წელი: 2017

Home 2017
მთავარი ლომი ბავშვებს დაერია
ჩანაწერი

მთავარი ლომი ბავშვებს დაერია

ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეითმა თავისი ქვეყნის 17- წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები გაკიცხა. მოგეხსენებათ, „ჭაბუკი ლომები“ ახლახან ამ ასაკში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. ფინალში ესპანელებს 5:2 მოუგეს და წარმატების აღნიშვნისას მაისურები შემოიბრუნეს. „მესმის, რომ ძალიან ახალგაზრდები არიან და ამ მომენტში განსაკუთრებულ ექსტაზში იყვნენ, მაგრამ ცოტა ლოგიკურადაც ხომ უნდა იფიქრონ?! ვიმედოვნებ, მომავალში გაითავისებენ, რომ „სამი ლომის“...

თეო, ძმა ხარ !
ჩანაწერი

თეო, ძმა ხარ !

„ატლეტიკოს“ თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის ძმას დიეგო სიმეონეს ტაქტიკა უკვირს. „დეპორტივოსთან“ მატჩისას თეო გრიზმანის კომენტარები ასეთი იყო: „40 მეტრით აიწევს გუნდი, 80 მეტრით უკან ბრუნდება. ასე მეორდება ერთი და იგივე, არ მესმის რატომ. ანტუანი 6 ნომრად თამაშობს. ასე მგონია, რომ  ყოველთვის ერთიდაიგივე მატჩს ვუყურებ და „ატლეტიკოს“ ტაქტიკაში არაფერი იცვლება. ანტუანი უბურთოდ მომენტს ვერ ქმნის და იქნებ...

ქარიმის შეტევა ქარმა წაიღო 🎥
ჩანაწერი

ქარიმის შეტევა ქარმა წაიღო 🎥

ლა ლიგაში “ჟირონასთან” და ჩემპიონთა ლიგაში “ტოტენჰემ ჰოთსპურთან” დამარცხების შემდეგ, “რეალმა” მოიგო. მადრიდელებმა შინ, “სანტიაგო ბერნაბეუზე”, 3:0 აჯობეს “ლას პალმასს”. გოლები გაიტანეს კაზემირომ, მარკო ასენსიომ და ისკომ. განსაკუთრებით ლამაზი ასენსიოს გოლი გამოვიდა, მაგრამ გამარჯვებასთან ერთად ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ზინედინ ზიდანის გუნდის თავდამსხმელებმა, კრიშტიანო რონალდუმ და ქარიმ ბენზემამ კვლავ ვერ შეაგდეს. თუმცა, რონალდუს საყვედური...

სიომა
ჩანაწერი

სიომა

წამით გაირინდება სტადიონი… გულშემატკივარი განაბული ელოდება რაღაც გამოუცნობს, ორიგინალურს, თანაგუნდელებიც მაშინალურად მეტოქის კარისკენ გარბიან, ვერ კი ხვდებიან რას მოიმოქმედებს მათი მეგობარი და მკვდარ სიჩუმეს მხოლოდ მოწინააღმდეგის მეკარის არაადამიანური შეძახილი კვეთს — დერჟიტე სიომუ… სიომა, ვლადიმერ ბარქაია… კაცი, რომლის გახსენებაზეც ფიქრიანი ღიმილი ეფინება სახეზე ნებისმიერ გულშემატკივარს — ოო, სიომა? ეშმაკი იყო, საოცრად ეშმაკი. ფეხბურთი მშვენიერი თამაშია....

ბექა მიქელთაძემ დინამოს საჩემპიონო წამმზომი ჩართო
ჩანაწერი

ბექა მიქელთაძემ დინამოს საჩემპიონო წამმზომი ჩართო

ჩემპიონის მე-17 ტიტულისკენ კიდევ ერთი მოზრდილი ნაბიჯი გადადგა კახა კაჭარავას გაწვრთნილმა თბილისის „დინამომ“ – თბილისელებმა ბათუმელი თანაკლუბელები ისტუმრეს და ლევან გეგეჭკორის გოლითა და ბექა მიქელთაძის ჰეთ-თრიქით 4:0 გაანადგურეს. ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე „დინამომ“ უახლოეს მდევარ „ტორპედოსთან“ ოთხქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა და მცირე სასწაული უნდა მოხდეს საამსეზონო ტიტული თბილისელებმა ქუთაისელებს დაუთმონ. ახლა , „ტორპედოს“ ერთი წაფორხილება...

ტალახაძემ მსოფლიოს დუშეთიდან გადმოხედა
ჩანაწერი

ტალახაძემ მსოფლიოს დუშეთიდან გადმოხედა

ოლიმპიურმა,  მსოფლიოსა და ევროპის  ჩემპიონმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, ცხადია, საქართველოს ჩემპიონატშიც იმარჯვა და დუშეთში გამართულ საშინაო პირველობაზე ქომაგები ახალი რეკორდებით გაახარა. ქართველმა გოლიათმა დუშეთის ფიცარნაგზე 220 კილოგრამიანი შტანგა აიტაცა და თავისსავე მსოფლიოს ძველი რეკორდი სამი კილოგრამით გააუმჯობესა. დუშეთშივე ლაშამ ატაცში მოპოვებულ 220 კილოგრამს, აკვრაში 254 მიამატა და მონაგარს ორი სახეობის ჯამში დაფიქსირებული ახალი მსოფლიო რეკორდიც...

შოთა ლიგისთვის ემზადება
ჩანაწერი

შოთა ლიგისთვის ემზადება

შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ფახთაქორმა“ უზბეკეთის ჩემპიონატის წინა ტურში სტუმრად „სოგდიანა“ 1:0 დაამარცხა და ტურნირის  დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა მესამე ადგილი. „ფახთაქორის“ მესამე ადგილი იმას ნიშნავს, რომ ტაშკენტელებს გაისად აზიის ჩემპიონთა ლიგაში თამაშის შანსი გაუჩნდათ.  უზბეკეთიდან ამ ტურნირში სამი გუნდი მონაწილეობს: ჩემპიონი, მეორეადგილოსანი და თასის მფლობელი. უზბეკეთის ჩემპიონატს ტაშკენტის „ლოკომოტივი“ ლიდერობს და დიდი ალბათობით ჩემპიონიც...

უფლისწული ნასიმ ჰამედი: შხამიანი სულთანი ვესტმინსტერიდან
ჩანაწერი

უფლისწული ნასიმ ჰამედი: შხამიანი სულთანი ვესტმინსტერიდან

რა ქნას კაცმა? ახლა კრივი ტელევიზიას უპყრია. თუ კრივი გიყვარს, ფასეულ ორთაბრძოლას ტყუილად ეძებ შენი ქალაქის სპორტულ ადგილებში. კედლებზე აფიშები არ არის. იმისათვის, რომ ჩხუბს უყურო, ფული უნდა გადაიხადო. რა თქმა უნდა, ტელეკაბელი ისედაც უნდა გქონდეს სახლში, მაგრამ დიდი კრივი თუ გწყურია, თანხას უნდა გამოხვიდე, რათა დაუშიფრავი ტაისონ-ჰოლიფილდი მიიღო. ეიჩ-ბი-ოუ, შოუთაიმი და იესპიენი გულს არ...

ბურთმა დასცინა, ხალხი – აცინა 🎥
ჩანაწერი

ბურთმა დასცინა, ხალხი – აცინა 🎥

სახორხოცო ამბავი დაემართა  „გლადბახთან“ მატჩში ( 1:1 )  რობინ ცენტნერს – „მაინცის“ მეკარეს.  პენალტის ნიშნულთან ბურთი ერთი შეხებით ეგონა რომ გააჩერა, მაგრამ  გაეპარა და ჰაერში ამაოდ უქნევდა ფეხს საპენალტე თეთრ ლაქას. მერე კი დაეწია გაპარულს და მცველებიც წამოეშველნენ  გაეშმაკებული ბურთის საჯარიმოდან გაძევებაში. ნამატჩევს თქვა, თვალის კუთხით თეთრ წერტილს ვხედავდი ქვემოთ და ბურთი მეგონაო.