მასზე ამბობდნენ, არ გაუმართლა საქართველოში რომ დაიბადა, თორემ მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდებოდაო. გია რაფავას არ გაუმართლა, როდესაც კლოდ სორელმა აითვალწუნა და ორმეტრიანი გოლიათი ნაკრებს ჩამოაშორა. სორელამდე გია რაფავამ 13-ჯერ ითამაშა ნაკრებში და გულშემატკივართა ჯილა იყო. არაადამიანური ჯანის პატრონი, მეტოქეს მეტოქეზე ანგრევდა და ბორჯღალოსანთა კაპიტნობაც მოასწრო. „რაფო“, როგორც მას შინაურულად ეძახიან, თავისიანთა თამაშს და ორ მსოფლიო...
„ბაიერნი” მწვრთნელს დაასახელებს
„ბაიერნმა” ცხრილში მესამე ადგილზე მყოფი „დორტმუნდი” 6:0 გაანადგურა, თუმცა ამჯერად ჩვენი ინტერესის საგანს არა ბუნდესლიგის ერთგუნდიანობა, არამედ ბავარიული კლუბის აღმასრულებელი ბოსის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს მატჩის წინანდელი ნათქვამი წარმოადგენს: „მომდევნო მწვრთნელის ვინაობას მაქსიმუმ აპრილის ბოლოს გამოვაცხადებთ. — თქვა გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, — ჩვენ გერმანულენოვანი თავკაცი გვჭირდება. აქამდე იმედი გვქონდა, რომ იუპ ჰაინკესთან გავაგრძელებდით თანამშრომლობას, მაგრამ ახლა ეს...
ბენზემა vs ბეილი
საინტერესო დეტალი ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრიდან, რომელიც ლას პალმასში გაიმართა და სადაც „რეალმა” მასპინძლებს 3:0 მოუგო: ამ შეხვედრაში „ლას პალმასის” კარში ორი პენალტი დაინიშნა. მადრიდელთა პენალტისტი კრიშტიანუ რონალდუ არ თამაშობდა — ზინედინ ზიდანმა კანარის კუნძულებზე საერთოდ არ წაიყვანა; როგორც ჩანს „იუვენტუსთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ დაასვენა. ამის გამო თავისებური ამბავი მოხდა „თეთრების” თავდამსხმელთა, ქარიმ ბენზემასა და გარეთ...
გრიზmoney და აგენტი პოგბა
ინფორმაცია, რომელიც „სანში” ამოვიკითხეთ, ვფიქრობთ ესპანური ფეხბურთის მოყვარულთათვისაც ისეთივე საინტერესო იქნება, როგორც ინგლისური ფეხბურთის მოყვარულთათვის: ანტუან გრიზმანმა „მანჩესტერ იუნაიტედის” წინადადება უარყო, რადგან სეზონის დამთავრების შემდეგ „ბარსელონაში” გადადის. ინგლისური გაზეთი წერს, რომ კატალონიური კლუბი მადრიდის „ატლეტიკოს” ფრანგ თავდამსხმელს 88 მილიონ გირვანქად ყიდულობს. დღევანდელი კურსით ეს 100 მილიონი ევროა. „სანის” ინფორმაციით „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაც ჟოზე მოურინიუს ამ...



