ჩემთვის მოდრიჩი მკვდარია – ეს სიტყვები ხორვატ ჟურნალისტს ეკუთვნის, რომლის მონათხრობიც ხორვატული ფეხბურთის არცთუ ნათელ კუნჭულებში შეგახედებთ: – მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიელებთან მატჩის შემდეგ ლუკა მოდრიჩმა მაისური ქომაგებში ისროლა და მე დავიჭირე. ჩემს ოთახში მეკიდა, შარშან კი გადავაგდე. რატომ? ცოტა გრძელი ისტორიაა. წლების მანძილზე ხორვატულ ფეხბურთს რუხი კარდინალი ზდრავკო მამიჩი მართავდა – ზაგრების „დინამოს“...
ნუ გეშინიათ, გაიხარეთ!
სასაცილო ამბავია. როდესაც ჰარი კეინმა ტუნისის ნაკრებს თამაშის მიწურულს გამარჯვების გოლი გაუტანა, სიხარულისგან მოედანს გარეთ გავარდა სადაც თანაგუნდელები გამოეკიდნენ და შემოახტნენ. ერთადერთი ინგლისელი, რომელიც მოედანს გაღმა არ გასულა, თანაგუნდელებს არ შეუერთდა და ცენტრში, ოღონდ ტუნისელთა ნახევარზე დადგა კირან ტრიპიერი იყო. დაახლოებით ასეთივე რაღაც მოხდა პორტუგალიისა და ესპანეთის შეხვედრაშიც, როდესაც კრიშტიანუ რონალდუმ ჯარიმით გაათანაბრა ანგარიში. პორტუგალიელთა ლიდერი...
… იქ, სადაც ომია
სრული კატასტროფა! ამას ვერც არგენტინელები და ვერც ამ ნაკრების მილიობით ქომაგი მთელ მსოფლიოში ვერაფრით წარმოიდგენდა. და მაინც: ქვეცნობიერად ეს ლეო მესის პირად კატასტროფად აღიქმება. მოსალოდნელ სასწაულს ვინ ჩივის, ლეომ ხორვატების კარში ხეირიანად ვერც დაარტყა. რა მოხდა? არგენტინის ნაკრების სამზარეულოსთან დაახლოებული პირები აქამდეც ამბობდნენ, ხორხე სამპაოლი მწვრთნელად ლეოს ლოიალობის და ლამის დაჟინების წყალობით დაინიშნაო. სანაცვლოდ მესიმ...
ბოლოს კი ისე აირივნენ, რომ მეტოქეებს უაზროდ ურტყამდნენ
პაბლო საბალეტა ამბობს, რომ ხორვატიასთან 0:3 წაგების შემდეგ არგენტინელი ფანები ფეხბურთელებზე გაბრაზებულები არიან. მსოფლიო გამოცემები და პორტალები მოიარა განრისხებული არგენტინელების ფოტოებმა, რომლებიც ტრიბუნიდან ცდილობდნენ თავიანთი ნაკრების მოთამაშეებისთვის მიეფურთხებინათ. ისინი ყვიროდნენ: „სამპაოლი შე ჩამშვებო, ძაღლიშვილო, ბოზის გაჩენილო”. „ალბისელესტეს” ყოფილმა წევრმა საბალეტამ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში BBC-ზე ექსპერტად მუშაობს, თქვა: „ძნელი სათქმელია კერძოდ რისი ბრალი იყო, მაგრამ...
გეგმამ არ გაამართლა
იმას, რომ არგენტინა ხორვატიას გადაურბენდა ალბათ დედამიწის ზურგზე არავინ ელოდა, მაგრამ ხორვატების მიერ არგენტინელთა 3:0 დამარცხებამ „ალბისელესტეს” მწვრთნელი ხორხე სამპაოლი უპასუხო კითხვების ამარა დატოვა. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე არგენტინის ნაკრების თავკაცმა თქვა: „მარცხის გამო ძალიან მტკივა გული. არც კი ვიცი მატჩი სწორედ როგორ გავაანალიზო. გეგმამ, რომელიც ამ თამაშისთვის შევარჩიე არ გაამართლა. ახლა ჯგუფიდან გასასვლელად მცირე შანსს უნდა...
მესი მესისთან შედარებით
ხორვატიამ არგენტინას 3:0 მოუგო, რაც ბუნებრივია მარტო ლეო მესის არ უნდა დაბრალდეს, მაგრამ სტატისტიკა მეტყველებს, რომ „ალბისელესტეს” თილისმა შორს იყო იმ მაჩვენებლებისგან ჩვეულებრივ რომ აქვს ხოლმე. იმაში, რომ ხორვატებმა მერვედფინალის ადგილი გაინაღდეს თავისი წვლილი სამხრეთ ამერიკელთა მეკარეს ვილი კაბალიეროსაც მიუძღვის. მან მეორე ტაიმის მე-8 წუთზე უხეში შეცდომა დაუშვა, რითაც ანტე რებიჩმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა,...
რაღა დროს არიოლი – რეშკაა
ჩახედეთ მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის ცხრილს ბოლოში… მიუხედავად იმისა, რომ ორ გუნდს აბსოლუტურად იდენტური მაჩვენებლები აქვთ და ურთიერთშეხვედრაც ფრედ დაასრულეს, ესპანეთი პირველია და პორტუგალია – მეორე. საქმე იმაშია, რომ პირველ ორ ტურში ესპანელებმა მხოლოდ ერთი ყვითელი ბარათი მიიღეს, პორტუგალიელებმა – ორი. შეგახსენებთ ფიფას ფეარ-ფლეის საჯარიმო ქულების დარიცხვის წესს: ყვითელი ბარათი: -1 ქულა. ორი ყვითლის ჯამში...
მანჩესტერი გადაუხდის!
თუ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდება, რომელუ ლუკაკუ ექვსნიშნა ბონუსს მიიღებს… „მანჩესტერ იუნაიტედისგან”. ბელგიელ ვარსკვლავს, რომელიც „ოლდ ტრეფორდზე” „ევერტონიდან” 75 მილიონ გირვანქად გადავიდა მანჩესტერელებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ბევრი სახეირო პუნქტი აქვს, რომელთაგან ერთ-ერთი ზემოთ გაგაცანით. 25 წლის ფორვარდს სტარტი მშვენიერი ჰქონდა — პირველ შეხვედრაში პანამას ორი გოლი გაუტანა. „ჩელსის” ყოფილ მოთამაშეს გასულ სეზონში ერთი დიდი პრემია...
რამოსი: მარადონა მესის სინათლის წლებით ჩამორჩება
რას არ გაიგებ კაცი! სერხიო რამოსმა ლეო მესიზე თქვა ყველა დროის საუკეთესო არგენტინელია, დიეგო მარადონას გაცილებით ჯობიაო. არადა, „რეალისა” და „ბარსას” დაპირისპირებიდან გამომდინარე რამოსი ასე რომც ფიქრობდეს, თითქოს არ უნდა ამბობდეს, არა? თურმე რაშია საქმე: მარადონას უთქვამს რამოსი ნამდვილი ლიდერი არ არის, მაგას დიეგო გოდინი მირჩევნიაო. ჰოდა, რამოსის კონტრშეტევამაც არ დააყოვნა. „არგენტინაში ყველამ კარგად იცის,...
ვიდეორეფერის გადაწყვეტილებით
ესპანეთისა და ირანის ნაკრებთა შეხვედრის 63-ე წუთზე ირანელმა საეიდ ეზატოლაჰიმ გოლი გაიტანა, მაგრამ ის არ ჩათვალეს. მიზეზი: თამაშგარე მდგომარეობა. თუმცა, ყველაფერი ისე სწრაფად და დინამიკაში მოხდა, რომ ვიდეორეფერის ანალიზი გახდა საჭირო. მომენტს განსაკუთრებული დრამატულობა იმან შესძინა, რომ ირანელმა ფეხბურთელებმა მსაჯებისკენ არც კი გაიხედეს, არც კი დაუნახავთ მათი გოლი ეჭვქვეშ რომ იდგა და თავაწყვეტილები ზეიმობდნენ. ეპიზოდის...









