სეზონის დაწყებამდე ანტონიო კონტემ „ჩელსიში“ პიცა, კეტჩუპი და გაზიანი სასმელი აკრძალა. ფეხბურთელები ავად თუ კარგად შეეგუენ ამ ამბავს, მაგრამ კონტეს ხუშტურებს ზღვარი არ აქვს. გუშინწინ The sun–ისთვის მიცემულ ინტერვიუში მწვრთნელმა არ დამალა, რომ ვარჯიშებზე მომღიმარი ფეხბურთელები აღიზიანებს. „ეს არაპროფესიონალიზმის გამოვლინებაა და თუ შევეგუებით, ბოლო ადგილზე აღმოვჩნდებით“ – ეს კონტეს სიტყვებია. „კონტეს ვარჯიშის შემდეგ ვერ ხვდები,...
წელი: 2018
ნეიმარი და მესის ჩრდილი
„არსენალისა” და „ბარსელონას” ყოფილმა ვარსკვლავმა, ინგლისური „სქაი სპორტის” ფრანგმა ტელეწამყვანმა ტიერი ანრიმ სამშაბათს, „სტემფორდ ბრიჯიზე” გამართული ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის მსვლელობისას ლიონელ მესიზე და ნეიმარზე ილაპარაკა. „სტემფორდ ბრიჯზე” „ჩელსიმ” და „ბარსელონამ” 1:1 ითამაშეს. სტუმართაგან გოლი სწორედ არგენტინელმა გაიტანა. როდესაც ანრის ჰკითხეს, მისი აზრით რატომ წავიდა ნეიმარი „ბარსადან”, ამ ნაბიჯით მესის ჩრდილში ყოფნას ხომ არ აარიდა თავი,...
რუბენის გატაცება: ძარცვა, ჩარტყმა, გატაცება
დღეს, დილით, რეიდზე ვალენსიის პოლიციამ ხელს გააყოლა „ვილიარეალის“ პორტუგალიელი მცველი რუბენ სემედო. 23 წლის ფეხბურთელი ეჭვმიტანილია ადამიანის გატაცებაში და ძარცვაში. 12 თებერვალს ბატერას (ვალენსიის რეგიონი) მუნიციპალიტეტში პოლიციას კოჭლობით მიაკითხა ყავარჯნიანმა დაზარალებულმა, რომელიც სამ კაცს გაუტაცია, დაუბამს და უცემია. მერე სახლის გასაღები წაურთმევია, ორნი წასულან და მისი სახლი გაუძარცვავთ. სამიდან ერთი ეჭვმიტანილი სწორედ რუბენ სემედო გახლავთ,...
ფურკად-სამოსანი
მარტინ ფურკადმა კიდევ ერთხელ, საფრანგეთის დროშით ხელში, რონინით გადალახა ფინიში და საფრანგეთის ნაკრებს პიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ბიათლონის შერეული ესტაფეტის ოქროს მედალი მოუტანა. იგი აღარ ჰგავდა იმ ფურკადს, რომელმაც ორიოდე დღის წინ, ვაჟთა მას-სტარტზე მხოლოდ ფოტოფინიშით გაუსწრო გერმანელ სიმონ შემპს და პიონგჩანგის თოვლს თხილამურის ჯოხი ბრაზით უთაქა. ფურკადი ბედნიერად იღიმოდა, რადგან: 1. ეს მისი...
ნაჩხუბარი ჩილელები მანჩესტერ იუნაიტედში
ამბობენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” ზაფხულში ჩილელი არტურო ვიდალის ყიდვას აპირებს. მოგეხსენებათ, ვიდალი ამჟამად „ბაიერნში” თამაშობს, მაგრამ მისი მომავალი ჰაერში კიდია. ბუნდესლიგის ლიდერმა „შალკესგან” ლეონ გორეცკა დაიბევა და სეზონის დამთავრების შემდეგ მის კონტრაქტს ოფიციალურ სახეს მისცემს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდალის საქმე შეიძლება ცუდად წავიდეს, „მანჩესტერ იუნაიტედი” კი მზად არის 30 წლის ნახევარმცველი „ოლდ ტრეფორდზე” წაიყვანოს....
პიონჩანგის ქართველი ლეგენდა
ეთერ თუთბერიძე – ადამიანი, რომლის ცხოვრებაც დაუჯერებელ კინოსცენარად მოგეჩვენებათ. დღეს ოლიმპიადაზე ჟურნალისტთათვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მწვრთნელია და ინტერვიუს რიგში „ვოგი“,„კოსმოპოლიტენი“ და „სპორტ ილუსტრეიტედი“ დგანან. პატარა ქართველმა გოგონამ ყველაზე ცნობილი საბჭოთა მწვრთნელების – ჩაიკოვსკაიას და ტარასოვას სკოლა გაიარა, მაგრამ ხერხემლის ბზარმა სსრკ-ის რამდენიმეგზის პრიზიორის კარიერა ნაადრევად შეწყვიტა. ეთერ თუთბერიძე ყინულის შოუს მოცეკვავე გახდა და…. თითქმის კატასტროფა!...
მიდი, მოადე უიგანში
სერხიო აგუეროს ხელითაც შეეხნენ და მიაფურთხეს კიდეც — ორშაბათს, ფეხბურთის ასოციაციის თასის მერვედფინალში „უიგანმა” „მანჩესტერ სიტის” 1:0 მოუგო, საფინალო სასტვენის შემდეგ კი მოედანზე მაყურებლებიც გადახტნენ. სანამ „უიგანის” მცველი ჩეინი დანკლი, „სიტის” ერთ-ერთი მწვრთნელი მიკელ არტეტა და ფიზიოთერაპევტი სტივენ ლილი არგენტინელის დასახმარებლად მივარდებოდნენ, მან თავდამსხმელისთვის ხელის კვრა და მისი თავიდან მოშორება მოახერხა. ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია მომხდარს...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
– რაღაც ხმაურია. რა ხდება? – რაღა რა ხდება, იყიდება, წითელ თუმნიანებზე იყიდება. – რა? – “მანჩესტერ იუნაიტედი”. – მერე მაგაში რა არის ცუდი? – როგორ გითხრა. ჯიგარს ამოიღებ და გაყიდი? – ხბო ხომ არ ვარ? არამედ კაცი. – საქმეც მაგაშია. კაცობა თუმნიანზედ არ უნდა დახურდავდეს, ჯიგარი კიდევ ყაურმაზედ – ვაჰ, რა ლამაზადა თქვი, შიგნეულობა...
კატასტროფა, ფიასკო, უარესი უარესთა შორის
ამერიკელ პოპვარსკვლავ ფერგის საჯარო ბოდიშის მოხდა მოუწია. მიზეზი: ლოს ანჯელესში, „ოლ სტარის” შეხვედრის წინ მან საშინლად შეასრულა აშშ-ის ჰიმნი. „სპორტული ღონისძიებების დროს ცნობილი მელოდიების დამახინჯება უჩვეულო ამბავი არ არის, — წერს ჟურნალისტი ლორინ ევანსი, — შემსრულებლები ცდილობენ სიმღერას, რომლის მარტივად შესრულება ყველაფერს ჯობს, სრულიად არასაჭირო დეტალები შესძინონ. კიდევ კარგი, ფერგის სინდისი ეყო და ტუჩის გარმონი...
ძველი ცოდვის აღიარება ჩელსისა და ბარსელონას ახალი შეხვედრის წინ
ტომ ჰენინგ ოვერბომ „ჩელსის” 9 წლის დაგვიანებით მოუბოდიშა. ალბათ ყველას გახსოვთ 2009 წელი და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე” „ლურჯებსა” და „ბარსელონას” შორის, რომელიც 1:1 დასრულდა. შეხვედრას ანდრეს ინიესტას ეფექტურმა გოლმა დაუსვა წერტილი — ორი შეხვედრის ჯამში („კამპ ნოუზე” 0:0 იყო) კატალონიელებმა გაიმარჯვეს. „ბარსელონა” ფინალში გავიდა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედს” შეხვდა და 2:0 მოუგო. ნახევარფინალში,...









