ტომ ჰენინგ ოვერბომ „ჩელსის” 9 წლის დაგვიანებით მოუბოდიშა. ალბათ ყველას გახსოვთ 2009 წელი და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე” „ლურჯებსა” და „ბარსელონას” შორის, რომელიც 1:1 დასრულდა. შეხვედრას ანდრეს ინიესტას ეფექტურმა გოლმა დაუსვა წერტილი — ორი შეხვედრის ჯამში („კამპ ნოუზე” 0:0 იყო) კატალონიელებმა გაიმარჯვეს. „ბარსელონა” ფინალში გავიდა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედს” შეხვდა და 2:0 მოუგო.

ნახევარფინალში, რომელიც ყოფილმა ნორვეგილმა მსაჯმა ესპანურ „მარკასთან” ინტერვიუში გაიხსენა, „ჩელსი” რამდენიმე ეპიზოდში პენალტს ითხოვდა. მეხსიერებას შემორჩა დიდიე დროგბას დაქაჩული თვალები და ხელებგაშლილი მიხაელ ბალაკი. როგორც ირკვევა, კოტ დ’ივუარელი და გერმანელი მთლად არ ტყუოდნენ.
„ეს ნამდვილად არ იყო ჩემი საუკეთესო დღე, — თქვა ოვერბომ, — მაგრამ, მსაჯებს ასეთი შეცდომები მოსდით. უხეშად ხანდახან მწვრთნელები და ფეხბურთელებიც ცდებიან. იმ შეხვედრით ვერ ვიამაყებ. ხსენებულ ეპიზოდებში ხელით თამაში ვერ დავინახე, მაგრამ გადაწყვეტილება თავის დროზე მოედანზე მივიღე და დღეს აღარ არის საინტერესო, რას ვფიქრობ. ვიცი, რომ ბევრი გულშემატკივარი მზად არის ჩემს მაშინდელ გადაწყვეტილებებზე იკამათოს. და ეს კამათი არასდროს დასრულდება. პასუხისმგებლობა მე მეკისრება.
დაუსრულებლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმ ეპიზოდების სხვანაირად განსჯის შემთხვევაში ფინალში „ჩელსი” გავიდოდა. ამას ვერასდროს გავიგებთ. მე მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილებები საუკეთესო არ იყო. ხოლო იმის მტკიცება, თითქოს ეს ეპიზოდები რომ არა „ბარსელონა” ფინალში ვერ გავიდოდა, შეუძლებელია”.
ადვილი მისახვედრია, რომ ოვერბოს ამბავი პრესას „ჩელსისა” და „ბარსელონას” მოახლოებულმა დაპირისპირებამ გაახსენა — 20 თებერვალს, „სტემფორდ ბრიჯზე” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალია. საპასუხო შეხვედრა 14 მარტს „კამპ ნოუზე” გაიმართება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
