თელ-ავივში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი ხვალ დასრულდება. ტატამზე ყველაზე მაღალი სამი წონითი კატეგორიის ფალავნები გავლენ. მათ შორის ჩვენი გუნდის კაპიტანი და 100 კილოგრამამდე კატეგორიის რეიტინგლიდერი ვარლამ ლიპარტელიანიც იქნება. ჯამში ტატამზე ხუთ ქართველს ველით და იმედია…
ხვალიდან რატომ დავიწყეთ? ალბათ იმიტომ, რომ გუშინდელის არ იყოს, დღესაც უსახელო და უშედეგო აღმოჩნდა ჩვენებურთა გამოსვლა. 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეში ისვენებდა. მისმა სამეორეწრეო მეტოქემ, გერმანელმა ვანდეცკემ ჯერ მასპინძელი გინერი მოინელა, მერე კი შავდათუაშვილს ვაზარი აართვა და ევროტური ხუთ წუთში დაასრულებინა. წონის ფინალი მეგადამაინტრიგებელი იყო და სომეხმა კარაპეტიანმა აზერბაიჯანელ ჰაიდაროვს მოუგო.
81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილმა გამოსვლა მონტენეგროელი მრავლიევიჩის ოთხ წუთში დაიპონებით დაიწყო, მაგრამ მეორე წრეში ბულგარელ ივაილო ივანოვთან მესამე დამატებულ წუთზე ვაზარი გაეპარა.
დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, ძიუდოს ფედერაციისა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მიმართ დაგროვილ კითხვებს ერთიც ვერ მოაკლდება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
