მას მერე, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 24 საათით ადრე ესპანეთის ნაკრების თავკაცის თანამდებობაზე ხულენ ლოპეტეგი შეცვალა, ფერნანდო იერო დღესა და ღამეს შრომაში ასწორებს და გადატანილი სკანდალის მიუხედავად სწამს, რომ მის გუნდს ტრიუმფამდე მისვლა შეუძლია. „მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში მან თქვა:
„გუნდმა მომხდარი ისე გადაიტანა, რომ აშკარად გამოჩნდა, თუ რა დაღვინებულ და შეგნებულ ხალხთან გვაქვს საქმე. ახალ მდგომარეობას ყველა ნორმალურად შეხვდა. პროცესები ბუნებრივად წარიმართა. ახლა წარსულზე ლაპარაკი აღარ გვინდა. ხულენი (ლოპეტეგი) ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და ამას ვერაფერი შეცვლის”.
იერომ თქვა, რომ ნაკრების თამაშის სტილს არ შეცვლის.
„ჩვენ განსაზღვრული სტილი გვაქვს და მის შეცვლას არ ვაპირებთ. წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ ესპანეთის ნაკრებს თავისი სახე არ აქვს და ახლა, როდესაც ეს სახე გამოკვეთილია, ჩვენ მას ბოლომდე ვუერთგულებთ. ყველამ კარგად იცის, რომ მე აქ ჩემი სამწვრთნელო გეგმის გამო არ ვარ. პირველი სამი ღამე არც მიძინია იმდენ ვიდეოს ვუყურებდი და ყველაფრის ნახვა ვერც მოვასწარი. რუსეთში კოსტუმით და ჰალსტუხით ჩამოვედი, ახლა კი სპორტულ სამოსში მიყურებთ. ჩემი მიზანია, დამშვიდობების დრო რომ დადგება, ერთმანეთს თვალებში შევხედოთ და ვიამაყოთ იმით, რაც გავაკეთეთ.
როგორც მწვრთნელი კარგად ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას პირველი წუთიდან ჩემპიონატის დამთავრებამდე და რაც გინდა მოხდეს თავის მართლებას არ დავიწყებ”.
პირველი ტურის შემდეგ მთელი მსოფლიოს მიერ თითზე დახვეულ თემაზე, მეკარე დავიდ დე ხეას შეცდომაზე კი მწვრთნელმა თქვა: „ის თავადაც ძალიან მშვიდად არის და ჩვენგანაც სრული ნდობა აქვს”.
ესპანეთის ნაკრები დღეს, 22 საათზე, ყაზანში ირანს ეთამაშება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
კატეგორიის გარეშე18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
კატეგორიის გარეშე11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
