დღეს ლეო მესი 31 წლისა გახდა, მაგრამ, სავარაუდოდ, დღესასწაულის გუნებაზე არ არის. როგორც არგენტინული პრესა წერს, მათი ქვეყნის ნაკრები ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კრიზისსს განიცდის. გუშინ „ალბისელესტეს” ბანაკში დიდი თათბირი გაიმართა — ვარჯიშის წინ ფეხბურთელები და მწვრთნელები შეიკრიბენ. შეკრებიდან გამოსული ჭორების თანახმად გუნდში ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ მოთამაშეებმა გადაწყვიტეს სამშაბათს, 26 ივნისს, 22 საათზე, ნიგერიის...
გაქაჩვა მატჩის შემდეგ (ვიდეო)
გერმანიისა და შვედეთის მატჩის დამთავრების შემდეგ შვედების მწვრთნელს იან ანდერსონს გერმანელთა მენეჯერთან ოლივერ ბირჰოფთან კონფლიქტი მოუვიდა. თუმცა, გაწევ-გამოწევაში მარტო ორი კაცი არ მონაწილეობდა. იქ შვედებიც ბლომად იყვნენ და გერმანელებიც. კონფლიქტის მიზეზი კი ის იყო, რომ შვედების ხელმძღვანელებმა მეტოქეებს უპატივცემულობაში დასდეს ბრალი — ტონი კროოსის გამარჯვების გოლის მერე ჩვენსკენ გამორბოდნენ და ათასგვარ ჟესტებს გვაჩვენებდნენო. შვედების ერთ-ერთმა მწვრთნელმა...
გერმანია გავა მერვედფინალში თუ…
შვედეთთან 2:1 გამარჯვების წყალობით გერმანიის ნაკრებმა მერვედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა, თუმცა ასეთი შანსი F ჯგუფის ოთხივე გუნდს აქვს. ყველაფერი ოთხშაბათს, 27 ივნისს, 19 საათზე დანიშნულ ბოლო ტურზე იქნება დამოკიდებული. გერმანია ყაზანში კორეას ხვდება, ხოლო მექსიკა და შვედეთი ეკატერინბურგში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. გერმანულმა „შპორტ ბილდმა” ყველა შესაძლო ვარიანტი დათვალა, რასაც გთავაზობთ: გერმანია გავა მერვედფინალში თუ… მოუგებს...
ნეიმარის შიშები
მოიგო ბრაზილიამ. არცთუ უპრობლემოდ, მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მაგრამ გამარჯვებულებს არ სჯიან. დასჯაზე არ გვაქვს პრეტენზია, მაგრამ განსჯა აუცილებელიცაა. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე თვლიდა ბევრი ექსპერტი, რომ რუსულ სტადიონებზე ზოგადი საფეხბურთო ამინდი სუპერვარსკვლავებს უნდა შეექმნათ. ჯერჯერობით არ არის ასე. რონალდუ რომ რონალდუა და მეორე ტურში გამარჯვებისა გაიტანა, იმდენი წუნი ჰქონდა, სამ სხვა თამაშს ეყოფოდა… მესის...
კოვაჩიჩს მადრიდიდან წასვლა უნდა
მატეო კოვაჩიჩი „რეალში” 2015 წელს გადავიდა და სწორედ იმ პერიოდში მოუხდა თამაში, როდესაც მადრიდელები ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ იგებდნენ. ამის მიუხედავად ხორვატი ამბობს, რომ მას „სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლა უნდა, რადგან სურს უფრო ხშირად იყოს მოედანზე. 24 წლის ნახევარმცველი ამჟამად ნაკრებთან ერთად რუსეთშია, მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობს და თან სამომავლო ვარიანტებზე ფიქრობს. „მინდა „რეალის” შემადგენლობაში ხშირად ვხვდებოდე. მიყვარს...
ორმოში ჩარჩენილები
ერთი დიდი ორმო იყო საბჭოთა კავშირი და რა გასაკვირია ,რომ მისი უსამართლო სამართალმემკვიდრეც არ უჩივის ორმოების ნაკლებობას, თანაც პირდაპირი მნიშვნელობით… ნიჟნი ნოვგოროდში დაბანაკებულ ხორვატ ფანობას სანახაობა არც სტადიონზე აკლია (მათი გუნდი ხომ უკვე მერვედფინალშია) და არც მის მიღმა. ხორვატებს კი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გზაზე არსებული ორმო, ან კი როგორ დარჩებოდათ, იმხელაა, ლამის...
ნეიმარი სტრესის პირას
იცით, როგორ დატოვა ნეიმარმა სანკტ პეტერბურგის სტადიონი? თავზე ჩამოფხატული ქუდით — გეგონება ვერავინ იცნობდა — და საოცრად გაღიზიანებულმა. სტრესის პირას მყოფს ჰგავდა. დაახლოებით ასმეტრიანი მიქს-ზონა, სადაც ჟურნალისტები ფეხბურთელებს ხვდებიან, ბრაზილიელმა უსაინ ბოლტივით ჩაირბინა. სტადიონის ამ ზონაში 400 ჟურნალისტი იყო თავმოყრილი. ნეი ერთსაც კი არ გაუჩერდა. „პარი სენ ჟერმენის” ვარსკვლავი პირველი თამაშის შემდეგ ბრაზილიური მას-მედიის კრიტიკამ...
პეტი: სირცხვილია უყურო როგორ დადის მესი დახრილი თავით
კატალონიურმა პორტალმა „სპორტმა” გადაბეჭდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, 2000-2001 წლებში „ბარსელონას” ფეხბურთელის, ფრანგი ემანუელ პეტის კომენტარი ხორვატიისა და არგენტინის შეხვედრის (3:0) შესახებ, რომელიც მან Paddy Power-თან საუბრისას გააკეთა. პეტი არგენტინელთა უსუსურობით იმდენად იყო აღშფოთებული, რომ მკვახე ფრაზებსაც არ მორიდებია. მან „ალბისელესტეს” თამაშს სამარცხვინო უწოდა. „მაპატიეთ, მაგრამ იმ დღეს არგენტინა განავალს ჰგავდა. სამარცხვინო იყო. სირცხვილია უყურო როგორ...
ბანანი და ბანანია
მაუწყებელ beIN Sports იძულებული გახდა საჯარო ბოდიში მოეხადა. მიზეზი: მისმა ჟურნალისტმა, ყოფილმა ფეხბურთელმა გრეგორი პეისლიმ ისეთი რამ თქვა, რაც რასისტულ გამონათქვამად ჩაითვალა. საქმე ეხება ნიგერიისა და ისლანდიის შეხვედრას, რომელიც აფრიკელებმა 2:0 მოიგეს. როგორც ამბობენ, ნიგერიის ნაკრებისა და „ლესტერ სიტის” მოთამაშის ვილფრედ ნდიდის შესახებ რეპორტიორმა თქვა, მან ბანანია უნდა ჭამოსო. ბანანი კი არა, ბანანია — შოკოლადიანი სასმელი,...
მარიხუანი
არგენტინელი ჩოგბურთელები ხუან მონაკო და ხუან იგნასიო ჩელა ნიჟნი ნოვგოროდში არგენტინა-ხორვატიის საცქერლად ჩავიდნენ. რა თქმა უნდა, იმ იმედით, რომ არგენტინის გამარჯვებით დატკბებოდნენ, მაგრამ, მოგეხსენებათ, როგორ ხორხესამპაოლურად დამთავრდა ეს ამბავი. მონაკომ და ჩელამ მატჩის წინ გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე დადეს და თამაშის შემდეგ ენდი მარიმ დახვეწილი იუმორით მიუკომენტარა: „ბედნიერები ხართ, ამხელა გზა მაგის სანახავად რომ გაიარეთ?“









