს ანუ „რეალისა” და „სელტას” შეხვედრის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ზიდანმა გამოაცხადა: „მე ახალი მეკარე არ მჭირდება”. აშკარაა, რომ საქმე პრეზიდენტსა და მწვრთნელს შორის...
ნგოლო კანტეს ავარია
„კარაბაოს” ანუ ლიგის თასზე „ჩელსიმ” და „არსენალმა” 0:0 რომ ითამაშეს ცხადია იცით, მაგრამ ის თუ გაიგეთ, ამ მატჩში მონაწილეობის მისაღებად „სტემფორდ ბრიჯისკენ” მიმავალ ნგოლო კანტეს ავარია რომ შეემთხვა და თავისი ნახმარებში ნაყიდი „მინი კუპერი” რომ დაამტვრია? და ამის მიუხედავად, გამვლელებთან სელფიებს რომ იღებდა, არ მოგწონთ? ეტყობა, თავაზიანი კაცია. ხომ წარმოგიდგენიათ, რა გუნებაზე იქნებოდა, მაგრამ ფოტოზე...
აქა ამბავი ქართული ტრანსფერებისა…
ქართულ ფეხბურთში ბოლო დღეებში რამდენიმე ფეხბურთელმა მორიგი სამსახური გამოიცვალა. თანამედროვე ფეხბურთისგან განსხვავებით კი ეს ყველაფერი იმდენად სხვანაირად ხდება… ალბათ, ქვეყნად არაფერია იმაზე მოსაწყენი და უინტერესო, როგორც ქართულ კლუბებში მომხდარი ტრანსფერები. დაზამთრდა და დაიწყო რია-რია, ვინ სად გადადის და გადმოდის, კაცი ვერაფერს გაიგებს. ცუდი შედარებისთვის, ამ პროცესს ჰქვია, თხა ვიყიდე, თხა გავყიდე… ამის გაგრძელებაა „სარგებელი ვერა...
ლილიმ მესი მესის ფეხებზე დახატა
პარაგვაელმა დიზაინერმა ლილი კანტერომ ლეო მესის ორიგინალურად მოხატული ბუცები ბარსელონაში საჩუქრად ფოსტით გაუგზავნა. სამი თვე დასჭირდა ამანათს ატლანტიკის ოკეანის გადასალახად და „ბარსელონას“ ოფისში მისამართზე მისაღწევად. ამ დღეებში საჩუქარი პატრონთან მისულა და მესის რომ მოსწონებია, „ტვიტერზე“ გამოფენილი სურათიდანაც ჩანს. 25 წლის ლილი უკვე ხუთი წელია ამ ხელობას მისდევს და ფეხბურთელებისგან შეკვეთებს იღებს, ოღონდ მესისგან შეკვეთა არ...
უხანგრძლივესი, ნახევარსაათიანი თათბირი
ზინედინ ზიდანმა „რეალის” ფეხბურთელები შეკრიბა და ნახევარსაათიანი თათბირი ჩაუტარა. მწვრთნელს მოთამაშეების რეაქცია აინტერესებდა. მას უნდოდა ენახა ვინ რას ფიქრობს ბოლოდროინდელ ცუდ შედეგებზე, გასულ სეზონში ხუთი ტიტულის მომგებ გუნდს ინფექციასავით რომ შეეყარა. ამასთან, ფრანგს სურდა ყველასგან პირადად გაეგო, უჭერს თუ არა მას მხარს. როგორც „მარკა” იტყობინება, ფეხბურთელებს ზიდანის მიერ წამოჭრილ საკითხებზე დადებითი რეაქცია ჰქონდათ. გამოვიდა, რომ...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
სად არის პატრიკ კლუივერტი? ბოლო ცნობებით ის მილანში იყო, თუმცა, რას აკეთებდა იქ, არავინ იცის. მაშინ რატომ არის კლუივერტი მილანში? იმიტომ, რომ სხვაგან წასასვლელი მატარებელი ვერ აირჩია. როგორ მოხვდა კლუივერტი მილანში? შემთხვევით. მან და მისმა ძმაკაცმა უინსტონ ბოგარდმა სამხრეთში დასვენება გადაწყვიტეს, მილანში ჩასულებმა კი გაარკვიეს ,რომ იქ კურორტი არ ყოფილა. სად არის ახლა ბოგარდი? ბოგარდი...









