ყოფილმა არგენტინელმა ვარსკვლავმა, მსოფლიოს სამი ჩემპიონატის მონაწილემ ერნან კრესპომ, არგენტინისა და ისლანდიის ნაკრებთა ფრის (1:1) შემდეგ თქვა: „ლეო მარადონა არ არის. მას არ შეუძლია მარტომ მოიგოს მსოფლიოს ჩემპიონატი. მესის შეუძლია ორ მეტოქეს გასცდეს, დიეგომ კი ინგლისთან ხუთი ჩამოიტოვა. ხვდებით განსხვავებას?” კრესპომ იტალიური La Gazzetta Sportiva-სთვის მიცეულ ინტერვიუში თემა ასე განავრცო: „მესი რომ მარადონა არ არის და...
ნადირობა ნეიმარზე
მაშ ასე, მსოფლიოს ჩემპიონატში ბრაზილიაც ჩაერთო. მონდიალების მუდმივმა ფავორიტმა როსტოვში შვეიცარიასთან 1:1 ითამაშა, ესპანური „მარკა” კი ამბობს, რომ შვეიცარიელებს ნეიმარზე აშკარა ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული: მის წინააღმდეგ ათჯერ დაარღვიეს თამაშის წესი. ესპანელ ჟურნალისტებს სწამთ, რომ თუკი ნაოპერაციები ნეიმარი მატჩის წინ კვლავ არ იყო ბოლომდე გამოჯანმრთელებული, მატჩის შემდეგ მის ექიმებს უეჭველად ბევრი საქმე გამოუჩნდებოდათ. „მარკა” იხსენებს, რომ...
რატომ წააგო არგენტინამ?
არადა – წააგო! ჩანაფიქრის ნახევარიც ვერ გაიტანა მოედანზე და მხოლოდ ქულას გამორჩა. ისლანდიამ კი, ბურთის 22%-იანი ფლობით მიზნის ას პროცენტს უწია. ვერც უიღბლობას დაიწუწუნებენ არგენტინელები – შემახსენეთ რეალური საგოლე მომენტები ისლანდიელთა კართან (ცხადია პენალტს არ ვგულისხმობ). მაშ რა დაემართა არგენტინას? რა დაემართა და ხორხე სამპაოლი! მთავარი მწვრთნელი რუსეთში ჩასვლამდე აცხადებდა, რომ გენიალური სქემა შეიმუშავეს: 2-3-3-2...
მესიმაც გაასამა
არგენტინელთა ლიდერმა 1:1-ზე ისლანდიელთა მეკარე ვერ დაჯაბნა და მესამე არგენტინელი შეიქნა, ვისაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პენალტი გაუცუდდა. შორეულ 1930 წელს იგივე პორტენოსტერს ჩაუდენია და 2002 წელს ვერც არიელ ორტეგამ იყოჩაღა. ვერ გაიტანა და ვერ გაიტანა! ვის არ მოსვლია?! ბექჰემი? ბაჯო? ინგლისელთა დღევანდელი დამრიგებელი გარეთ საუთგეიტი? ეს სულ უმაღლესი რანგის სანაკრებო ტურნირებში და სულ პენალტების...
მოსკოველმა ტაქსისტმა რვა კაცი დალეწა (ვიდეო)
მოსკოვში, წითელ მოედანთან ახლოს ტაქსი ტროტუარზე ავარდა და რვა კაცი დაამტვრია, მათ შორის ორი მექსიკელი გულშემატკივარი. ადგილი, სადაც ინციდენტი მოხდა სხვადასხვა ქვეყნის ფანებით იყო სავსე. პოლიციამ ყირგიზი მძღოლი, რომელიც გაქცევას ცდილობდა, დაიჭირა. ვიდეოზე ყველაფერი კარგად ჩანს.
ტიტემ ბრაზილია შეცვალა
მარსელომ თქვა, რომ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტიტემ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიასთან 1:7 დამარცხების შემდეგ „სელესაო” მთლიანად გარდაქმნა. „ტიტემ გუნდი ძირეულად შეცვალა. ახლა ყველაფერი გაცილებით ადვილია და ჩვენ მისი მეთოდები კარგად გვესმის”, — თქვა მარცხენა მცველმა პრეს-კონფერენციაზე. მარსელო დღეს, როსტოვში, 22 საათზე, შვეიცარიასთან შეხვედრაში გუნდს უკაპიტნებს. მან თქვა: „რასაკვირველია, ბრაზილიის ნაკრების კაპიტნობა ძალიან მახარებს....
დიეგოს ვიწრო თვალები
რა დიდია და რა გადარეული — დიეგო მარადონა კორეელ გულშემატკივრებს სულელურად გაეხუმრა და ისევ შარშია. ამჯერად დიდი სკანდალი ალბათ არ აგორდება, მაგრამ მაინც. ამბავი კი ასე იყო: მოსკოვში, „სპარტაკის” სტადიონზე, მხიარული კორეელი ფანები მარადონას ხელს უქნევდნენ, მის სახელს ყვიროდნენ და სმარტფონებით ფოტოებს და ვიდეოს უღებდნენ. ამ ამბავს ITV-ს მიმომხილველი ჯექი ოთლი შეესწრო და სწორედ მან...
ლიდერისგან ძღვნად სერ ალექსს
ირანის ნაკრების პორტუგალიელმა მწვრთნელმა კარლუშ კეირუშმა მისი გუნდის მიერ მაროკოს კარში მსაჯის წამატებულ დროში გატანილი გოლი თავის ყოფილ შეფს სერ ალექს ფერგიუსონს მიუძღვნა. ვისაც ირანელთა გოლი არ ახსოვს: ის კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე გავიდა, ამას კი ინგლისში „ფერგის დროში” გატანილს ეძახდნენ. მიზეზი: ფერგიუსონის ეპოქაში „მანჩესტერ იუნაიტედს” ბევრჯერ შეუგდია ასე — დიდი მწვრთნელის შთაგონებული გუნდი ყოველთვის ბოლომდე...
იბრა დეშამის მწვრთნელად დანიშნეს
დიდმა შვედმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი დიდიე დეშამი ქარიმ ბენზემას გარიყვის გამო გაკენწლა : „არასწორია რომ ბენზემა ნაკრებიდან მოკვეთეს. ის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია მსოფლიოში, „რეალში“ ჩემპიონთა ლიგა არაერთხელ მოუგია და რის გამოც ნაკრებში არ ათამაშებენ, ფეხბურთთან არანაირ კავშირში არაა. მწვრთნელი თუ თვლის რომ ბენზემა არ გამოადგება, მაშინ ეს მწვრთნელი გუნდში არ უნდა იყოს, ხოლო...
ქალის ადგილი…
ირანი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა შორის, სადაც ქალებს აკრძალული აქვთ სტადიონზე შესვლა. 1970-იანი წლების ისლამურმა რევოლუციამ ქალებს სერიოზული შეზღუდვები დაუწესა. ამის მიუხედავად, მიმდინარე მონდიალის დაწყებამდე გამონაკლისის სახით ქალებს „საოჯახო ქვედანაყოფების“ შემადგენლობაში თეირანის 80-ათასიან სტადიონზე სტუმრობის ნება დართეს, სადაც ირანი-მაროკო გიგანტურ ეკრანზე გადაიცემოდა. ასევე გაიცა ნებართვა, ქალები ქალაქის პარკებში განთავსებულ ეკრანებთან დასწრებოდნენ რეპორტაჟს, მაგრამ… მატჩის...









