მას მერე რაც „ბარსელონასგან” იერი მინას 35 მილიონ გირვანქად შეძენის საქმეც ჩაეშალა ჟოზე მოურინიუ ბოლო იმედსღა ებღაუჭება. კოლუმბიელის ტრანსფერი კი იმიტომ ჩაიშალა, რომ აგენტის წილზე ვერ მორიგდნენ. ახლა „განსაკუთრებულს” ცენტრალური მცველის მოსაძებნად ოთხი დღეღა დარჩა.
მინამდე მოურინიუ „ლესტერის” ჰარი მაგუაირისა და „ტოტენჰემის” ტობი ალდერვეირელდის შეძენას ცდილობდა.
აგენტ ფელიპე რუსოს საქმე კი ასე იყო: მან ბოლოწამს „მანჩესტერ იუნაიტედის” წარმომადგენლებს პირი უშალა და მეტი ფული მოსთხოვა. არადა, მინას ხუთწლიანი კონტრაქტი მოლაპარაკებული იყო.

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
