ჯეიმი ვარდი „ატლეტიკოს” სურს! „ლესტერის” 31 წლის თავდამსხმელი მადრიდელთა სიაში ყოფილა. „მატრასებს” ზაფხულზე ანტუან გრიზმანი წაუვათ — „ბარსელონაში” გადადის — და ავანგარდში მისი შემცვლელი სჭირდებათ. გრიზმანის „კამპ ნოუზე” გადასვლას წინ აღარაფერი უდგას — „ბლაუგრანას” დაახლოებით 102 მილიონი ევრო აქვს ამ საქმისთვის გადადებული და ხელშეკრულებაც უკვე გამზადებულია. „ატლეტიკოს” სავარაუდოდ ფერნანდო ტორესიც დატოვებს. დიეგო სიმეონეს კი თურმე...
წელი: 2018
პენალტის სკანდალი და ბატების ოჯახი
იმას რაც გერმანიის თასის ფინალში მოხდა, არავინ ელოდა — ძლევამოსილმა „ბაიერნმა” ფრანკფურტის „აინტრახტთან” 1:3 წააგო. ბედის ირონია კი ის გახლავთ, რომ ფრანკფურტელთა მწვრთნელი ნიკო კოვაჩია, ბავარიელთა უკვე დანიშნული შემდეგი თავკაცი. ანუ კოვაჩმა მოუგო თავის ხვალინდელ გუნდს, სიტყვა ხვალინდელის ფაქტობრივად პირდაპირი გაგებით. თამაში დრამატული იყო. ბოლო 10 წუთში, როდესაც „აინტრახტი” 2:1-ს იგებდა, მსაჯ ფელიქს ცვაიერს ორჯერ მოუხდა...
სერიული გამარჯვებული
ანტონიო კონტემ „ჩელსის” შეფებს შეუთვალა: ჩემი გაშვებით თქვენ სერიულ გამარჯვებულს დაკარგავთ! კვირას იტალიელის ხელმძღვანელობით „ლურჯებმა” ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიგეს. მათ ედენ აზარის მიერ 22-ე წუთზე გატანილი პენალტით „მანჩესტერ იუნაიტედი” დაამარცხეს. ზუსტად ერთი წლის წინ კონტეს „ჩელსი” ინგლისის ჩემპიონიც იყო. არადა უკვე თვეებია ლაპარაკობენ, რომ დამთავრდება თუ არა სეზონი ანტონიო კონტეს „სტემფორდ ბრიჯიდან” გაუშვებენ. იტალიის...
… როცა ერთი სკამიც საკმარისია
ძიუდოს ფედერაციაზე მინდოდა, დამეწერა. იმაზე, რაც ხდება და უფრო იმაზე, რაც არ ხდება. უკვე უსიამოვნოდ ნათქვამზეც და უსიამოვნოდ უთქმელზეც. სპორტის ამ სახეობაში ერთი უდიდესთაგანი რომაა ყველა მნიშვნელობით, ბოლომდე ვერაწონილი და ვერდაფასებული, იმ კაცს ინტერვიუზე შევუთანხმდი. მეპატიოს და თავად ვიუარე, რადგან რაზეც საუბარი იყო საჭირო, ძიუდოს ფარგლებს სცდება. ახლაც მხოლოდ გულს თუ მოვიფხანთ, თორემ, მეტი რაა?!...
რატომ იტირა კაპიტანმა?
კინაღამ ვიკითხე, გახსოვთ „პარმა“? რა თქმა უნდა, გახსოვთ. ჯიჯი ბუფონის, ფაბიო კანავაროს და ლილიან ტურამის ყოფილი გუნდი ჯოჯოხეთის გავლით იტალიურ სერია A-ში დაბრუნდა. ეს რეკორდია. „პარმალატის“ კრიზისის შემდეგ გუნდმა უმთავრესი სპონსორი დაკარგა, კლუბის მოპოვებული თასებიც კი გაიტანეს აუქციონზე, მაგრამ ორას მილიონ ევრომდე ვალს ეს რას უშველიდა?! მერე ახალი იურიდიული პირი შეიქმნა და პრეზიდენტი ნევიო სკალა...
ტოჩინოშინის მუქთა მეშვიდე
წესით და რიგით, დღეს დილით ლევან გორგაძე, ვისაც ამომავალი მზის ქვეყანაში ტოჩინოშინად უხმობენ, მასავით კომუსუბის ტიტულის მქონე ენდოს უნდა დაჯახებოდა. შეტაკება არ შედგა. ენდოს მიტაკუემისთან გუშინდელ ბრძოლაში მარჯვენა ხელი უღრძვია და დღეს დოჰიოზე გასვლა იუარა. ენდოს უფლება აქვს, თუ ჯანზე მოვიდა, ორშაბათს დაუბრუნდეს ტურნირს, მაგრამ ეგ მისმა ფანკლუბმა იდარდოს. მაისის სუპერტურნირს კი უკვე შვიდიდან შვიდი...
გეგონება იდიოტები იყვნენ
იოაჰიმ ლიოვმა სანდრო ვაგნერის საქციელი უპასუხოდ არ დატოვა. შეგახსენებთ, რომ ლიოვმა შეადგინა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვან გერმანელ ფეხბურთელთა სია, რომელშიც ბავარიელისთვის ადგილი არ მოიძებნა, რაზეც ვაგნერი გაბრაზდა და თქვა: „ჩემთვის ნათელია, რომ გერმანიის ნაკრების მწვრთნელებს არ ვუნდივართ, რადგან ღია, პატიოსანი და სიმართლის პირში მთქმელი კაცი ვარ”. გარდა ამისა 30 წლის თავდამსხმელი ნაკრებს დაემშვიდობა, მანდ მეტად აღარ ვითამაშებო....
თამაშის შიში
ახლაღა გაირკვა: „ბარსელონას” ყოფილი ამომავალი ვარსკვლავი ბოიან კრკიჩი, რომელსაც სიყმაწვილეში ზოგი მომავალ მესისაც კი ეძახდა თურმე წლობით ავად ყოფილა: შფოთვის სინდრომი ეძალებოდა და რაღა თამაშზე იქნებოდა ასეთ დროს ლაპარაკი. 27 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ „გარდიანთან” ინტერვიუში სწორედ ამაზე ილაპარაკა და დაუნდობელი საფეხბურთო სამყაროც მკაცრად გააკრიტიკა. „ადამიანის პრობლემებზე დაფიქრება არავის სურს. ფეხბურთს ადამიანი არ აინტერესებს”, — თქვა კრკიჩმა,...
მოურინიუს ცუდი წებო აქვს
რიო ფერდინანდი დარწმუნებულია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს” შეუძლია მეტოქეები საჯარიმოს მოედანთან მიაჯაჭვოს, მაგრამ ჟოზე მოურინიუ ფეხბურთელებს უკან დგომას აიძულებს — ასეთია პორტუგალიელის ფილოსოფია. პეპ გვარდიოლამ, რომლის „მანჩესტერ სიტიმ” თანაქალაქელები პრემიერლიგაში მთელი 19 ქულით ჩამოიტოვა, ამ სეზონში „კარაბაოს“ თასიც მოიგო — მოკლედ „იუნაიტედს”, რომელიც დღეს ასოციაციის თასის ფინალში „ჩელსის” ხვდება, ალალად აჯობა. 39 წლის ფერდინანდი აღიარებს, რომ...
ლამის ოცი წლის წინათ ოცი წლის წინანდელზე
მახსოვს, როგორ არა, დიდი ჯიუტი ძიაკაცი იყო. 1981 წლის 17 თუ 18 მაისი იდგა, მერვე კლასში ვიყავი და მეგონა, რომ თბილისის „დინამოს“ სამარადისოდ ეპყრა ადგილი ევროპულ ელიტაში. კიროვის პარკში შატალოზე ყოფნისას შევიარე და მერხზე ჩამომჯდარი ძიაკაცების გუნდის შორიახლოს გავჩერდი. იქ გვარიანი, ცეცხლოვანი კამათი მიმდინარეობდა: ერთნი აცხადებდნენ, „დინამო“ ევროპაში საუკეთესო გუნდია, ჩემპიონთა თასის ფინალში მყოფ „რეალსა“...









