ესპანეთთან და მაროკოსთან მსოფლიო ჩემპიონატის ორ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს ოთხი გოლი დაუგროვდა და ერთპიროვნულად ლიდერობს ბომბარდირთა დავას. მომდევნო შეხვედრას პორტუგალია ირანთან გამართავს. თუ ოდნავ იქითაც გავიხედავთ, მერვედფინალში რუსეთი ან ურუგვაი იქნება მეტოქე და კრიშტიანუს რეალური შანსი აქვს, საგოლე მარაგი შეივსოს. ეს რად დაგვჭირდა: აგერ უკვე 44 წელია, მსოფლიოს ჩემპიონატის ბომბარდირობისთვის 6 გოლიც საკმარისი იყო ერთადერთი...
ქართული მარშრუტი ევროპაში – სლოვაკეთი, ისრაელი, ყაზახეთი
გუშინ თუ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე დაწყვილდნენ გუნდები, დღეს უეფას რანგით მეორე ტურნირის, ევროპის ლიგის 2018-2019 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა და სამი ქართული კლუბის მეტოქის ვინაობა გაირკვა – თბილისის „დინამოს“ სლოვაკეთის მესამეადგილოსანი „დუნაისკა სტრედა“ ერგო, საჩხერის „ჩიხურა“ ისრაელის ჩემპიონატის მეორეადგილოსან „ბეითარს“ შეხვდება, ხოლო „სამტრედია“ ყაზახეთის „ტობოლს“ დაუპირისპირდება, რომელმაც ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე...
დღეს რუსეთი ურუგვაია
სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდი ფაქტობრივად მერვედფინალშია და ამას თეორიული დასტურიღა სჭირდება. რუსეთი ჯგუფში მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩარჩება, თუ საუდის არაბეთი დღეს ურუგვაის და ბოლო ტურში ეგვიპტეს დიდი ანგარიშებით დაამარცხებს, თუმცა, ესეც არ კმარა – ბოლო ტურში თავად რუსეთმა ურუგვაისთან კატასტროფული სხვაობით უნდა წააგოს. დამეთანხმებით, ზღაპარია. მოკლედ, რუსეთი პირველი მერვედფინალისტია და ჩრდილოელებს მადა ჭამაში მოუვიდათ. რატომაც არა?...
მავანთა საყურადღებოდ!
ამას ვრცელი თხრობა არ სჭირდება: სენეგალელი ფანები, მას მერე რაც მათმა ნაკრებმა პოლონეთს 2:1 მოუგო, ტრიბუნაზე დარჩნენ და თავიანთი დაყრილი ნაგავი აალაგეს! ცნობისთვის: სენეგალელი ფანები არ არიან ერთადერთნი, ვინც რუსეთში სტადიონზე თავისი ნაგავი აალაგა. ასევე მოიქცნენ იაპონელები და კოლუმბიელები.
უილშერმა, ემერიმ გამაგდოო
ჯეკ უილშერმა განაცხადა, რომ თვის ბოლოს „არსენალს” დატოვებს. ინგლისელის თქმით, ის „მეთოფეთა” ახალმა მწვრთნელმა, ბასკმა უნაი ემერიმ შეავიწროვა. 26 წლის ნახევარმცველმა ინსტაგრამით ამცნო გულშემატკივრებს, რომ ემერიმ პირობა წაუყენა: „ემირეითზე” დარჩენა თუ გინდა ხელფასის შემცირებას დაჰყაბულდიო. ასეთმა წინადადებამ მისთვის ცხადი გახადა, რომ გუნდიდან უშვებენ და მოლაპარაკებების გაგრძელება დიდად აღარც კი ცადა. ჯეკ უილშერი „არსენალში” 2001 წლიდანაა....
რეალმა ლუნინი ზორიაში იპოვა
წუხელ ესპანურმა MARCA-მ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის ნაკრებისა და „ზორიას“ 19 წლის მეკარის – ანდრეი ლუნინის მადრიდულ გრანდში გადასვლის შესახებ. ტრანსფერის თანხამ 8.5 მილიონი ევრო შეადგინა და კიდევ 4 მილიონის მიღება „ზორიას“ ბონუსების სახით შეუძლია. „რეალმა“ მეკარეს ყურადღება შარშან მიაქცია, როცა „ზარიამ“ ევროპალიგის მატჩში ბილბაოს „ატლეტიკი“ სტუმრად 1:0 დაამარცხა. მას შემდეგ დაკვირვება გრძელდებოდა და კონტრაქტიც შედგა....
იერო თავის მართლებას არ დაიწყებს
მას მერე, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 24 საათით ადრე ესპანეთის ნაკრების თავკაცის თანამდებობაზე ხულენ ლოპეტეგი შეცვალა, ფერნანდო იერო დღესა და ღამეს შრომაში ასწორებს და გადატანილი სკანდალის მიუხედავად სწამს, რომ მის გუნდს ტრიუმფამდე მისვლა შეუძლია. „მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში მან თქვა: „გუნდმა მომხდარი ისე გადაიტანა, რომ აშკარად გამოჩნდა, თუ რა დაღვინებულ და შეგნებულ ხალხთან გვაქვს საქმე. ახალ...
გამოსაფხიზლებელი კრება
ვატუტინკიში, გერმანიის ნაკრების ბაზაზე შეკრებილ ჟურნალისტებს მანუელ ნოიერთან პრეს-კონფერენციის ცდა მოუხდათ. მსოფლიოს ჩემპიონთა მეკარემ მთელი 50 წუთით დაიგვიანა. მიზეზი: ფეხბურთელები საგანგებო თათბირზე იყვნენ, რომელიც დიდხანს გაგრძელდა. ნოიერმა ბოდიში მოიხადა: „მაპატიეთ დაგვიანებისთვის! დამატებითი კრება გვქონდა, რომელიც გაჭიანურდა. ეს იყო გამოსაფხიზლებელი თათბირი. ჩვენს გუნდში ისეთი ინტენსიური და საქმიანი საუბრები მექსიკასთან დამარცხების შემდეგ რომ არის, ადრე არასდროს ყოფილა....
ვარ-საჭირო!
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი პირველი ტურნირია, სადაც ოფიციალურად იყენებენ ვიდეო ასისტენტ არბიტრის (VAR – Video assistant referees) მექანიზმს. ამ პრობლემის შესახებ უკვე კარგა ხანია კამათობდნენ. ბევრს მოსწონდა, ბევრს არა, მაგრამ რაღაც რომ უნდა შეცვლილიყო, ამაზე ყველა თანხმდებოდა. ბოლო დროს ფეხბუთში იმდენად გაიზარდა სისწრაფეები, რომ მსაჯები ფიზიკურად ვეღარ უმკლავდებოდნენ რიტმს. ამისდაკვალად, შეცდომებიც მომრავლდა. ჯერჯერობით მუნდიალის პირველი ტური...
მასპინძელო, მხიარულო, ქათმის ძვალი გიჭრიალებს
„მანჩესტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ ITV-სთან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუზე ორიოდ ამბავი გაიხსენა. მაგიდის ჩოგბურთი ფერდინანდი და რონალდუ მაგიდის ჩოგბურთს თამაშობდნენ. რიომ მოუგო, ჩვენ ვხალისობდით, რონალდუ კი აშკარად ნაწყენი იყო წაგებით. ბიძაშვილს დაავალა ჩოგბურთის მაგიდის ყიდვა და სახლში ორკვირიანი ვარჯიშის შემდეგ ფერდინანდი ჩვენ თვალწინ დაამარცხა. ამიტომაც არ მიკვრის, რომ სულ გამარჯვება სწყურია, მსოფლიოს ჩემპიონობაც უნდა და...









