თვე: აპრილი 2018

Home 2018 აპრილი
ვაი ვაი ტურე
ჩანაწერი

ვაი ვაი ტურე

— შენ, ბიძია, ოჯახი არ გყავს? — რა გააჭირეთ საქმე. ოჯახიც ჰყავს, ცოლიც ჰყავს და ბავშვების მთელი ინკუბატორი. ვერ გეტყვით სად არიან რიტმ ენდ ბლუზის მომღერლის ტანიკა ბეილის ჯანიანი მამა და უფროსი ძმები, ანკი ჰყავს თუ არა ასეთები საერთოდ, მაგრამ სადაც გინდა იყვნენ იქ, ინგლისში სხვა ურთიერთობებია. აი, იაია ტურეს კი ნამდვილად ჰყავს ცოლი და...

სალაჰი მდიდრდება
ჩანაწერი

სალაჰი მდიდრდება

მოჰამედ სალაჰს „ლივერპული” ხელფასს გაუორმაგებს. თავდამსხმელს, რომელსაც მიმდინარე სეზონში 43 გოლი აქვს გატანილი, მერსისაიდული კლუბის შეფებმა კვირაში 185 ათასი გირვანქა შესთავაზეს. ეს 210 ათასი ევროა. ასე ცდილობენ ლივერპულელები 25 წლის ეგვიპტელის შენარჩუნებას, თორემ ბოლოხანს „რეალის” ინტერესზე დაიწყეს ლაპარაკი. „წითლებს” კი ესპანელებისგან მხოლოდ ცუდი ახსოვთ: „ბარსელონამ” მისგან ჯერ ლუის სუარესი გადაიბირა, მერე კი ფილიპე კოუტინიუ. იბერიელთა...

დინამო საბურთალოს გვერდში ამოუდგა
ჩანაწერი

დინამო საბურთალოს გვერდში ამოუდგა

თბილისის „დინამომ“ შინ ფოთის „კოლხეთი“ დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და პირველად გალიდერდა ახალ სეზონში. მანამდე, ექვსი ტურის განმავლობაში, სატურნირო ცხრილს „საბურთალო“ ედგა სათავეში. თუმცა, უფრო ზუსტი იქნება ვთქვათ, რომ მერვე ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგაში ორხელისუფლებიანობაა. „დინამოს“ და „საბურთალოს“ ყველა მონაცემი თანაბარი აქვთ, ეგ არის, დინამოელებს ჯამში ორი ბურთით მეტი გაუტანიათ. დინამოელთაგან დუბლით  კაპიტანი  კიტეიშვილი გამოირჩა....

საქართველოს შვიდი სირცხვილი
ჩანაწერი

საქართველოს შვიდი სირცხვილი

შვიდი იმიტომ, რომ ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი შვიდ წონით კატეგორიაში გაიმართა. ათი არა იმიტომ, რომ კატასტროფული შედეგი არამც და არამც არ არის პერსონალურად რომელიმე ძიუდოისტის ბრალი. არადა, თელ-ავივში საქართველოს ნაკრები საუკეთესო შემადგენლობით ჩავიდა… არადა, ამ ტურნირისთვის მზადების საბაბით, ჩვენმა პირველმა ნომრებმა თბილისის გრან-პრი გამოტოვეს… არადა, ჩვენი გუნდის წევრების ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ოქროები მთელ კონტინენტს ეყოფოდა… რა...

გამოურთეთ ჩოლოს ტელეფონები
ჩანაწერი

გამოურთეთ ჩოლოს ტელეფონები

დიეგო სიმეონე ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრის დროს თავის ფეხბურთელებს ვერ დაუკავშირდება — ასეთია უეფას ვერდიქტი. ლაპარაკია ევროლიგის საპასუხო ნახევარფინალურ თამაშზე, რომელიც მომდევნო კვირაში მადრიდში გაიმართება. მიზეზი გეხსომებათ, პირველი მატჩის მე-12 წუთზე ფიცხმა არგენტინელმა თავი ვერ მოთოკა და ფრანგმა მსაჯმა კლემენტ ტურპენმა ის მოედნის კიდიდან გააძევა. პრემიერლიგის წესებისგან განსხვავებით, უეფას კანონთა თანახმად დისკვალიფიცირებულ მწვრთნელს სტადიონის ტერიტორიაზე მოთამაშეებთან...

ეს ჟესტი უზრდელურია?
ჩანაწერი

ეს ჟესტი უზრდელურია?

ფრანკ რიბერის უთხრეს გოლი ასე აღარ აღნიშნო, უზრდელობააო. ეს ამბავი „ბილდისგან” ვიცით. გერმანულმა გამოცემამ გაიგო, რომ „ბაიერნის” შეფებს ფრანგისთვის განუმარტავთ, რომ ჟესტი, რომელიც ერთ ქვეყანაში კარგ რამეს ნიშნავს, მეორეში შეიძლება ცუდს ნიშნავდეს. ის, რასაც 35 წლის ვეტერანი გოლის შემდეგ თითებით აკეთებდა, გერმანიასა და ინგლისში თურმე OK ყოფილა, აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში კი სხეულის უკანა...

ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავ
ჩანაწერი

ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავ

არსენ ვენგერი ჟოზე მოურინიუს სთხოვს ბოლო შეხვედრისას მაინც არ „ურქინოს”. თუმცა, იქნება კი ეს ამ ორი დიდი მწვრთნელის ბოლო დაპირისპირება? „მანჩესტერ იუნაიტედი” „არსენალს” კვირას, საქართველოს დროით 19 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობს. ვენგერმა „განსაკუთრებულს” მას-მედიით მიმართა: „ნუ მკრავ ხელს ჩვენს ბოლო დაპირისპირებაში. მშვიდობიანად მინდა წავიდე” შემდეგ ფრანგმა დასძინა:„მოურინიუ დიდი მწვრთნელია. მინდა მას და ყველა სხვას კეთილად...

წავიდა, ჰე!
ჩანაწერი

წავიდა, ჰე!

ოფიციალურად დადასტურდა: სეზონის ბოლოს უნაი ემერი „პარი სენ ჟერმენიდან” მიდის! ეს მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ახლა ფაქტია. პარიზელთა მიმავალმა მწვრთნელმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: „მე ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისა და სპორტულ დირექტორ ანტერო ენრიკეს ვესაუბრე და დავეთანხმე, რომ ჩემთვის პარიზში მუშაობის გაგრძელება აღარ ღირს”. ემერის კონტრაქტს ვადა ივნისში გაუდის. აშკარაა, რომ 46 წლის ბასკმა...

ეს რა ჭირი გვჭირს?
ჩანაწერი

ეს რა ჭირი გვჭირს?

თელ-ავივში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი ხვალ დასრულდება. ტატამზე ყველაზე მაღალი სამი წონითი კატეგორიის ფალავნები გავლენ. მათ შორის ჩვენი გუნდის კაპიტანი და 100 კილოგრამამდე კატეგორიის რეიტინგლიდერი ვარლამ ლიპარტელიანიც იქნება. ჯამში ტატამზე ხუთ ქართველს ველით და იმედია… ხვალიდან რატომ დავიწყეთ? ალბათ იმიტომ, რომ გუშინდელის არ იყოს, დღესაც უსახელო და უშედეგო აღმოჩნდა ჩვენებურთა გამოსვლა. 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლაშა...

მიდის!
ჩანაწერი

მიდის!

ანდრეს ინიესტა ზაფხულში „ბარსელონადან” მიდის! ეს უკვე ნაღდია, დიდმა ვარსკვლავმა თავად დაადასტურა. შემდეგი ნაბიჯი მისი ჩინეთის სუპერლიგაში გადასვლა იქნება. ესპანეთში გავრცელებული ცნობების თანახმად, 33 წლის მსოფლიოს ჩემპიონის გული ჩინელებმა, უპირველეს ყოვლისა, მის ვენახებში დაწურული 2 მილიონი ბოთლი ღვინის შესყიდვით მოინადირეს. ინიესტამ განაცხადა: „ეს ჩემი ბოლო სეზონია „ბარსელონაში”. დიდხანს ვფიქრობდი სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. ჩემთვის „ბარსა” მსოფლიოს...