„ბაიერნში” სერიოზული საკითხი წამოიჭრა — ჰანსი ფლიკის მომავალი. ვითარებას 56 წლის მწვრთნელისა და 44 წლის სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიჯიჩის ცუდი ურთიერთობა ამწვავებს. ამ ორ ადამიანს ერთად მუშაობა უჭირს და ბავარიულ კლუბში ამას ვეღარ მალავენ. დიდი მიხვედრა არ უნდა, რომ გულშემატკივრის უმრავლესობა ფლიკის მხარესაა. გერმანული ფეხბურთის ვეტერანმა ლოთარ მათეუსმა „სქაის” საიტზე ბლოგი დაწერა, სადაც პირდაპირ თქვა,...
ჭდე: ჰასან სალიჰამიჯიჩი
უპამეკანო ბაიერნში გადავა
„ბაიერნმა” კლუბთა მსოფლიო თასის გარდა 22 წლის დაიო უპამეკანოსთვის ბრძოლაც მოიგო. ეს მიუნხენის კლუბის სპორტული დირექტორის ჰასან სალიჰამიჯიჩის მიერ „ბილდისთვის” მიცემული ინტერვიუდან გახდა ცნობილი. — შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ უპამეკანოს ტრანსფერის საქმე მოგვარებულია? — ჰკითხა „ბილდის” ჟურნალისტმა სალიჰამიჯიჩს. — დიახ, მე შემიძლია ეს დავადასტურო და დავძინო, რომ ამით „ბაიერნში” ყველა გახარებულია. აგერ უკვე რამდენი თვეა დაიოსთან...
კიმიხის ოპერაცია
ჯოშუა კიმიხმა უკვე გაიკეთა ოპერაცია. „ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა „დორტმუნდთან” შეხვედრის პირველ ტაიმში მუხლი იტკინა და მეორე დღესვე ქირურგის მაგიდაზე აღმოჩნდა. გადადება აღარ ურჩიეს. დღეს ამბობენ, რომ კიმიხი მოედანს იანვრამდე არ დაუბრუნდება, რაც საუკეთესო ვარიანტია. „კმაყოფილებით ვაცხადებთ, რომ ჯოშუა რამდენიმე კვირის შემდეგ კვლავ შეუერთდება გუნდს. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ აღდგენითმა პერიოდმა რაც შეიძლება მალე...
ლივერპული ბავარიაში ალკანტარას მიადგა
აბა გერმანულ მედიას რას გამოაპარებ. თურმე ლივერპულელები „ბაიერნის“ სპორტულ დირექტორ ჰასან სალიჰამიჯიჩს უკვე შეხვდნენ. გერმანელები უარს არ ამბობენ. 29 წლის ესპანელ ნახევარმცველს კონტრაქტის ვადა მომავალი წლის ზაფხულში უსრულდება და ვიდრე თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს, 30-40 მილიონის მიღება უჯობთ. სწორედ ასე შეუფასა სალიჰამიჯიჩმა მყიდველებს ტიაგო ალკანტარა. ესპანელი კარგი ფეხბურთელი კია, მაგრამ „ბაიერნისთვის“ შეუცვლელსაც ვერ დაარქმევ –...
თუკი ულიმ თქვა, ესე იგი მართალია!
„ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა, 43 წლის ჰასან სალიჰამიჯიჩმა ტელეკომპანია „სქაისთან” ინტერვიუში ული ჰიონესის მიერ „დორტმუნდის” სატრანსფერო პოლიტიკის კრიტიკაზე, „ჩელსიზე” და ჯოშუა კიმიხზე ილაპარაკა. ბავარიელთა საპატიო პრეზიდენტმა, ჰიონესმა, ამასწინათ, ბუნდესლიგაში მისი კლუბის მთავარი კონკურენტი, „დორტმუნდი” გააკრიტიკა, რასაც პასუხი და პასუხის პასუხი მოჰყვა. ამ საკითხზე სალიჰამიჯიჩმა მარტივად თქვა: „თუკი ული ამბობს, ესე იგი მართალია!” რაც შეეხება „ჩელსისთან” ჩემპიონთა...
ჩვენი ოქრო ჩვენთან
პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია. ინგლისური „სიტის“ 24 წლის გერმანელი ნახევარმცველი ლეროი სანე სამშობლოში ბრუნდება. მან უკვე შეათანხმა 5-წლიანი კონტრაქტი მიუნხენის „ბაიერნთან“. გერმანული კლუბის ბოსებმა ოლივერ კანმა და ჰასან სალიჰამიჯიჩმა დასტური მისცეს გარიგებას და მზად არიან ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გადაიხადონ. შეგახსენებთ, რომ „ბაიერნში“ სანეს ტრანსფერი ზაფხულში იყო მოსალოდნელი, მაგრამ ფეხბურთელი მაშინ მძიმედ დაშავდა და გარიგებაც ამად...
ნახევარფეხბურთელი
ზაფხულში, 27 წლის ბრაზილიელის ფილიპე კოუტინიუს „ბაიერნში” გადასვლას დიდი ხმაური მოჰყვა. „ალიანც არენაზე” მას იმედით შეეგებენ. კოუტინიუ „რეკორდმაისტერს” „ბარსელონამ” მიაქირავა, „ბარსამდე” კი თავდამსხმელი „ლივერპულში” გამოდიოდა, სადაც ბრწყინავდა. ჩემპიონთა ლიგაში, პირეუსის „ოლიმპიაკოსთან” ბავარიელთა 3:2 გამარჯვების შემდეგ, ვეტერანმა გერმანელმა დიტმარ ჰამანმა კოუტინიუ გააკრიტიკა. მან თქვა: „ჩემი აზრით, ის მიუნხენელთა გუნდში უცხო სხეულია. მე მის კარგად ნათამაშევს ვერ...
ვენგერზე ლაპარაკიც არ ყოფილა
პრეს-კონფერენცია, რომელსაც „ბაიერნის” ოფისში დღეს დიდი მღელვარებით ელოდნენ, ჩატარდა, მაგრამ მოლოდინი გააწბილა. თავიდან ის ვთქვათ, რატომ ელოდნენ ბავარიელთა შეფების ამ პრეს-კონფერენციას მოუთმენლად. იმიტომ, რომ ბოლო დღეებში ინტენსიურად ალაპარაკდნენ „რეკორდმაისტერში” არსენ ვენგერის შესაძლო დანიშვნის შესახებ. იყო მოლოდინი, რომ პრეს-კონფერენციაზე იანვრიდან ნიკო კოვაჩის არსენ ვენგერით შეცვლის ამბავს გამოაცხადებდნენ. შემდეგ ეს მოლოდინი გაძლიერდა, რადგან ითქვა, ჟურნალისტებს ული ჰიონესი,...
შეხვედრა ფრანკფურტში
მოგეხსენებათ, „ბაიერნს” მომავალი სეზონიდან ფრანკფურტის „აინტრახტის” თავკაცი ნიკო კოვაჩი გაწვრთნის. მწვრთნელის გადაბირების ხერხი ფრანკფურტელთა დირექტორმა ფრედი ბობიჩმა უსამართლოდ და არაპროფესიულად მიიჩნია, რის შესახებაც საჯაროდ განაცხადა. ბობოიჩს უახლოეს პრეს-კონფერენციაზე პასუხი გასცა ბავარიელების პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, რომელმაც თქვა, რომ ასეთმა შეფასებამ ის გააბრაზა. ჰიონესის განცხადებით მათ კოვაჩთან მოლაპარაკების დროს კანონი არ დაურღვევიათ და ფრანკფურტელებიც ოთხი კვირით ადრე...








