ტალახაძემ მსოფლიოს დუშეთიდან გადმოხედა

Home კატეგორიის გარეშე ტალახაძემ მსოფლიოს დუშეთიდან გადმოხედა
ტალახაძემ მსოფლიოს დუშეთიდან გადმოხედა

ოლიმპიურმა,  მსოფლიოსა და ევროპის  ჩემპიონმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, ცხადია, საქართველოს ჩემპიონატშიც იმარჯვა და დუშეთში გამართულ საშინაო პირველობაზე ქომაგები ახალი რეკორდებით გაახარა.

ქართველმა გოლიათმა დუშეთის ფიცარნაგზე 220 კილოგრამიანი შტანგა აიტაცა და თავისსავე მსოფლიოს ძველი რეკორდი სამი კილოგრამით გააუმჯობესა. დუშეთშივე ლაშამ ატაცში მოპოვებულ 220 კილოგრამს, აკვრაში 254 მიამატა და მონაგარს ორი სახეობის ჯამში დაფიქსირებული ახალი მსოფლიო რეკორდიც შემატა – 474 !

საინტერესოა, რომ აქამდე ეს რეკორდიც ტალახაძის იყო – რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მან ჯამში 473 კგ. ასწია.

ლაშა ტალახაძეს ახლა ანაჰაიმის ფიცარნაგი ელის, სადაც ის პლანეტის საუკეთესო ძალოსნებს გაეჯიბრება.

 

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.