არასოდეს მიყვარდა ევროპის ლიგის გათამაშება. ასეთივე დამოკიდებულება მქონდა უეფას თასის მიმართაც. ახლა არ მკითხოთ, „დინამომ“ რომ მოიგო, ის თასების მფლობელთა თასიო?! თასების თასზე თასის მომგებები მაინც თამაშობდნენ და უეფას თასზე? წარმატებულები, მაგრები, მაგრამ არა პირველები… როცა ეს სტრიქონები იწერება, პირველი ნახევარფინალები ევროპის ლიგაში ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ მონაწილენი თავად აღიარებენ, რომ ამ ტურნირის მოგება პირველ...
ლუის ენრიკეს რევოლუცია
200 მილიონი ინგლისური გირვანქა 230 მილიონი ევროა და სწორედ ეს თანხა უნდა ლუის ენრიკეს „არსენალის” გადასაკეთებლად… რასაკვირველია, იმ შემთხვევაში თუ ის ლონდონელების მწვრთნელი გახდება. ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც გავიმეორებთ, რომ „მეთოფეთა” თავკაცი არსენ ვენგერი კლუბში 22 წლიან ეპოქას ამთავრებს, ხოლო მის სავარაუდო შემცვლელთა შორის ფავორიტი ლუის ენრიკეა. როგორც „სანმა” შეიტყო, „ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი „არსენალის” შემადგენლობის...
მოურინიუს სალაჰის გაყიდვას აბრალებენ
საოცარია… ჟოზე მოურინიუს მოჰამედ სალაჰიც „ჩელსიში“ ჰყავდა და კევინ დე ბრუინიც. ორივე გაყიდა. არადა, გავიდა რამდენიმე წელიწადი და ისინი ინგლისის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ — წლევანდელი გამოკითხვის თანახმად ეგვიპტელი პირველია, ხოლო ბელგიელი მეორე. როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს შეშლოდა? მოურინიუ დღეს „მანჩესტერ იუნაიტედს” წვრთნის და ამბობს, რომ სალაჰი მას არ გაუყიდია, ის „ჩელსის”...
ისრაელში რუსებმა ჩვენები სამჯერ დააგდეს
სამწუხარო ფაქტია, მაგრამ თელ-ავივში დაწყებულმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატმა საქართველოს ნაკრებისთვის „მშრალად“ ჩაიარა. 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანს მცირე უპირატესობა ჰქონდა – პირველ წრეში ისვენებდა. ამის მიუხედავად, აზერბაიჯანელი შირინლის დამმარცხებელმა მძლეველმა რუსმა მუდრანოვმა ლუხუმს შანსი არ მისცა და ტურნირს მიღმა დატოვა. გაცილებით კარგად დაიწყო იმავე წონაში გამოსვლა ამირან პაპინაშვილმა, რომელმაც ბულგარელი ალიპიევის და უნგრელი საბოს...
ჰიტლერის ინსტინქტით
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურმა მატჩებმა ჩრდილში მოაქცია ევროპალიგის დღევანდელი დაპირისპირებები მაგრამ, რასაკვირველია, ინტერესი მაინც დიდია. ფინალამდე აქაც ერთი ნაბიჯი რჩებათ გუნდებს. გამორჩეული წყვილი კი ინგლისურ-ესპანურია. „არსენალი“ სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებმება „ატლეტიკოს“, რაკიღა, ლონდონელთათვის ფრიად ძვირფასი რამ დევს სასწორზე – ჩემპიონთა ლიგის საგზური, რომელსაც ევროპალიგის გამარჯვებული დაიბევებს. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს გუნდები ევროსარბიელზე ერთმანეთს არასდროს გადაყრიან. მეთოფეები საკადრო...
რატომ ვერ ირეალა ბაიერნმა?
წუხელ, სეზონში პირველად, მიუნხენის “ბაიერნი” საკუთარ “ალიანც არენაზე” დამარცხდა. ეს არ იყო ერთი კონკრეტული გუნდის მარცხი მეორე კონკრეტულ გუნდთან. ეს ხომ ორი საფეხბურთო ფილოსოფიის დაპირისპირება იყო. არადა, მესამე არ არსებობს. რაში მდგომარეობს “ბაიერნის” სიძლიერე? ტაქტიკურ განსწავლულობაში, მოედნის სივრცის იდეალურად ათვისებაში და მეტოქისთვის ბურთზე თავისუფალი კონტროლის შეზღუდვაში. ამ ფეხბურთს ფუნქციონალურად სულ სხვა შემსრულებლები სჭირდება, ორთაბრძოლებში უკან...
რამოსი: ის რომ ანდრესინიო ყოფილიყო…
„მისი სახელი ანდრესინიო რომ ყოფილიყო, ერთხელ კი არა ორჯერ გახდებოდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი” — დაიცვა თანამემამულე „რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა მიუნხენის „ალიანს არენას” მიქს-ზონაში, როდესაც ანდრეს ინიესტას შესახებ ჰკითხეს. მოგეხსენებათ, სეზონის ბოლოს ინიესტა „ბარსელონადან” სავარაუდოდ წავა და ამიტომ მის განვლილ კარიერაზე ახლა განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ. ჟურნალმა „ფრანს ფუტბოლმა” დიდ ფეხბურთელს ბოდიშიც კი მოუხადა, 2010 წელს...
ხუთი ათასი ინგლისელი, რომი და ომი
„თაიმზი” იტყობინება, რომ რომში, „რომასა” და „ლივერპულის” საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაზე დასასწრებად, ინგლისიდან 5 ათასი გულშემატკივარი მიემგზავრება, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიის დედაქალაქის პოლიციას რთული დღეები ელის. შეხვედრა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი უნდა გამოავლინოს, შემდეგ ოთხშაბათს, 2 მაისს ჩატარდება. პირველი თამაში „ლივერპულმა” მოიგო 5:2. რომის პოლიციამ ბევრი რამ უკვე დაგეგმა. კერძოდ, „სტადიო ოლიმპიკოს” ახლომახლო ალკოჰოლი არ...
ეს უკვე მაიმუნობაა!
„სანი” წერს, რომ „არსენალის” მხრიდან ვენგერის გადადგომის ვერსიის დღეში სამჯერ შეცვლა უკვე ფარსში გადადის. ჩვენებურად რომ ვთქვათ, მაიმუნობაა. „სანისავე” მტკიცებით, კლუბმა ფრანგ მწვრთნელს შეიძლება სულაც აღარ გადაუხადოს საკომპენსაციო 11 მილიონი გირვანქა — ვენგერის განცხადება, რომ ის კლუბთან შეთანხმებით კი არ მიდის, არამედ შეფებმა გააგდეს, ყველაფერს თავდაყირა აყენებს. შემდეგ, გაზეთი ოთხშაბათის ქრონიკას იხსენებს: 12:43 — ევროლიგის...
ეს უკვე იყო… ველით მადრიდს!
ქვას უფრო გატეხავ, ვიდრე დღევანდელი ფორმაციის მადრიდის „რეალს“. წარმოუდგენელია! ბოლო სამი წელიწადია, სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე, აგებს „რეალი“, ვერ თამაშობს, მომენტს ვერ ქმნის და არსაიდან გოლი გააქვს, მერე კი მეტოქეს გუდავს, ფსიქოლოგიურად სპობს. ასეთ მახრჩობელა გუნდად ჩამოყალიბდა ზინედინ ზიდანის გაწვრთნილი გუნდი. შევასწოროთ: ასეთად ჩამოყალიბდა ჩემპიონთა ლიგაში, თორემ ლა ლიგაში, იცოცხლეთ, ბევრჯერ წააქციეს. საწყალი „ბაიერნი“....









